პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს
"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ბა­თუ­მის "მაგ­ნო­ლი­ას" საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი უნდა და­კი­თხუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტი ქეთი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ მი­ვი­და. ამის გამო, შემ­დე­გი სხდო­მა 13 აპ­რილს და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 2 კვი­რით გა­და­ი­დოს, რათა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ დრო სჭირ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბო­ლომ­დე გა­სარ­კვე­ვად.

"2 კვი­რით ვი­თხოვ სხდო­მის გა­და­დე­ბას ორი მი­ზე­ზის გამო. პირ­ვე­ლი, რომ მა­მა­ჩე­მი მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­და­დაა და მი­სა­ხე­დი მყავს და მე­ო­რე, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე უნდა ვი­მუ­შაო და დრო მჭირ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლეს მივ­მარ­თე, რომ ორი კვი­რა მომ­ცეს. ჩემს ად­ვო­კატს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, ფეხ­მძი­მე­დაა და სა­ბუ­თიც აქვს შე­სა­ბა­მი­სი. ზეგ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი და ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან მოწ­მე­ე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

ის სა­სა­მარ­თლო­ში მე­უღ­ლეს­თან, ლელა კი­ლა­ძეს­თან ერ­თად მი­ვი­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით გუმ­ბე­რი­ძე დაც­ვის მხა­რეს პრო­ცე­სე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რე არ და­ე­თან­ხმე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც პრო­ცე­სე­ბის გა­და­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ვი­თხოვ­დით სა­გა­მო­ძი­ე­ბი მოქ­მე­დე­ბებს, რი­თაც და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ბა­თუ­მის "მაგ­ნო­ლია" დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და არც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­შია შე­სუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი გა­და­ი­დო, მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მი­ი­ღო, რომ დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­ცხად­და. ად­ვო­კა­ტის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო, არ მოხ­და ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. გვაქვს ეჭვი, რომ დაც­ვის მხა­რე ცდი­ლობს პრო­ცე­სე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას. ეს არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი მი­ზე­ზე­ბი და ჩვენ რა თქმა უნდა, არ და­ვე­თან­ხმე­ბით მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ რა­ი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რაც პრო­ცე­სე­ბის გა­და­დე­ბას გუ­ლის­ხმობს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

პრო­კუ­რო­რის თქმით, თუ ად­ვო­კა­ტი მომ­დევ­ნო პრო­ცეს­ზე კვლავ არ გა­მო­ცხად­დე­ბა, ბრალ­დე­ბის მხა­რე მო­ი­თხოვს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტის და­ნიშ­ვნას.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან.

"ჩვენ ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვართ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო. ეს გრძელ­დე­ბა წლო­ბით, მი­ზე­ზე­ბი არ ელე­ვათ, ხან თვი­თონ არი­ან ავად, ხან ად­ვო­კა­ტე­ბი. ავად­მყო­ფო­ბას იგო­ნე­ბენ, მაგ­რამ დი­ლამ­დე ღა­მის კლუ­ბებ­ში ერ­თო­ბი­ან და სა­ღა­მოს ვე­ღარ ფიქ­რო­ბენ რო­მელ მოწ­მეს და­უ­ძა­ხონ. რო­დემ­დე ვე­ლო­დეთ ამათ ტაშ-ფან­დურს", - გა­ნა­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თა­მარ ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი პრო­ცე­სი 13 აპ­რილს, 10:30 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

"მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

"ცენტრ პოინტის" ბათუმის "მაგნოლიას" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. ამის გამო, შემდეგი სხდომა 13 აპრილს დაინიშნა, თუმცა გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სასამართლო პროცესები 2 კვირით გადაიდოს, რათა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დრო სჭირდება სიტუაციაში ბოლომდე გასარკვევად.

"2 კვირით ვითხოვ სხდომის გადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს და მეორე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უნდა ვიმუშაო და დრო მჭირდება. მოსამართლეს მივმართე, რომ ორი კვირა მომცეს. ჩემს ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფეხმძიმედაა და საბუთიც აქვს შესაბამისი. ზეგ აუცილებლად იქნება ადვოკატი და ასევე იქნებიან მოწმეებიც", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ის სასამართლოში მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად მივიდა.

საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე დაცვის მხარეს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე არ დაეთანხმება შუამდგომლობას, რომელიც პროცესების გადადებას გულისხმობს.

"ვითხოვდით საგამოძიები მოქმედებებს, რითაც დადასტურდება, რომ ბათუმის "მაგნოლია" დასრულებული არ არის და არც ექსპლუატაციაშია შესული. დღევანდელი პროცესი გადაიდო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე ვერ მიიღო, რომ დაცვის მხარის ადვოკატი არ გამოცხადდა. ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, არ მოხდა ასევე მტკიცებულებების გამოკვლევა. გვაქვს ეჭვი, რომ დაცვის მხარე ცდილობს პროცესების გაჭიანურებას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზები და ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით მათ მიერ შემოთავაზებულ რაიმე შუამდგომლობას, რაც პროცესების გადადებას გულისხმობს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, თუ ადვოკატი მომდევნო პროცესზე კვლავ არ გამოცხადდება, ბრალდების მხარე მოითხოვს სახაზინო ადვოკატის დანიშვნას.

დღევანდელ სასამართლო პროცესს "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროცესის გადადების გამო უკმაყოფილო არიან.

"ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ გაჭიანურებული პროცესების გამო. ეს გრძელდება წლობით, მიზეზები არ ელევათ, ხან თვითონ არიან ავად, ხან ადვოკატები. ავადმყოფობას იგონებენ, მაგრამ დილამდე ღამის კლუბებში ერთობიან და საღამოს ვეღარ ფიქრობენ რომელ მოწმეს დაუძახონ. როდემდე ველოდეთ ამათ ტაშ-ფანდურს", - განაცხადა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა.

შემდეგი პროცესი 13 აპრილს, 10:30 საათზე დაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ