10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი
„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

რო­გორც უკვე იცით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი - "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" უკვე და­ი­წყო. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე კარ­გად ცნო­ბილ მწერ­ლებს (იხი­ლეთ პი­რო­ბე­ბი).

- რო­გორ დავ­წე­როთ ბესტსე­ლე­რი? - ამ კი­თხვის პა­სუ­ხად, ჯოან რო­უ­ლინ­გის რჩე­ვე­ბი უკვე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, ამ­ჯე­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, სტი­ვენ კინ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­გაც­ნობთ.

კინ­გი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რია და რომ­ლის წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით უამ­რა­ვი ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს გვიმ­ხელს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა შევ­ქმნათ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბი.

1. ბევ­რი იკი­თხე და ბევ­რი წერე

თუ გინ­და იყო მწე­რა­ლი, პირ­ველ რიგ­ში ეს ორი რამ უნდა გა­ა­კე­თო: ბევ­რი იკი­თხო და წერო.

2. ცუდი წიგ­ნი უფრო მეტს გას­წავ­ლის, ვიდ­რე კარ­გი

ყვე­ლა­ზე კარ­გად ის­წავ­ლი, რა არ უნდა გა­ა­კე­თო, როცა ცუდ პრო­ზას კი­თხუ­ლობ.

3. კარ­გი წიგ­ნი, მკი­თხველ მწე­რალს - სტილს ას­წავ­ლის

კარ­გი წიგ­ნე­ბი მწე­რალს ას­წავ­ლის სტილს, გად­მო­ცე­მის ფორ­მას, სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, რე­ა­ლის­ტუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შექ­მნას და სი­მარ­თლის თქმის უნარს.

4. აკე­თე ის, რაც მოგ­წონს

თუ იპო­ვი იმას, რის ნი­ჭიც გაქვს, იქამ­დე უნდა აკე­თო ის, ვიდ­რე თი­თე­ბი­დან სის­ხლი არ წა­მო­გი­ვა და თვა­ლე­ბი ბუ­დი­დან გად­მოც­ვე­ნას არ და­ა­პი­რებს. მა­ში­ნაც კი, როცა არა­ვინ გის­მენს, არა­ვინ კი­თხუ­ლობს, ან გი­ყუ­რებს, ყო­ვე­ლი ასე­თი ქმე­დე­ბა - ოს­ტა­ტუ­რი სპექ­ტაკ­ლია, რო­მელ­შიც შენ, რო­გორც შე­მოქ­მე­დი - ბედ­ნი­ე­რი ხარ.

5. მუ­შა­ო­ბა მშვიდ გა­რე­მო­ში

შენ გჭირ­დე­ბა კა­ბი­ნე­ტი, რო­მელ­საც აქვს კარი. და­ხუ­რუ­ლი კარი - ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, უთხრა მთელს მსოფ­ლი­ოს და სა­კუ­თარ თავს, რომ სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით იწყებ საქ­მის კე­თე­ბას და იწყებ წე­რას.

6. და­ი­სა­ხე მი­ზა­ნი

შენ უნდა და­ი­სა­ხო კონ­კუ­რე­ტუ­ლი მი­ზა­ნი სა­მუ­შაო დღის­თვის. მე გთა­ვა­ზობ დღე­ში 1000 სი­ტყვას! და­სა­წყი­სის­თვის, შე­არ­ჩიე ერთი დღე კვი­რა­ში, გან­მარ­ტოვ­დი კა­ბი­ნეტ­ში, და­ხუ­რე კარი და და­ი­წყე 1000 სი­ტყვის ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნა.

7. თა­ვი­დან მო­ი­შო­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ყუ­რა­დღე­ბას გი­ფან­ტავს

კა­ბი­ნე­ტი­დან გა­ი­ტა­ნე ტე­ლე­ფო­ნი, ტე­ლე­ვი­ზო­რი და სხვა სუ­ლე­ლუ­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ვი­დეო თა­მა­შე­ბი. ფან­ჯა­რას კი ფარ­და ჩა­მო­ა­ფა­რე.

8. ხმა­უ­რი თუ სი­წყნა­რე?

მო­ცე­მუ­ლი პუნ­ქტი თქვენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად მე, ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით ვწერ.

რო­დე­საც წერ, ხომ გინ­და, ამ სამ­ყა­რო­დან წახ­ვი­დე? რა თქმა უნდა! რო­დე­საც წერ, შენ სა­კუ­თარ სამ­ყა­როს ქმნი.

9. ნუ და­ე­ლო­დე­ბი მუ­ზას, და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა და ის თა­ვად მოგ­ძებ­ნის

10. რაზე უნდა წერო?

შეხ­ვე­დი კა­ბი­ნეტ­ში, და­ხუ­რე კარი, ჩა­მო­უშ­ვი ფარ­და, ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თე. გა­ნე­წყვე, რომ 1000 სი­ტყვა უნდა და­წე­რო და მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კი­თხვა: რაზე უნდა დავ­წე­რო?

სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი: რა­ზეც გინ­და! მთა­ვა­რია, სი­მარ­თლეს ამ­ბობ­დე. თუ დე­ტექ­ტი­ვი მოგ­წონს, დე­ტექ­ტი­ვი და­წე­რე.

და­წე­რე რაც გინ­და, შემ­დეგ მას სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რე და უნი­კა­ლუ­რი გა­ხა­დე, და­უ­მა­ტე ის, რაც იცი: მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი, ცხოვ­რე­ბის შე­ნე­უ­ლი ხედ­ვა.

მე ღრმად მწამს: წიგ­ნებს არ წე­რენ, წიგ­ნი თა­ვად იწე­რე­ბა.

11. კარ­გი აღ­წე­რა + ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა = სა­ინ­ტე­რე­სო წიგნს

აღ­წე­რა - აი, რა ხდის მკი­თხველს შენი ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლედ. აღ­წე­რე ისე, რომ მას კან­ზე უხი­ლავ­მა ჭი­ან­ჭვე­ლებ­მა გა­და­ურ­ბი­ნონ. ზედ­მე­ტად გა­წე­ლი­ლი ახ­სნა მკი­თხველს სწრა­ფად ბეზ­რდე­ბა, მას არც "ძუნ­წუ­რი" თხრო­ბა მოს­წონს. სა­ი­დუმ­ლო - ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვა­შია.

12. დი­ა­ლო­გე­ბი გეხ­მა­რე­ბა გმი­რე­ბის ხა­სი­ა­თის გან­სა­ზღვრა­ში

დი­ა­ლო­გი არის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­უს­მი­ნო სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ჟებს და მათი ხა­სი­ა­თი უკეთ გა­ი­გო.

და­ი­მახ­სოვ­რე: არა­სო­დეს მოყ­ვე ის, რისი ჩვე­ნე­ბაც შე­გიძ­ლია!

ჩემი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბი ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნებ­ზეა და არა მოვ­ლე­ნებ­ზე.

სტი­ვენ კინ­გი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს რე­დაქ­ცი­ებ­თან. მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რო­დე­საც რე­დაქ­ცია გარ­კვე­ულ მო­თხოვ­ნებს უყე­ნებს მწე­რალს. მა­გა­ლი­თად, ეუბ­ნე­ბა ჟანრს და რო­მა­ნის მო­ცუ­ლო­ბას. მწე­რა­ლი კი თა­ვის მხრივ, ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს და იწყებს წე­რას.

ასე რომ, თუ წერა კარ­გად გა­მოგ­დით და გაქვთ ამ­ბი­ცია, და­წე­როთ ბესტსე­ლე­რი, ნუ და­ე­ლო­დე­ბით მუ­ზას, რო­გორც თა­ვად კინ­გი იტყო­და, და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა და ის თვი­თონ მოგ­ძებ­ნით.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

როგორც უკვე იცით, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი - ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს (იხილეთ პირობები).

- როგორ დავწეროთ ბესტსელერი? - ამ კითხვის პასუხად, ჯოან როულინგის რჩევები უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რეკომენდაციებს გაგაცნობთ.

კინგი, რომელიც მრავალი ბესტსელერის ავტორია და რომლის წიგნების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, საიდუმლოებებს გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ საინტერესო ნაწარმოები.

1. ბევრი იკითხე და ბევრი წერე

თუ გინდა იყო მწერალი, პირველ რიგში ეს ორი რამ უნდა გააკეთო: ბევრი იკითხო და წერო.

2. ცუდი წიგნი უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე კარგი

ყველაზე კარგად ისწავლი, რა არ უნდა გააკეთო, როცა ცუდ პროზას კითხულობ.

3. კარგი წიგნი, მკითხველ მწერალს - სტილს ასწავლის

კარგი წიგნები მწერალს ასწავლის სტილს, გადმოცემის ფორმას, სიუჟეტის განვითარებას, რეალისტური პერსონაჟების შექმნას და სიმართლის თქმის უნარს.

4. აკეთე ის, რაც მოგწონს

თუ იპოვი იმას, რის ნიჭიც გაქვს, იქამდე უნდა აკეთო ის, ვიდრე თითებიდან სისხლი არ წამოგივა და თვალები ბუდიდან გადმოცვენას არ დააპირებს. მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, არავინ კითხულობს, ან გიყურებს, ყოველი ასეთი ქმედება - ოსტატური სპექტაკლია, რომელშიც შენ, როგორც შემოქმედი - ბედნიერი ხარ.

5. მუშაობა მშვიდ გარემოში

შენ გჭირდება კაბინეტი, რომელსაც აქვს კარი. დახურული კარი - ეს არის საშუალება, უთხრა მთელს მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ სრული სერიოზულობით იწყებ საქმის კეთებას და იწყებ წერას.

6. დაისახე მიზანი

შენ უნდა დაისახო კონკურეტული მიზანი სამუშაო დღისთვის. მე გთავაზობ დღეში 1000 სიტყვას! დასაწყისისთვის, შეარჩიე ერთი დღე კვირაში, განმარტოვდი კაბინეტში, დახურე კარი და დაიწყე 1000 სიტყვის ფურცელზე გადატანა.

7. თავიდან მოიშორე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს

კაბინეტიდან გაიტანე ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა სულელური ხელისშემშლელი ვიდეო თამაშები. ფანჯარას კი ფარდა ჩამოაფარე.

8. ხმაური თუ სიწყნარე?

მოცემული პუნქტი თქვენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად მე, ხმამაღალი მუსიკის თანხლებით ვწერ.

როდესაც წერ, ხომ გინდა, ამ სამყაროდან წახვიდე? რა თქმა უნდა! როდესაც წერ, შენ საკუთარ სამყაროს ქმნი.

9. ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე მუშაობა და ის თავად მოგძებნის

10. რაზე უნდა წერო?

შეხვედი კაბინეტში, დახურე კარი, ჩამოუშვი ფარდა, ტელეფონი გამორთე. განეწყვე, რომ 1000 სიტყვა უნდა დაწერო და მაშინვე ჩნდება კითხვა: რაზე უნდა დავწერო?

სერიოზული პასუხი: რაზეც გინდა! მთავარია, სიმართლეს ამბობდე. თუ დეტექტივი მოგწონს, დეტექტივი დაწერე.

დაწერე რაც გინდა, შემდეგ მას სიცოცხლე შთაბერე და უნიკალური გახადე, დაუმატე ის, რაც იცი: მეგობრობა, სიყვარული, სექსი, ცხოვრების შენეული ხედვა.

მე ღრმად მწამს: წიგნებს არ წერენ, წიგნი თავად იწერება.

11. კარგი აღწერა + ისტორიის მოყოლა = საინტერესო წიგნს

აღწერა - აი, რა ხდის მკითხველს შენი ისტორიის მონაწილედ. აღწერე ისე, რომ მას კანზე უხილავმა ჭიანჭველებმა გადაურბინონ. ზედმეტად გაწელილი ახსნა მკითხველს სწრაფად ბეზრდება, მას არც „ძუნწური“ თხრობა მოსწონს. საიდუმლო - ოქროს შუალედის დაცვაშია.

12. დიალოგები გეხმარება გმირების ხასიათის განსაზღვრაში

დიალოგი არის კარგი საშუალება, მოუსმინო საკუთარ პერსონაჟებს და მათი ხასიათი უკეთ გაიგო.

დაიმახსოვრე: არასოდეს მოყვე ის, რისი ჩვენებაც შეგიძლია!

ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოები ყოველთვის ადამიანებზეა და არა მოვლენებზე.

სტივენ კინგი აქტიურად თანამშრომლობს რედაქციებთან. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც რედაქცია გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს. მაგალითად, ეუბნება ჟანრს და რომანის მოცულობას. მწერალი კი თავის მხრივ, ამას ითვალისწინებს და იწყებს წერას.

ასე რომ, თუ წერა კარგად გამოგდით და გაქვთ ამბიცია, დაწეროთ ბესტსელერი, ნუ დაელოდებით მუზას, როგორც თავად კინგი იტყოდა, დაიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მოგძებნით.

გისურვებთ წარმატებებს!

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა