მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა
"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა

"რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში 10 აპ­რილს მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გა­შოუ "იქს ფაქ­ტო­რი" და­ი­წყო. შოუს მე­ო­თხე სე­ზო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე დიდი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

პირ­ვე­ლი­ვე შო­უ­ზე ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებ­მა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სიც შე­სა­ბა­მი­სია - ამ სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გი "იქს ფაქ­ტო­რის" პირ­ველ­მა გა­და­ცე­მამ და­ა­ფიქ­სი­რა. გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის რე­ი­ტინ­გი 27% და­ფიქ­სირ­და. AMBEBI.GE პრო­ექ­ტის პრო­დუ­სერს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ სი­ახ­ლე შევ­თა­ვა­ზოთ მა­ყუ­რე­ბელს, გა­ერ­თოს და ერ­თად აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ახა­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი. ამის მა­გა­ლი­თი იყო გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მა, გა­მოჩ­ნდა ის კარ­გი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში მო­ვი­და. რე­ი­ტინ­გი რაც და­ი­წე­რა 27% თბი­ლის­ში და 26% მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს რე­კორ­დია "იქს ფაქ­ტო­რის­თვის", ასე­თი მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით არას­დროს და­წყე­ბუ­ლა. მად­ლო­ბე­ლი ვართ, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა აი­ტა­ცა ეს სე­ზო­ნი.

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს ასეთ ინ­ტე­რესს პრო­ექ­ტის მი­მართ?

- გა­მოც­დი­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს, ვაკ­ვირ­დე­ბით რამ გა­ა­მარ­თლა და რამ არა. ვერ­გე­ბით ზუს­ტად იმას, რაც გა­ა­მარ­თლებს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა, ყო­ველ ჯერ­ზე ახა­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჩნდე­ბი­ან, მარ­ტო ამი­ტო­მაც ღირს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა. ორ­შა­ბა­თი მძი­მე დღეა, ხალ­ხი როცა დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბა სახ­ლში, უნდა გა­ერ­თოს, თან აღ­მო­ა­ჩენს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს, ემო­ცი­აც არის და ამი­ტო­მაც ჰყავს ამ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

ასე­ვე ნა­ხეთ:

"მის მკერ­დის" კონ­კურ­სან­ტმა "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე ცე­ცხლო­ვა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა მო­ა­წყო

ვის­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი "X ფაქ­ტო­რის" სიმ­პა­ტი­უ­რი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც გო­გო­ნე­ბის გუ­ლე­ბი ერთი ნახ­ვით და­ი­პყრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა

"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა

"რუსთავი 2"-ის ეთერში 10 აპრილს მუსიკალური მეგაშოუ "იქს ფაქტორი" დაიწყო. შოუს მეოთხე სეზონი საზოგადოებაში უკვე დიდი განხილვის საგანია.

პირველივე შოუზე ჟიურის წევრებმა და ტელემაყურებლებმა უამრავი საინტერესო მუსიკოსი აღმოაჩინეს. მაყურებლის ინტერესიც შესაბამისია - ამ სეზონის ყველაზე მაღალი, სატელევიზიო რეიტინგი "იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ დააფიქსირა. გადაცემის პირველი ეპიზოდის რეიტინგი 27% დაფიქსირდა. AMBEBI.GE პროექტის პროდუსერს გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა:

- ყოველთვის ვცდილობთ სიახლე შევთავაზოთ მაყურებელს, გაერთოს და ერთად აღმოვაჩინოთ ახალი კონკურსანტები. ამის მაგალითი იყო გუშინდელი გადაცემა, გამოჩნდა ის კარგი ნაკადი, რომელიც პროექტში მოვიდა. რეიტინგი რაც დაიწერა 27% თბილისში და 26% მთელ საქართველოში, ეს რეკორდია "იქს ფაქტორისთვის", ასეთი მაღალი რეიტინგით არასდროს დაწყებულა. მადლობელი ვართ, რომ მაყურებელმა აიტაცა ეს სეზონი.

- რა განაპირობებს ასეთ ინტერესს პროექტის მიმართ?

- გამოცდილი გუნდი მუშაობს, ვაკვირდებით რამ გაამართლა და რამ არა. ვერგებით ზუსტად იმას, რაც გაამართლებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყოველ ჯერზე ახალი კონკურსანტები ჩნდებიან, მარტო ამიტომაც ღირს მსგავსი პროექტების გაკეთება. ორშაბათი მძიმე დღეა, ხალხი როცა დაღლილი ბრუნდება სახლში, უნდა გაერთოს, თან აღმოაჩენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ემოციაც არის და ამიტომაც ჰყავს ამდენი მაყურებელი.

ასევე ნახეთ:

"მის მკერდის" კონკურსანტმა "X ფაქტორის" სცენაზე ცეცხლოვანი სანახაობა მოაწყო

ვისზეა დაქორწინებული "X ფაქტორის" სიმპატიური კონკურსანტი, რომელმაც გოგონების გულები ერთი ნახვით დაიპყრო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება