მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე
ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ექი­მო­ბი­დან მკვლე­ლის სტა­ტუ­სამ­დე - სი­რი­ის პრე­ზი­დენტს ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში კვლავ ადა­ნა­შა­უ­ლებს. 72 გარ­დაც­ვლი­ლი და 400-მდე და­შა­ვე­ბუ­ლი, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის თქმით, ასე­თია პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო კრი­ზი­სი­დან ქვეყ­ნის გა­მოყ­ვა­ნის "ასა­დი­სე­უ­ლი გეგ­მა", რო­მელ­საც ის 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ას­რუ­ლებს.

მრა­ვალ სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­შარ ალ-ასა­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წო­ბა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში და­ი­წყო. და­მას­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა, ექიმ-ოფ­თალ­მო­ლო­გის პრო­ფე­სია აირ­ჩია და 1991-92 წლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სტა­ჟი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად ჩა­ვი­და. თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ და­სა­ტო­ვებ­ლად ინ­გლის­ში ყოფ­ნი­სას ფსევ­დო­ნი­მი აირ­ჩია და თით­ქმის არა­ვის უმ­ხელ­და, რომ სი­რი­ის იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჰა­ფეზ ალ-ასა­დის შვი­ლი იყო.

მა­მი­სა და უფ­რო­სი ძმის ტან­დე­მით და­ი­მე­დე­ბუ­ლი ბა­შარ ასა­დი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ორ­დი­ნა­ტუ­რის გავ­ლი­თა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ალ­ბათ მა­შინ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი მალე სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მტრად იქ­ცე­ო­და და მათი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­დე­ბო­და. "სის­ხლის ყი­ვილ­მა" ის ცოტა ხან­ში სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნა.

ყვე­ლა­ფე­რი მისი უფ­რო­სი ძმის, ბა­სი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და­ი­წყო. ბა­შარ ალ-ასადს ჰა­ფეზ ალ-ასა­დის 30 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის სა­და­ვე­ე­ბი სა­კუ­თარ ხელ­ში უნდა გა­და­ე­ბა­რე­ბი­ნა. ამას კი მე­დი­კო­სის წო­დე­ბით ნაკ­ლე­ბად მო­ა­ხერ­ხებ­და. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ექიმობიდან მკვლელის სტატუსამდე - სირიის პრეზიდენტს ქვეყნის ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ქიმიური იარაღის გამოყენებაში კვლავ ადანაშაულებს. 72 გარდაცვლილი და 400-მდე დაშავებული, დასავლური მედიის თქმით, ასეთია პოლიტიკური და სამხედრო კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის "ასადისეული გეგმა", რომელსაც ის 2012 წლიდან მოყოლებული პერმანენტულად ასრულებს.

მრავალ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ბაშარ ალ-ასადის საზოგადოებრივი მოღვაწობა სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. დამასკოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ექიმ-ოფთალმოლოგის პროფესია აირჩია და 1991-92 წლებში გაერთიანებულ სამეფოში სტაჟირების გასავლელად ჩავიდა. თავისი ნამდვილი წარმომავლობის საიდუმლოდ დასატოვებლად ინგლისში ყოფნისას ფსევდონიმი აირჩია და თითქმის არავის უმხელდა, რომ სირიის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის შვილი იყო.

მამისა და უფროსი ძმის ტანდემით დაიმედებული ბაშარ ასადი, გაერთიანებულ სამეფოში ორდინატურის გავლითა და პირადი ცხოვრების აწყობით იყო დაკავებული. ალბათ მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ხალხის დასახმარებლად მოწოდებული მალე საკუთარი მოსახლეობის მტრად იქცეოდა და მათი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. "სისხლის ყივილმა" ის ცოტა ხანში სამშობლოში დააბრუნა.

ყველაფერი მისი უფროსი ძმის, ბასილის გარდაცვალებით დაიწყო. ბაშარ ალ-ასადს ჰაფეზ ალ-ასადის 30 წლიანი მმართველობის სადავეები საკუთარ ხელში უნდა გადაებარებინა. ამას კი მედიკოსის წოდებით ნაკლებად მოახერხებდა. წაიკითხეთ გაგრძელება

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"