პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში
რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში

რა­ქი­ტი, ოს­ტე­ო­მა­ლა­ცია, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, სიმ­სივ­ნე, დი­ა­ბე­ტი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბა, დეპ­რე­სია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, მი­იჩ­ნე­ო­და, რომ D ვი­ტა­მინს დიდი გავ­ლე­ნა აქვს ძვალ-სახ­სრო­ვან სის­ტე­მა­ზე და მისი დე­ფი­ცი­ტი რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვებ­სა და ხან­დაზ­მუ­ლებ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბით კი ეს სუ­რა­თი იც­ვლე­ბა და რისკ და­ა­ვა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად იფრო იზ­რდე­ბა.

”უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ ძვლო­ვან სის­ტე­მა­ზე, არა­მედ ადა­მი­ა­ნის ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. აღ­მო­ჩე­ნი­ლია, რომ D ვი­ტა­მი­ნის რე­ცეპ­ტო­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა არის თა­ვის ტვინ­ში და ით­ვლე­ბა, რომ სწო­რედ მისი მა­ღა­ლი დონე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ დეპ­რე­სია, მახ­სოვ­რო­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს. ეს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თაც ცხა­დი ხდე­ბა.

თუ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზი­ა­ნი ამინ­დი არ არის, რო­გორც წესი, ჩვე­ნი გან­წყო­ბაც იც­ვლე­ბა. შე­ფა­სე­ბუ­ლია, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში დეპ­რე­სი­ის დონე უფრო მა­ღა­ლია. ამის მი­ზე­ზი კი ისაა, რომ D ვი­ტა­მი­ნი მზის ინ­სო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ყო­ფა. თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ფორ­მით მი­ღე­ბა,” - გან­მარ­ტავს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი იმუ­ნი­დე­ფი­ციტ­თან კავ­შირ­შია. მისი ნაკ­ლე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი. მე­ო­რე მხრივ, შე­საძ­ლე­ბე­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც.

”დად­გე­ნი­ლია, რომ რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს საგ­რძნობ­ლა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია D ვი­ტა­მი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია სის­ხლში. ეს მი­უ­თი­თებს ამ ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე რო­გორც და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ასე­ვე ჯან­მრთე­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. სწო­რედ D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი ასე­თი ხში­რის და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვებ­ში - რა­ხი­ტი და ხან­დაზ­მუ­ლებ­ში - ხში­რი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. ამი­ტო­მაც D ვი­ტა­მი­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” - გან­მარ­ტავს იაშ­ვი­ლის სახ­ლე­ო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაკა იო­სე­ლი­ა­ნი.

ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამე­რი­კის პე­დი­ატრთა აკა­დე­მია რე­კო­მენ­და­ცის უწევს, რომ D ვი­ტა­მი­ნი ყვე­ლა ადა­მი­ან­მა მუდ­მი­ვად უნდა მი­ი­ღოს, თუ ისი­ნი გა­რეთ არ მუ­შა­ო­ბენ და ხში­რად მა­ღა­ლი ინ­სო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

”ოკე­ა­ნის ცხი­მი­ა­ნი თევ­ზე­ბი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს. მხო­ლოდ ამ პრო­დუქ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კვე­ბით ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.ბევრ ქვე­ყა­ნა­ში რძის პო­დუქ­ტე­ბი არის D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ასეთ რძეს ყო­ველ­დღი­უ­რად 1 ლიტრზე მეტს იღებს, მა­შინ მას მე­დი­კა­მენ­ტუ­რად D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით, 2 წლამ­დე ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ამ ვი­ტა­მი­ნის და­მა­ტე­ბა. თუმ­ცა გლო­ბა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი იც­ვლე­ბა და ახლა სა­უ­ბა­რია, რომ მისი მი­ღე­ბა 18 წლამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” - ამ­ბობს მაია ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია D ვი­ტა­მი­ნის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მი­ღე­ბა ჩვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ხე­ლოვ­ნუ­ლი საკ­ვე­ბი D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა მისი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დღი­უ­რი დო­ზის მი­ღე­ბა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვი 700 მლ ხე­ლოვ­ნურ რძე­ზე მეტს იღებს დღი­უ­რად.

ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე D ვი­ტა­მი­ნი რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გა­მოჩ­ნდა კი­დევ ერთი ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­ტა­ფე­რო­ლი D3, რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლიც კომ­პა­ნია ”ვალ­მარ­კია”. ვი­ტა­ფე­რო­ლის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ”ვალ­მარ­კის” სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­მარ­თა, რო­მელ­საც 200-მდე ფარ­თო თუ ვიწ­რო პრო­ფი­ლის პე­დი­ატ­რი ეს­წრე­ბო­და. მათ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მათ­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბის ვი­ტა­ფე­რო­ლი D3-ის შე­სა­ხებ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ”ვალ­მარ­კის” პარტნი­ო­რია ჟურ­ნა­ლი ”ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი”, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბე­ი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. კონ­ფე­რენ­ცი­ის ბო­ლოს ”ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის” ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა გა­თა­მა­შე­ბა, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­თა­მაშ­და. დამ­სწრე ექი­მე­ბა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღეს ვი­ტა­ფე­რო­ლი D3-იც, რომ ის თა­ვად გა­მო­ე­ცა­დათ.

”ვი­ტა­ფე­რო­ლი D3-ს გა­მოშ­ვე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა აქვს, რაც მი­ღე­ბის­თვის მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის­თვის. ის მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხოს და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და პრე­ვენ­ცია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ტა­ფე­როლ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი D ვი­ტა­მი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ რე­კომ­დი­რე­ბუ­ლი დღი­უ­რი სა­დღე­ღა­მი­სო დოზა,” - გან­მარ­ტავს ”ვალ­მარ­კის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ზო­გა­დად, ”ვალ­მარ­კის” ბრენ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 2 წე­ლია და 32 მე­დი­კა­მენ­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არის ლი­დე­რი კომ­პა­ნია ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე ოტი­სის ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
7

აქ პასუხები თუ არ გაეცემა შეკითხვებს რა აზრი აქვს ამ გვერდის არსებობას?

რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში

რა დაავადებებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეიძლება აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნება ორგანიზმში

რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები - ეს ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს. ტრადიციულად, მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინს დიდი გავლენა აქვს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავებას იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თანამედროვე კვლევებით კი ეს სურათი იცვლება და რისკ დაავადებების რაოდენობა ბევრად იფრო იზრდება.

”უკანასკნელი პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. აღმოჩენილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორების დიდი რაოდენობა არის თავის ტვინში და ითვლება, რომ სწორედ მისი მაღალი დონე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. საუბარია იმაზე, რომ დეპრესია, მახსოვრობის დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინის დეფიციტს. ეს გუნება-განწყობილებაზე დაკვირვებითაც ცხადი ხდება.

თუ დიდი ხნის განმავლობაში მზიანი ამინდი არ არის, როგორც წესი, ჩვენი განწყობაც იცვლება. შეფასებულია, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში დეპრესიის დონე უფრო მაღალია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ D ვიტამინი მზის ინსოლაციის პირობებში გამოიყოფა. თუმცა ბუნებრივად ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება საქართველოში ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია მისი მედიკამენტური ფორმით მიღება,” - განმარტავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ხერხეულიძე.

კვლევები ადასტურებენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი იმუნიდეფიციტთან კავშირშია. მისი ნაკლებობის პირობებში იზრდება ინფიცირების რისკი. მეორე მხრივ, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს აუტოიმუნური დაავადებების განვითარებაზეც.

”დადგენილია, რომ რევმატიული დაავადებების დროს საგრძნობლა დაქვეითებულია D ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში. ეს მიუთითებს ამ ვიტამინის მიღების აუცილებლობაზე როგორც დაავადებულ პაციენტებში, ასევე ჯანმრთელებში პრევენციის მიზნით. სწორედ D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული ასეთი ხშირის დაავადება ბავშვებში - რახიტი და ხანდაზმულებში - ხშირი მოტეხილობები. ამიტომაც D ვიტამინის ყოველდღიური მიღება აუცილებელია,” - განმარტავს იაშვილის სახლეობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა რევმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი მაკა იოსელიანი.

ექიმების განმარტებით, D ვიტამინის საჭირო რაოდენობის ბუნებრივი გზით მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამერიკის პედიატრთა აკადემია რეკომენდაცის უწევს, რომ D ვიტამინი ყველა ადამიანმა მუდმივად უნდა მიიღოს, თუ ისინი გარეთ არ მუშაობენ და ხშირად მაღალი ინსოლაციის პირობებში არ იმყოფებიან.

”ოკეანის ცხიმიანი თევზები შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. მხოლოდ ამ პროდუქტების საშუალებითაა შესაძლებელი კვებით ორგანიზმში D ვიტამინის საჭირო რაოდენობის შენარჩუნება.ბევრ ქვეყანაში რძის პოდუქტები არის D ვიტამინით გამდიდრებული. თუ ადამიანი ასეთ რძეს ყოველდღიურად 1 ლიტრზე მეტს იღებს, მაშინ მას მედიკამენტურად D ვიტამინის მიღება აღარ დასჭირდება. ქართული ნაციონალური რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ამ ვიტამინის დამატება. თუმცა გლობალური მიდგომები იცვლება და ახლა საუბარია, რომ მისი მიღება 18 წლამდე აუცილებელია,” - ამბობს მაია ხერხეულიძე.

ხერხეულიძის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინის პრევენციული მიღება ჩვილებისთვის, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან. ხელოვნული საკვები D ვიტამინით გამდიდრებულია. თუმცა მისი აუცილებელი დღიური დოზის მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 700 მლ ხელოვნურ რძეზე მეტს იღებს დღიურად.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე D ვიტამინი რამდენიმე მედიკამენტის სახითაა წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ კი გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი საშუალება ვიტაფეროლი D3, რომლის მწარმოებელიც კომპანია ”ვალმარკია”. ვიტაფეროლის გამოჩენასთან დაკავშირებით ”ვალმარკის” საქართველოში წარმომადგენლობამ კონფერენციაც გამართა, რომელსაც 200-მდე ფართო თუ ვიწრო პროფილის პედიატრი ესწრებოდა. მათ მიიღეს ინფორმაცია D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებებისა და მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალების ვიტაფეროლი D3-ის შესახებ.

კონფერენციის ორგანიზებაში ”ვალმარკის” პარტნიორია ჟურნალი ”ოჯახის მკურნალი”, რომელიც ფართო საზოგადოების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ცნობეიერების ამაღლებაზე მედიკამენტებისა და დაავადებების შესახებ აქტიურად მუშაობს. კონფერენციის ბოლოს ”ოჯახის მკურნალის” ორგანიზებით გაიმართა გათამაშება, სადაც სამედიცინო ლიტერატურა გათამაშდა. დამსწრე ექიმება საჩუქრად მიიღეს ვიტაფეროლი D3-იც, რომ ის თავად გამოეცადათ.

”ვიტაფეროლი D3-ს გამოშვების განსხვავებული ფორმა აქვს, რაც მიღებისთვის მეტად მოსახერხებელია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად მოახერხოს დაავადების მკურნალობა და პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიტაფეროლში წარმოდგენილი D ვიტამინის რაოდენობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომდირებული დღიური სადღეღამისო დოზა,” - განმარტავს ”ვალმარკის” მარკეტინგის მენეჯერი ლელა სიხარულიძე.

ზოგადად, ”ვალმარკის” ბრენდი საქართველოში უკვე 2 წელია და 32 მედიკამენტითაა წარმოდგენილი. ეს არის ლიდერი კომპანია ევროპის ბაზარზე ოტისის ჯგუფის მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს შორის.

R

ალდაგი კომპანიებს ქონების დაზღვევას სთავაზობს

მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში გადახდის ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა