მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები - 19 აფრიკული პინგვინი
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები - 19 აფრიკული პინგვინი

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­ურ პარკს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბრის­ტო­ლის ზო­ო­პარ­კის­გან სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 19 აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნი შე­ე­მა­ტა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი­დან აც­ნო­ბეს, 11 აპ­რილს, სამ­შა­ბათს, 17:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ახა­ლი ბი­ნად­რე­ბის გად­მო­ცე­მის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრე­ბი­ან: ბრის­ტო­ლის დე­ლე­გა­ცია - ბრის­ტოლ-თბი­ლი­სის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე დე­რეკ პი­კა­პი, ბრის­ტო­ლის ზო­ო­პარ­კის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი რი­ჩარდ რო­ლინგსი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯას­ტინ მა­კენ­ზი სმი­ტი და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ნინა ხა­ტის­კა­ცი.

"თბი­ლის­თან დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი ქა­ლაქ ბრის­ტო­ლის ზო­ო­პარ­კმა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის­თვის აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნე­ბის ჩუ­ქე­ბა 2015 წლის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. ახა­ლი ბი­ნად­რე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მხრი­დან მე­გობ­რო­ბის კი­დევ ერთი ჟეს­ტია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს ბრის­ტოლ­სა და თბი­ლისს დაძ­მო­ბი­ლე­ბის 30 წელი უს­რულ­დე­ბათ.

აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ზო­ო­პარ­კის არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ფარ­თოვ­და ძვე­ლი პინგვი­ნა­რი­უ­მი, მო­ე­წყო და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე და ქვი­ში­ა­ნი სა­ნა­პი­რო, გა­კეთ­და ახა­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი და სა­ბუდ­რე­ბი.

აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნე­ბის ჩა­მოს­ვლას მო­უთ­მენ­ლად ელო­და ყვე­ლა. წყალ­დი­დო­ბამ­დე ზო­ო­პარკში გვყავ­და "ლი­ვინგ ქოსთსის" ზო­ო­პარ­კის ნა­ჩუ­ქა­რი პინგვი­ნე­ბი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით. ახლა ისი­ნი კვლავ დაგ­ვიბ­რუნ­დნენ. აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნე­ბი სამ­ხრეთ და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში არი­ან გავ­რცე­ლე­ბულ­ნი, შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს ჰავა სრუ­ლად ესა­და­გე­ბა მათი სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს. აფ­რი­კუ­ლი პინგვი­ნე­ბის მი­ღე­ბა ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რად­გან ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა და სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­შია ჩარ­თუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები - 19 აფრიკული პინგვინი

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები - 19 აფრიკული პინგვინი

თბილისის ზოოლოგიურ პარკს დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის ზოოპარკისგან საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის ზოოპარკიდან აცნობეს, 11 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: ბრისტოლის დელეგაცია - ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

„თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. ახალი ბინადრების გამოგზავნა დაძმობილებული ქალაქის მხრიდან მეგობრობის კიდევ ერთი ჟესტია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ.

აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.

აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. ახლა ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი