პარტნიორები:

    დღეს "X ფაქტორი" იწყება - ყველაფერი, რაც მეოთხე სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

    დღეს "X ფაქტორი" იწყება - ყველაფერი, რაც მეოთხე სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

    "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს "იქს ფაქტორი" იწყება. პროექტის შემქნელების თქმით, მეოთხე სეზონი განსაკუთრებული იქნება. "იქს ფაქტორის" პოტენციურ გამარჯვებულებს მენტორები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეარჩევენ. ამბიციურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა წელს ფსონი გამორჩეულ, თამამ და ორიგინალურ ნომრებზე დადეს. თუმცა ყველას არ გაუმართლა და პროექტს კასტინგზე გამოეთიშენ.

    აღსანიშნავია, რომ საკუთარ თავში უკეთესი იქს ფაქტორის აღმოსაჩენად, პროექტის მეოთხე სეზონზე ბედი, იმ კონკურსანტებმაც სცადეს, რომელსაც მსმენელი სხვა პროექტებიდან იცნობს. მათ შორის არის მომღერალი გუგა აფციაური, რომელიც მაყურებელმა წლების წინ, "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო.

    "ჯესოტარის" დასრულების შემდეგ, გუგას წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ 2006 წელს სიმღერას თავი დაანება, წელს "იქს ფაქტორში" შემთხვევით მოხვდა და წარმატების იმედიც აქვს. რაც შეეხება მენტორებს, პროექტის უცვლელი მენტორების სოფო ნიჟარაძის და გიორგი გაბუნიას გარდა, წელს კონკურსანტებს ლელა წურწუმია და სტეფანე მღებრიშვილიც შეაფასებენ.

    გამორჩეული სახეების აღმოსაჩენად ყველა მენტორს საკუთარი წესები აქვს, შესაბამისად ხშირად კამათობენ კიდეც. წამყვანებმა გიორგი გაბუნიას მეტაფორის ღმერთი შეარქვეს. სეზონის სიახლეა რუსკა მაყაშვილის და ვანიკო თარხნიშვილის დუეტიც. ვანიკო თარხნიშვილი "იქს ფაქტორის" წამყვანი წელს პირველად გახდა. მათი დუეტი პროექტს განსაკუთრებულ ხალისს და იუმროს სძენს. აღსანიშნავია, რომ მათი წყვილი, კულისებში კონკურსანტებს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ. კასტინგის შედეგად შერჩეული კონკურსანტები 4 კატეგორიაში გადანაწილდებიან. წლევანდელ სეზონზე გამარჯვებულებმა რთული გზა უნდა გაიარონ, ისინი 4 კატეგორიაში გადანაწილდებიან. "წლევანდელი სეზონი მრავალფეროვანია, ბენდების ჟანრშიც კი... კარგად გვაქვს საქმე, უამრავი ნიჭიერი და მაგარი კონკურსანტი მოვიდა" - განაცხადა პროდუსერმა გიორგი ხაბურზანიამ.

    წაიკითხეთ: მომხიბვლელი კონკურსანტი, რომლის გამოც მენტორებმა სოფო ნიჟარაძეს უსაყვედურეს: "არ ვიცი სოფო ნანობს თუ არა ამას..."

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი