12 წლის თამარ ედილაშვილი "იქს ფაქტორის" მეოთხე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. მისმა ნამღერმა "How Far I'll Go" ანიმაციური ფილმიდან "მოანა" ჟიურის, წამყვანებისა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
Ambebi.ge თამარ ედილაშვილს ესაუბრა:
- ამ სიმღერით ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა შეუძლებელია, მაგრამ პოზიტიური მელოდიაა და ამიტომაც ვიმღერე. ვთვლი, რომ მაქვს "იქს ფაქტორი", მაგრამ ასეთ შეფასებებს ნამდვილად არ ველოდი. მე პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე ვარ, მაგრამ შევეცდები ჩემი შესაძლებლობები გამოვამჟღავნო.
- რამდენი წელია მღერით?
- თვითნასწავლი მომღერალი ვარ, წლინახევრის ასაკიდან ვმღერი და ბოლო ორი წელია, რაც პედაგოგი მყავს. სახლში სულ ვმღერი და მინდა სცენაზეც ვთქვა ჩემი სიტყვა.
- რა ოცნებები გაქვს?
- ჩემი ოცნებაა მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარო, ვთვლი ეს ძალიან გამომადგება, შემდეგ ისევ სიმღერას დავუბრუნდები.
წაიკითხეთ: ინტერნეტვარსკვლავი რეპერი გოგონა, რომელსაც "X ფაქტორის" ვარსკვლავობა სურს