საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ
კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ

ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძის მიერ, სა­კუ­თა­რი სახ­ლის სტი­კე­რე­ბით მარ­ტი­ვად და ია­ფად გა­ფორ­მე­ბამ იმ­დე­ნად დიდი მო­წო­ნე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის ბიზ­ნე­სად ქცე­ვა გა­და­წყვი­ტა. შე­დე­გად შე­იქ­მნა "კრე­ა­ტი­უ­ლი სახ­ლი", რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს სახ­ლის დე­კორს სთა­ვა­ზობს. პრო­დუქ­ცია ძი­რი­თა­დად სტი­კე­რე­ბია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში, ოფის­ში, ბარ­ში, სა­ლონ­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, სკო­ლა­ში, ბაღ­ში და ნე­ბის­მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხევ­დით.

"ერთი წე­ლია, კომ­პა­ნია შევ­ქმე­ნი. იდეა წა­მო­ვი­და სა­კუ­თა­რი სახ­ლის გა­ფორ­მე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტი­დან გა­მო­ვი­წე­რე სტი­კე­რე­ბი და შე­ვუ­დე­ქი სა­კუ­თა­რი სახ­ლის გა­ლა­მა­ზე­ბას. ყო­ველ­გვა­რი რე­მონ­ტი­სა და დიდი ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე ვცა­დე, გა­მო­ვი­დო­და თუ არა. შე­დე­გი სა­ო­ცა­რი აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ საც­დე­ლად Facebook-გვერ­დი შევ­ქმე­ნი და მსგავ­სი პრო­დუქ­ცია ხალ­ხსაც შევ­თა­ვა­ზე. და­ინ­ტე­რე­სე­ბა დიდი აღ­მოჩ­ნდა. მარ­ტი­ვად და კრე­ა­ტი­უ­ლად სახ­ლის გა­და­წყვე­ტა ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი და ად­ვი­ლი ყო­ფი­ლა," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პრო­ფე­სი­ით თარ­ჯი­მა­ნი ეკა­ტე­რი­ნე სა­ნი­კი­ძე.

პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც "კრე­ა­ტი­უ­ლი სახ­ლი" მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს, არის ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი, მარ­ტი­ვი და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. გა­რე­მო­ში, სა­დაც ყვე­ლა შე­ღე­ბილ კედ­ლებ­სა და შპა­ლი­ერ­საა მიჩ­ვე­უ­ლი, შე­თა­ვა­ზე­ბამ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მო­ა­ხერ­ხა. სტი­კე­რე­ბის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მისი აძ­რო­ბი­სას არ ზი­ან­დე­ბა ზე­და­პი­რი და ინ­ტე­რი­ე­რის სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნით პე­რი­ო­დუ­ლად ცვლა მარ­ტი­ვია.

"სტარ­ტა­პის შექ­მნა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არ ვი­ცო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­იხ­ლეს რო­გორ მი­ი­ღებ­და. "თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რის" შე­სა­ხებ გა­გე­ბის­თა­ნა­ვე, და­ვინ­ტე­რეს­დი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს იყო ის, რაც კომ­პა­ნი­ას მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. პრო­ექ­ტი უბ­რა­ლოდ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას კი არ გვთა­ვა­ზობს, არა­მედ პი­არს, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და დამ­წყე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის ცნო­ბა­დო­ბის ზრდას. ასე­ვე, ვეს­წრე­ბით ტრე­ნინ­გებს და ვი­ღებთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს, რაც გა­მო­უც­დე­ლი სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე.

ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სტარ­ტა­პე­ბის შექ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან რაც მეტი სტარ­ტა­პე­რი იქ­ნე­ბა ბა­ზარ­ზე მეტი ორი­გი­ნა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რი იდე­ით, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა, ახალ­გაზ­რდებს ახა­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი წა­მო­წყე­ბე­ბის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდე­ბათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა არა მხო­ლოდ თა­ვად სტარ­ტა­პე­რებ­ზე, არა­მედ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზეც.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ედ­ვე­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ

კრეატიული სახლი - სტარტაპი, რომელიც სახლის ორიგინალურად გაფორმებაში დაგეხმარებათ

ეკატერინე სანიკიძის მიერ, საკუთარი სახლის სტიკერებით მარტივად და იაფად გაფორმებამ იმდენად დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა სოციალურ ქსელში, რომ ახალგაზრდა გოგონამ ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა. შედეგად შეიქმნა "კრეატიული სახლი", რომელიც მომხმარებლებს სახლის დეკორს სთავაზობს. პროდუქცია ძირითადად სტიკერებია, რომლის გამოყენებაც შეიძლება სახლში, ოფისში, ბარში, სალონში, მაღაზიაში, სკოლაში, ბაღში და ნებისმიერ დაწესებულებაში მისი კონცეფციის მიხევდით.

"ერთი წელია, კომპანია შევქმენი. იდეა წამოვიდა საკუთარი სახლის გაფორმებიდან, სხვადასხვა საიტიდან გამოვიწერე სტიკერები და შევუდექი საკუთარი სახლის გალამაზებას. ყოველგვარი რემონტისა და დიდი ფინანსების გარეშე ვცადე, გამოვიდოდა თუ არა. შედეგი საოცარი აღმოჩნდა. შემდეგ საცდელად Facebook-გვერდი შევქმენი და მსგავსი პროდუქცია ხალხსაც შევთავაზე. დაინტერესება დიდი აღმოჩნდა. მარტივად და კრეატიულად სახლის გადაწყვეტა ძალიან ორიგინალური და ადვილი ყოფილა," - განმარტავს სტარტაპის დამფუძნებელი, პროფესიით თარჯიმანი ეკატერინე სანიკიძე.

პროდუქცია, რომელსაც "კრეატიული სახლი" მომხმარებელს სთავაზობს, არის ახალი, ორიგინალური, მარტივი და რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომი. გარემოში, სადაც ყველა შეღებილ კედლებსა და შპალიერსაა მიჩვეული, შეთავაზებამ დიდი პოპულარობის მოპოვება მოკლე პერიოდში მოახერხა. სტიკერების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი აძრობისას არ ზიანდება ზედაპირი და ინტერიერის სხვადასხვა დიზაინით პერიოდულად ცვლა მარტივია.

"სტარტაპის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არ ვიცოდი საზოგადოება ამ საიხლეს როგორ მიიღებდა. "თიბისი სტარტაპერის" შესახებ გაგებისთანავე, დავინტერესდი მასში მონაწილეობით. ეს იყო ის, რაც კომპანიას მოცემულ მომენტში ძალიან სჭირდებოდა. პროექტი უბრალოდ ფინანსურ მხარდაჭერას კი არ გვთავაზობს, არამედ პიარს, პოპულარიზაციას და დამწყები კომპანიების ცნობადობის ზრდას. ასევე, ვესწრებით ტრენინგებს და ვიღებთ ძალიან საინტერესო რჩევებს, რაც გამოუცდელი სტარტაპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ეკატერინე.

ახალგაზრდა სტარტაპერი აღნიშნავს, რომ სტარტაპების შექმნა და განვითარება ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი სტარტაპერი იქნება ბაზარზე მეტი ორიგინალური და უნიკალური იდეით, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ახალგაზრდებს ახალი და ინოვაციური წამოწყებების კეთების სურვილი და მოტივაცია გაუჩნდებათ. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება არა მხოლოდ თავად სტარტაპერებზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი