მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება
"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება

"ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის", რო­მე­ლიც პირ­ველ მა­ისს დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის­თვის. წიგ­ნი 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა და თვე­ში ერთხელ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა

ნე­ბის­მი­ე­რი ერის, რჯუ­ლი­სა და ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს პირ­ველ რიგ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვე­ბენ. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, ჯან­მრთე­ლო­ბა ხომ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­ბე­ჯი­თე­ბით ით­ქვას, რომ "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის", "რო­მელ­ზეც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მუ­შა­ობს და რო­მე­ლიც პირ­ველ მა­ისს დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის­თვის. წიგ­ნი 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა და თვე­ში ერთხელ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

"მერ­კის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი" მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად ლი­ტე­რა­ტუ­რას წარ­მო­ად­გენს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ"მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი 300 სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მუ­შა­ობ­და, რაც მისი სან­დო­ო­ბი­სა და ხა­რის­ხის გა­რან­ტი­აა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წიგ­ნის ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტის შექ­მნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის 20-კა­ცი­ა­ნი გუნ­დი მუ­შა­ობ­და.

წიგ­ნის გა­მოს­ვლამ­დე "პა­ლიტ­რა L" და­ინ­ტე­რეს­და სხვა­დას­ხვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით წიგ­ნის შე­სა­ხებ. ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ის რამ­დე­ნი­მე თავი წიგ­ნის გა­მოს­ვლამ­დე გა­აც­ნეს ექი­მებს, სტუ­დენ­ტებს, დი­ა­სახ­ლი­სებ­სა და პე­და­გო­გებს... გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

ზურა, 22 წლის, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი: "თავ­და­პირ­ვე­ლად მე­გო­ნა, რომ წიგ­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლად გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­დე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვაჩ­ვე­ნეს პირ­ვე­ლი ტო­მის რამ­დე­ნი­მე თავი, ვა­ღი­ა­რებ, რომ ვცდე­ბო­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს წიგ­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა ჩემ­თვის და ჩემი კურ­სე­ლე­ბის­თვის, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და შემ­დგო­მაც ბევ­რჯერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ".

ლია, 42 წლის, პე­და­გო­გი: "თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბევრ სი­კე­თეს ერთი ნაკ­ლი სდევს, - მოს­წავ­ლე­ე­ბის 70 პრო­ცენტს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, ოღონდ მათ­მა ნა­წილ­მა თა­ვად არ იცის. ამის შე­სა­ხებ მა­შინ დავ­ფიქ­რდი, რო­დე­საც წიგ­ნის რამ­დე­ნი­მე თავს გა­ვე­ცა­ნი. ვფიქ­რობ, "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" ჯან­მრთე­ლო­ბის ბევრ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან".

მა­ნა­ნა, 63 წლის, დი­ა­სახ­ლი­სი: "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ოჯახ­ში იყოს ასე­თი ტი­პის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად შე­ვი­ტყობთ, თუ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ ჯან­მრთე­ლად. 7-ტო­მე­უ­ლი შექ­მნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ და ვფიქ­რობ, ეს წიგნს უფრო ღი­რე­ბულს ხდის.

ვე­რას­დროს და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და ის, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეწე­რა, მაგ­რამ ამ წიგნ­ზე ამას ვერ ვი­ტყვი. პი­რი­ქით, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ჩემ­თვის თეთრხა­ლა­თი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მარ­ტი­ვი გახ­დე­ბა".

ნა­თია, 24 წლის, სტუ­დენ­ტი: "მას შემ­დეგ, რაც დედა გავ­ხდი, ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა სა­კუ­თარ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩემი პა­ტა­რის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ამ წიგნს, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვად და სწრა­ფად ვი­პო­ვო ხოლ­მე".

წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ახალ­შო­ბი­ლებ­ზე, მო­ზარ­დებ­ზე, ზრდას­რუ­ლებ­სა თუ მო­ხუ­ცებ­ზე. ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოჯახს გა­მო­ად­გე­ბა.

სა­დღე­ი­სოდ ყველ­გან და ყვე­ლას­თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი დაწ­ვრი­ლე­ბი­თი, სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ჭარ­ბით უფ­როა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ვიდ­რე მისი უკ­მა­რი­სო­ბით. ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ სხვა­დას­ხვა ტი­პის და მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია. მათ­თვის, ვინც დიდი ხა­ნია ავად არის, უფრო მე­ტად დე­ტა­ლე­ბია სა­ინ­ტე­რე­სო, ზო­გად სა­კი­თხებ­ში ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი არი­ან. მე­ო­რე მხრივ, მათ, ვინც ახ­ლა­ხან გახ­და ავად, პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურთ.

"ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბი­სა და ჟარ­გო­ნის­თვის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ნიღ­ბის ჩა­მოხ­სნის გზით ყვე­ლას გა­უ­ად­ვი­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან, ხელს შე­უ­წყობს სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად და ნათ­ლად, გა­სა­გე­ბი ენით გან­მარ­ტე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მე­ო­რე მხრივ, წიგ­ნი სა­ფუძ­ვე­ლია იმ სა­კი­თხე­ბის თუ თე­მე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­სა, რაც აგ­რე­რი­გად სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტის­თვის ექიმ­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გან­სჯის­თვის", - წერს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი და წიგ­ნის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი რო­ბერტ ს. პორ­ტე­რი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა უბ­რა­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის უქონ­ლო­ბა - ამ­გვა­რი ჰარ­მო­ნია კი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით მი­იღ­წე­ვა, რა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევთ­ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის".

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

ეკა სა­ლა­ღა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ყველა ოჯახისთვის საინტერესო აღმოჩენა გახდება

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის", რომელიც პირველ მაისს დღის სინათლეს იხილავს, ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. წიგნი 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება

ნებისმიერი ერის, რჯულისა და ეთნოსის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველ რიგში ჯანმრთელობას უსურვებენ. ამაში გასაკვირი არაფერია, ჯანმრთელობა ხომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის", "რომელზეც გამომცემლობა "პალიტრა L" მუშაობს და რომელიც პირველ მაისს დღის სინათლეს იხილავს, ნამდვილი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის. წიგნი 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

"მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები" მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ"მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა.

წიგნის გამოსვლამდე "პალიტრა L" დაინტერესდა სხვადასხვა განათლებისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენლების შეხედულებებით წიგნის შესახებ. ქართულენოვანი ვერსიის რამდენიმე თავი წიგნის გამოსვლამდე გააცნეს ექიმებს, სტუდენტებს, დიასახლისებსა და პედაგოგებს... გამოხმაურება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ზურა, 22 წლის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი: "თავდაპირველად მეგონა, რომ წიგნი საკმაოდ რთულად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც გამომცემლობის წარმომადგენლებმა გვაჩვენეს პირველი ტომის რამდენიმე თავი, ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი სახელმძღვანელო იქნება ჩემთვის და ჩემი კურსელებისთვის, სწავლის პერიოდში და შემდგომაც ბევრჯერ გამოვიყენებთ".

ლია, 42 წლის, პედაგოგი: "თანამედროვე ტექნოლოგიების ბევრ სიკეთეს ერთი ნაკლი სდევს, - მოსწავლეების 70 პროცენტს მხედველობის პრობლემა აქვს, ოღონდ მათმა ნაწილმა თავად არ იცის. ამის შესახებ მაშინ დავფიქრდი, როდესაც წიგნის რამდენიმე თავს გავეცანი. ვფიქრობ, "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან".

მანანა, 63 წლის, დიასახლისი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახში იყოს ასეთი ტიპის სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად შევიტყობთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელად. 7-ტომეული შექმნილია საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ექსპერტების მიერ და ვფიქრობ, ეს წიგნს უფრო ღირებულს ხდის.

ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა ის, რაც ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ლიტერატურაში ეწერა, მაგრამ ამ წიგნზე ამას ვერ ვიტყვი. პირიქით, მისი დამსახურებით ჩემთვის თეთრხალათიანებთან ურთიერთობა უფრო საინტერესო და მარტივი გახდება".

ნათია, 24 წლის, სტუდენტი: "მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ერთდროულად იმდენი კითხვა მიჩნდება საკუთარ, განსაკუთრებით კი ჩემი პატარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მოუთმენლად ველოდები ამ წიგნს, რომ კითხვებზე პასუხი მარტივად და სწრაფად ვიპოვო ხოლმე".

წიგნში მოცემულია ინფორმაცია ახალშობილებზე, მოზარდებზე, ზრდასრულებსა თუ მოხუცებზე. ის ფასდაუდებელი სამედიცინო ლიტერატურაა, რომელიც ყველა ოჯახს გამოადგება.

სადღეისოდ ყველგან და ყველასთვის არის ხელმისაწვდომი დაწვრილებითი, სრული სამედიცინო ინფორმაცია, მაგრამ ამჟამინდელი სირთულეები ინფორმაციის სიჭარბით უფროა განპირობებული, ვიდრე მისი უკმარისობით. ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის და მოცულობის ინფორმაცია. მათთვის, ვინც დიდი ხანია ავად არის, უფრო მეტად დეტალებია საინტერესო, ზოგად საკითხებში ისინი გარკვეული არიან. მეორე მხრივ, მათ, ვინც ახლახან გახდა ავად, პირველ რიგში სწორედ ზოგადი ინფორმაციის მიღება სურთ.

"ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" სამედიცინო ტერმინებისა და ჟარგონისთვის საიდუმლოების ნიღბის ჩამოხსნის გზით ყველას გაუადვილებს ურთიერთობას ჯანდაცვის პროფესიონალებთან, ხელს შეუწყობს სამედიცინო პრობლემების სრულყოფილად და ნათლად, გასაგები ენით განმარტების უნარის ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, წიგნი საფუძველია იმ საკითხების თუ თემების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა, რაც აგრერიგად საჭიროა პაციენტისთვის ექიმთან ერთად საინტერესო საკითხების ყოვლისმომცველი და საფუძვლიანი განსჯისთვის", - წერს მედიცინის დოქტორი და წიგნის მთავარი რედაქტორი რობერტ ს. პორტერი.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური და სოციალური მდგო­მარეობაა და არა უბრალოდ დაავადების უქონლობა - ამგვარი ჰარმონია კი ჯანმრთელობაზე ზრუნვით მიიღწევა, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ­ უნიკალური გამოცემა "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის".

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა სალაღაია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი