10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა პოლიციას უმალავდა, რომ მამამ დაჭრა - შსს ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ახალგაზრდა პოლიციას უმალავდა, რომ მამამ დაჭრა - შსს ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ორ­თა­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 10 აპ­რილს შსს-ს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ნა­დიკვრის ქუ­ჩა­ზე, მო­ქა­ლა­ქემ თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცი­ამ 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნო­დარ შ. და­ა­კა­ვა, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე ამო­ი­ღეს გას­რო­ლი­ლი მას­რე­ბი და ნო­დარ შ.-ს შვი­ლის, მი­ხე­ილ შ.ს- კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ძა­რა­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის სამი კვა­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს გა­მო­კი­თხულ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ნო­დარ შ.-ს შვილ­თან - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ მი­ხე­ილ შ.-სთან ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და, რა დრო­საც მან სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­სა და ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ხოლო ის ფაქ­ტი, რომ მი­ხე­ილ შ. მა­მა­მი­სის მიერ ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად ფე­ხის არე­ში და­იჭ­რა, პო­ლი­ცი­ას გა­მო­კი­თხულ­მა პი­რებ­მა და­უ­მა­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დუმ­და თა­ვად დაჭ­რი­ლიც, გა­რეგ­ნუ­ლად კი მას და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ეზო­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სის­ხლის კვა­ლი ასე­ვე არ და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც მი­ხე­ილ შ.-ს მე­უღ­ლემ, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მა­რი­ამ ტ.-მ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, დაჭ­რის ფაქ­ტი მან თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ას მე­უღ­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნით და­უ­მა­ლა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მი­ხე­ილ შ.-ს გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, რო­დე­საც მან შე­ნიშ­ნა, რომ მისი მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ გახ­და, პო­ლი­ცი­ას სი­მარ­თლე გა­უმ­ხი­ლა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, სა­მარ­თლდამ­ცვე­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­გი­რე­ბი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, მი­ხე­ილ შ. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩას­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და უახ­ლო­ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, მი­ხე­ილ შ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ხე­ილ შ.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 11-108-ე მუხ­ლე­ბით)" - ნათ­ვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ახალგაზრდა პოლიციას უმალავდა, რომ მამამ დაჭრა - შსს ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა პოლიციას უმალავდა, რომ მამამ დაჭრა - შსს ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 10 აპრილს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნადიკვრის ქუჩაზე, მოქალაქემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ შ. დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს გასროლილი მასრები და ნოდარ შ.-ს შვილის, მიხეილ შ.ს- კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ძარაზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანების სამი კვალი.

საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკითხულმა პირებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ნოდარ შ.-ს შვილთან - 1993 წელს დაბადებულ მიხეილ შ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ხოლო ის ფაქტი, რომ მიხეილ შ. მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს. აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა.

როგორც მიხეილ შ.-ს მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ ტ.-მ მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი მან თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ შ.-ს გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა.

აღნიშნულის შემდეგ, სამართლდამცველებმა, ოპერატიული რეგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მიხეილ შ. დაუყოვნებლივ ჩასვეს ავტომანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს.

მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მიხეილ შ. საავადმყოფოში მიყვანიდან, დაახლოებით, ერთ საათში გარდაიცვალა. მიხეილ შ.-ს გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 11-108-ე მუხლებით)" - ნათვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ