სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტების გზავნილი - რა წერია წერილში, რომელიც პოლიციამ დორტმუნდში აფეთქების ადგილას იპოვა
ტერორისტების გზავნილი - რა წერია წერილში, რომელიც პოლიციამ დორტმუნდში აფეთქების ადგილას იპოვა

დორ­ტმუნდში, გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ის­ლა­მუ­რი კვა­ლის არ­სე­ბო­ბას სწავ­ლობს, - იუ­წყე­ბა გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ველე".

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას ნა­პოვ­ნი წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა იწყე­ბა სი­ტყვე­ბით - "გულ­მო­წყა­ლე ალა­ჰის სა­ხე­ლით".

წე­რილ­ში ასე­ვე ნახ­სე­ნე­ბია ბერ­ლინ­ში 2016 წლის დე­კემ­ბერს სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი და ის ფაქ­ტი, რომ გერ­მა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი "ტორ­ნა­დო" სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მუს­ლი­მე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლას ნა­პოვნ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: "ამი­ე­რი­დან სპორ­ტსმე­ნე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში და სხვა ჯვა­როს­ნულ ქვეყ­ნებ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ლიკ­ვი­და­ციო სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან". წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­ნამ იმოქ­მე­დე­ბენ, ვიდ­რე სი­რი­ი­დან გერ­მა­ნულ "ტორ­ნა­დო­ებს"არ გა­მო­იყ­ვა­ნენ და გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კუ­ლი ბაზა "რამშტა­ი­ნი" არ და­ი­ხუ­რე­ბა".

გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნულ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ნა­ად­რე­ვია.

გუ­შინ, დორ­ტმუნდში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბო­რუ­სია დორ­ტმუნ­დის" ავ­ტო­ბუ­სის წინ მცი­რე სიმ­ძლავ­რის სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აფეთ­ქდა. კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია ეს­პა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მარკ ბარ­ტრა.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში დორ­ტმუნ­დის "ბო­რუ­სია" ფრან­გულ მო­ნა­კოს გუ­შინ სახ­ლში უნდა და­პი­რის­პი­რე­ბო­და, თუმ­ცა, უეფა-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­მა­ში აფეთ­ქე­ბის გამო დღე­ის­თვის გა­და­ი­დო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ტერორისტების გზავნილი - რა წერია წერილში, რომელიც პოლიციამ დორტმუნდში აფეთქების ადგილას იპოვა

ტერორისტების გზავნილი - რა წერია წერილში, რომელიც პოლიციამ დორტმუნდში აფეთქების ადგილას იპოვა

დორტმუნდში, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ისლამური კვალის არსებობას სწავლობს, - იუწყება გამოცემა "დოიჩე ველე".

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ადგილას ნაპოვნი წერილობითი შეტყობინება იწყება სიტყვებით - "გულმოწყალე ალაჰის სახელით".

წერილში ასევე ნახსენებია ბერლინში 2016 წლის დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტი, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები "ტორნადო" სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ.

ინციდენტის ადგილას ნაპოვნ წერილში აღნიშნულია: "ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში "ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში იქნებიან". წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მანამ იმოქმედებენ, ვიდრე სირიიდან გერმანულ "ტორნადოებს"არ გამოიყვანენ და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა "რამშტაინი" არ დაიხურება".

გამოძიებაში მონაწილე ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ "ბორუსია დორტმუნდის" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" ფრანგულ მონაკოს გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"