მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები
ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები

გა­სულ კვი­რას ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ავ­ტო­რო­ბით მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ტე­რაქ­ტე­ბის ციკ­ლი გან­ხორ­ცი­ელ­და.

ჯერ იყო რუ­სეთ­ში, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მეტ­რო­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტე­რაქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭა. რუ­სუ­ლი პრე­სის მი­ხედ­ვით, სის­ტე­მას, რო­მე­ლიც თით­ქოს რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, ტე­რო­რის­ტმა გვერ­დი უპ­რობ­ლე­მოდ აუ­ა­რა...

ყირ­გი­ზე­თის მკვიდ­რი, 22 წლის აქ­ბარ­ჯონ ჯა­ლი­ლო­ვი, რო­მელ­მაც 16 წლი­სამ მი­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის აღ­რი­ცხვა­ზე. მის მიერ ზურგჩან­თით შე­ტა­ნი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი პე­ტერ­ბურ­გის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა სის­ტე­მამ, რომ­ლის აღ­ჭურ­ვა­ზე ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ი­ხარ­ჯა, ვერ შე­ამ­ჩნია. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს მეტ­როს შე­სას­ვლე­ლებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის­თვი­საც არ მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა.

"სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტორს ლი­თო­ნის ბურ­თუ­ლე­ბი­თა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით სავ­სე ორი ცე­ცხლსაქ­რო­ბის შე­ტა­ნა­ზე რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნა", - წერს "კო­მერ­სან­ტი".

9 აპ­რილს, ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ეგ­ვიპ­ტე­ში, ორ ად­გი­ლას მო­ა­წყო ტე­რაქ­ტი, - პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ტან­ტა­ში მოხ­და. "მარ გირ­გის"- (წმ. გი­ორ­გი) ქრის­ტი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბელ კოპტ­თა ეკ­ლე­სი­ა­ში თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ეკ­ლე­სი­ის პირ­ველ სარ­თულ­ზე თავი მა­შინ აი­ფეთ­ქა, რო­დე­საც მრევ­ლი შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მსა­ხუ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ორი­ვე აფეთ­ქე­ბას 36 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შავ­და 100-ზე მეტი...

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გან­ცხა­დე­ბით, ეგ­ვიპ­ტის ეკ­ლე­სი­ას­თან აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია ორმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, აბუ ალ-ბარა ალ-მას­რი და აბუ იშაქ ალ-მას­რიმ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს...

ტე­რაქ­ტი მოხ­და, სტოკ­ჰოლმშიც. 7 აპ­რილს, შვე­დე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი გამ­ვლე­ლებს და­ე­ჯა­ხა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლია 15 ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ცე­მა Aftonbladet-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 39 წლის უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, რაჰ­მათ აკი­ლო­ვი, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ერთ-ერთ და­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ ის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­დამ­ჭე­რია. "სი­რი­ა­ში ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი უნდა შე­წყდეს", - იუ­წყე­ბა გა­მო­ცე­მა და და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა თავ­დას­ხმა "სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და­ბომბვის გამო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს".

სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ველ­თა აზ­რით, - თუ პრე­ზი­დენტ ტრამპს სი­რი­ა­ზე ახა­ლი იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა დას­ჭირ­დე­ბა, ის ამას გა­ა­კე­თებს. სი­რი­ა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ძნე­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ასა­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა მშვი­დად და სტა­ბი­ლუ­რად იმუ­შა­ვებს. მი­სი­ვე აზ­რით, რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ასა­დის რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი რექს ტი­ლერ­სო­ნიც, რომ­ლის თქმი­თაც, სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბა, ამე­რი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რო­გორც კი ტე­რო­რის­ტე­ბი­სა­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე შემ­ცირ­დე­ბა, ან აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, აშშ ყუ­რა­დღე­ბას სი­რი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე გა­და­ი­ტანს... ის 12 აპ­რილს მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა და რუ­სეთს მო­უ­წო­დებს, სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ-ასა­დის მხარ­და­ჭე­რა შე­წყვი­ტოს.

ვიდ­რე სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მსოფ­ლიო გა­მო­სა­ვალს ეძებს, ტე­რო­რის­ტე­ბი სა­მოქ­მე­დო არე­ალს იფარ­თო­ე­ბენ; "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის ახალ-ახალ ად­გი­ლებს არ­ჩე­ვენ და რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, აზ­რა­დაც არ მოს­დით, რომ მათი და ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა და მშვი­დო­ბა, გავ­ლე­ნე­ბის­თვის მებ­რძოლ ადა­მი­ა­ნებს ეწი­რე­ბათ...

მა­ინც რა ინ­ტე­რე­სი აქვს რუ­სეთს, თურ­ქეთს, აშშ-ს, ირანს - ამის შე­სა­ხებ, სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ქრო­ნო­ლო­გია ბევრ რა­მეს ამ­ბობს, - ყვე­ლა­ფე­რი 2011 წელს სი­რი­ის ქა­ლაქ დე­რა­ა­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბამ სკო­ლის 15 მოს­წავ­ლის და­კა­ვე­ბა და წა­მე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი კე­დელ­ზე ანტი-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გრა­ფი­ტე­ბის და­ხატ­ვის გამო და­ი­ჭი­რეს...

დე­მონ­სტრა­ცია თა­ვი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, - აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ხალ­ხი­სათ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა, მთავ­რო­ბამ 2011 წლის 18 მარტს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე დღეს კი სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს მგლო­ვი­ა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლი­ლებს კრძა­ლავ­დნენ, რა დრო­საც კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მთავ­რო­ბის პა­სუხ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­დე­ნად აღაშ­ფო­თა, რომ პრო­ტეს­ტმა მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. თუ მა­ნამ­დე დე­მონ­სტრან­ტე­ბი მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ, რო­დე­საც ასად­მა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, მისი გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

პრე­ზი­დენტ ასა­დის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა იმ ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყეს ბრძო­ლა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას უპი­რის­პირ­დე­ბო­და და პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას ითხოვ­და... სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. კონ­ფლიქ­ტი ირა­ნის, რუ­სე­თის, სა­უ­დის არა­ბე­თის და აშშ-ის ჩა­რე­ვამ უფრო მე­ტად გა­ამ­წვა­ვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას სამ­ხედ­რო, ფი­ნან­სურ და პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას ცალ-ცალ­კე უწევ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სი­რია ბრძო­ლის ველი გახ­და.

კი­დევ ერთი, - გარე ძა­ლებს სუ­ნი­ტებ­სა და პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე შიიტ ალა­ვი­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბაც ბრალ­დე­ბო­დათ. ვი­თა­რე­ბა უკონ­ტრო­ლო გა­ხა­და ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბამ, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ძლი­ერ­დე­ბო­და... ამა­სო­ბა­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს აკონ­ტრო­ლებ­და, ამ­ბო­ხე­ბულ­თა ბრი­გა­დებს, ქურთ სამ­ხედ­რო­ებ­სა და სა­ხე­ლი­სუფ­ლო ძა­ლებს ებ­რძო­და... ვი­თა­რე­ბა უფრო მე­ტად ჩა­იხ­ლარ­თა - ასა­დის მხა­რე­სა და ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევ­დათ.

რუ­სეთს სი­რი­ის მი­მართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ინ­ტე­რე­სი აქვს, მათ შო­რის ხმელ­თა­შუა ზღვის სამ­ხედ­რო ბაზა ტარ­ტუს­ზე. რუ­სეთს იქ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან ჰყავს სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა. ეს ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ერ­თა­დერ­თი რუ­სუ­ლი ბა­ზაა... ამას­თან, ამ და სხვა კონ­ფლიქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რუ­სე­თი მე­სიჯს უგ­ზავ­ნის მთელს მსოფ­ლი­ოს, რომ ის ჯერ კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა. ამას­თან, ებ­რძვის იმ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დე­ბენ.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, ირა­ნი, მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს ახარ­ჯავს ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მან სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასო­ბით საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფი გა­ნა­თავ­სა. სი­რი­ის გავ­ლით, ირანს ტვირ­თი ლი­ბან­ში ში­ი­ტურ მოძ­რა­ო­ბა ჰეზ­ბო­ლას­თან მი­აქვს, რო­მე­ლიც სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ათა­სო­ბით მებ­რძოლს აგ­ზავ­ნის. სწო­რედ ამის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის სა­უ­დის არა­ბე­თი, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში თა­ვის მთა­ვარ მე­ტო­ქეს ირანს ებ­რძვის და სი­რი­ელ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­თა და ფი­ნან­სე­ბით ეხ­მა­რე­ბა.

თეთ­რი სახ­ლის პო­ზი­ცია ასე­თია, - ამე­რი­კა ვერ ეგუ­ე­ბა ასა­დის რე­ჟი­მის მიერ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს. ის ამ­ბო­ხე­ბულ­თა ჯგუ­ფებს ია­რა­ღით ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, არა იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც რუ­სე­თი და ირა­ნი, რად­გან ში­შობს, რომ ის ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამე­რი­კამ ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, 2014 წლი­დან არა­ერ­თი ავი­ა­დარ­ტყმა შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა, უშუ­ა­ლოდ სი­რი­ის ავი­ა­ბა­ზა­ზე ავი­ა­ი­ე­რი­ში წელს, აპ­რილ­ში მი­ი­ტა­ნა, მას შემ­დეგ რაც იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ზე ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

იუ­ნი­სე­ფის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს, სი­რი­ა­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი რე­კორ­დუ­ლია, - სა­უ­ბა­რია 650-ზე მეტ მცი­რე­წლო­ვან­ზე. ასო­ბით მო­ზარ­დი კი სხვა­დას­ხვა გან­კურ­ნე­ბად და­ა­ვა­დე­ბებს ემსხვერ­პლა...

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პრო­ცე­სებ­მა ცხად­ყო, რომ სი­რი­ა­ში, სა­დაც მსოფ­ლიო გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა, ვი­თა­რე­ბა დამ­შვი­დე­ბის­კენ კი არა, ყო­ველ­დღი­უ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ მი­დის, რაც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ზე აი­სა­ხე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები

ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები

გასულ კვირას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავტორობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტერაქტების ციკლი განხორციელდა.

ჯერ იყო რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოხდა აფეთქება, რომელსაც ადგილობრივმა პროკურატურამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. რუსული პრესის მიხედვით, სისტემას, რომელიც თითქოს რუსეთში ყველაზე გამართულად მუშაობს, ტერორისტმა გვერდი უპრობლემოდ აუარა...

ყირგიზეთის მკვიდრი, 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი, რომელმაც 16 წლისამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, არ იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების აღრიცხვაზე. მის მიერ ზურგჩანთით შეტანილი ასაფეთქებელი პეტერბურგის მეტროპოლიტენის ანტიტერორისტულმა სისტემამ, რომლის აღჭურვაზე ასეულობით მილიონი რუბლი დაიხარჯა, ვერ შეამჩნია. უსაფრთხოების სამსახურს მეტროს შესასვლელებში დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების მაჩვენებლებისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება.

"სხვა შემთხვევაში, მეტალოდეტექტორს ლითონის ბურთულებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ორი ცეცხლსაქრობის შეტანაზე რეაგირება უნდა მოეხდინა", - წერს "კომერსანტი".

9 აპრილს, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ეგვიპტეში, ორ ადგილას მოაწყო ტერაქტი, - პირველი აფეთქება ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მოხდა. "მარ გირგის"- (წმ. გიორგი) ქრისტიან მართლმადიდებელ კოპტთა ეკლესიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეკლესიის პირველ სართულზე თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მრევლი შენობაში იმყოფებოდა და მსახურება მიმდინარეობდა. ორივე აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი...

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებით, ეგვიპტის ეკლესიასთან აფეთქებების სერია ორმა შეიარაღებულმა პირმა, აბუ ალ-ბარა ალ-მასრი და აბუ იშაქ ალ-მასრიმ განახორციელეს...

ტერაქტი მოხდა, სტოკჰოლმშიც. 7 აპრილს, შვედეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამვლელებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 15 ადამიანი. გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკეთის მოქალაქე, რაჰმათ აკილოვი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაკვეთას ასრულებდა.

გამოცემის თანახმად, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთ დაკითხვაზე განაცხადა და დასძინა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია. "სირიაში ავიაიერიშები უნდა შეწყდეს", - იუწყება გამოცემა და და აღნიშნავს, რომ ტერორისტებმა თავდასხმა "საკუთარი ქვეყნის დაბომბვის გამო განახორციელეს".

სამხედრო მიმომხილველთა აზრით, - თუ პრეზიდენტ ტრამპს სირიაზე ახალი იერიშების მიტანა დასჭირდება, ის ამას გააკეთებს. სირიაში შექმნილი ვითარების მიხედვით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ასადის მონაწილეობით, რომელიმე მთავრობა მშვიდად და სტაბილურად იმუშავებს. მისივე აზრით, რეჟიმის ცვლილება აუცილებელია.

ასადის რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც, რომლის თქმითაც, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება, ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც კი ტერორისტებისაგან მომავალი საფრთხე შემცირდება, ან აღმოიფხვრება, აშშ ყურადღებას სირიის სტაბილიზაციაზე გადაიტანს... ის 12 აპრილს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთს მოუწოდებს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

ვიდრე საგონებელში ჩავარდნილი მსოფლიო გამოსავალს ეძებს, ტერორისტები სამოქმედო არეალს იფართოებენ; "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები თვითმკვლელობისთვის ახალ-ახალ ადგილებს არჩევენ და როგორც დასავლური მედია წერს, აზრადაც არ მოსდით, რომ მათი და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მშვიდობა, გავლენებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეწირებათ...

მაინც რა ინტერესი აქვს რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს, ირანს - ამის შესახებ, სირიის სამოქალაქო ომის ქრონოლოგია ბევრ რამეს ამბობს, - ყველაფერი 2011 წელს სირიის ქალაქ დერააში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ სკოლის 15 მოსწავლის დაკავება და წამება გააპროტესტა. არასრულწლოვნები კედელზე ანტი-სახელმწიფოებრივი გრაფიტების დახატვის გამო დაიჭირეს...

დემონსტრაცია თავიდან მშვიდობიანი იყო, - აქციის მონაწილეები, მხოლოდ მოსწავლეების გათავისუფლებას, დემოკრატიასა და ხალხისათვის თავისუფლების მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა, მთავრობამ 2011 წლის 18 მარტს აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე დღეს კი სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მგლოვიარეებს, რომლებიც გარდაცვლილებს კრძალავდნენ, რა დროსაც კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

მთავრობის პასუხმა მოსახლეობა იმდენად აღაშფოთა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. თუ მანამდე დემონსტრანტები მხოლოდ თავისუფლებასა და დემოკრატიას ითხოვდნენ, თუმცა, შემდეგ, როდესაც ასადმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, მისი გადადგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერებმა იმ ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რომელიც მთავრობას უპირისპირდებოდა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა... სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. კონფლიქტი ირანის, რუსეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის ჩარევამ უფრო მეტად გაამწვავა. ყველა მათგანი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ცალ-ცალკე უწევდა და საბოლოოდ, სირია ბრძოლის ველი გახდა.

კიდევ ერთი, - გარე ძალებს სუნიტებსა და პრეზიდენტის მომხრე შიიტ ალავიტებს შორის დაპირისპირების გაღვივებაც ბრალდებოდათ. ვითარება უკონტროლო გახადა ჯიჰადისტური დაჯგუფებების არსებობამ, რომლებიც ყოველდღიურად ძლიერდებოდა... ამასობაში, ჩამოყალიბდა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდა, ამბოხებულთა ბრიგადებს, ქურთ სამხედროებსა და სახელისუფლო ძალებს ებრძოდა... ვითარება უფრო მეტად ჩაიხლართა - ასადის მხარესა და ამბოხებულებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებლად უწევდათ.

რუსეთს სირიის მიმართ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ინტერესი აქვს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბაზა ტარტუსზე. რუსეთს იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ჰყავს სამხედრო ტექნიკა. ეს ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი რუსული ბაზაა... ამასთან, ამ და სხვა კონფლიქტებში მონაწილეობით, რუსეთი მესიჯს უგზავნის მთელს მსოფლიოს, რომ ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამასთან, ებრძვის იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

დასავლური მედიის მტკიცებით, ირანი, მილიარდობით დოლარს ახარჯავს ასადის ხელისუფლებას. მან სირიის ტერიტორიაზე ასობით საბრძოლო დანაყოფი განათავსა. სირიის გავლით, ირანს ტვირთი ლიბანში შიიტურ მოძრაობა ჰეზბოლასთან მიაქვს, რომელიც სამთავრობო ძალების დასახმარებლად ათასობით მებრძოლს აგზავნის. სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვის საუდის არაბეთი, რომელიც სირიაში თავის მთავარ მეტოქეს ირანს ებრძვის და სირიელ ამბოხებულებს სამხედრო ტექნიკითა და ფინანსებით ეხმარება.

თეთრი სახლის პოზიცია ასეთია,  - ამერიკა ვერ ეგუება ასადის რეჟიმის მიერ უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ის ამბოხებულთა ჯგუფებს იარაღით ეხმარება, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორც რუსეთი და ირანი, რადგან შიშობს, რომ ის ტერორისტების ხელში აღმოჩნდება. ამერიკამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, 2014 წლიდან არაერთი ავიადარტყმა შეასრულა, თუმცა, უშუალოდ სირიის ავიაბაზაზე ავიაიერიში წელს, აპრილში მიიტანა, მას შემდეგ რაც იდლიბის პროვინციაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

იუნისეფის მონაცემებით, 2016 წელს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი რეკორდულია, - საუბარია 650-ზე მეტ მცირეწლოვანზე. ასობით მოზარდი კი სხვადასხვა განკურნებად დაავადებებს ემსხვერპლა...

ბოლოდროინდელმა პროცესებმა ცხადყო, რომ სირიაში, სადაც მსოფლიო გავლენიანი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, ვითარება დამშვიდებისკენ კი არა, ყოველდღიური გაუარესებისკენ მიდის, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაზე აისახება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე