პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათია, ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონოდა ვინმეს..."
"ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათია, ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონოდა ვინმეს..."

"ძა­ლი­ან მძი­მეა იმ ადა­მი­ან­თან გან­შო­რე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბით რომ ვალ­ში ხარ. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის, ჩემო ძია გივი. ძია პაპა... გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა ზე­ცი­ურ ქარ­თულ თე­ატრს. ვნე­ბის კვი­რა­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში ხვდე­ბი­ა­ნო... ღმერ­თმა ნა­თელ­ში გამ­ყო­ფოს ჩემო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნო" - ასე ემ­შვი­დო­ბე­ბა უფ­როს მე­გო­ბარს რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ისი­ნი სის­ხლის ნა­თე­სა­ვე­ბი არ ყო­ფი­ლან, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბამ ერ­თმა­ნეთს ისე და­ა­კავ­ში­რა, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ლა­მის ოჯა­ხის წევ­რი­სას ჰგავ­და, ამი­ტომ, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელს დიდ მსა­ხი­ობ­ზე სა­უ­ბა­რი, აწ უკვე წარ­სულ­ში ძა­ლი­ან უჭირს და არც კი იცის, სა­ი­დან და­ი­წყოს, რად­გა­ნაც ბევ­რი გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი ჰქონ­დათ...

- ბა­ტო­ნო დიმა, ნუთუ ისე­თი მძი­მე დი­აგ­ნო­ზი ჰქონ­და, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა?

- ეჭვი მაქვს, რომ მა­ნამ­დე ფეხ­ზე გა­და­ი­ტა­ნა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა... სა­ოც­რად ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, - 3 აპ­რილს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ლე­ვან წუ­ლა­ძის "ბა­კუ­ლას ღო­რე­ბის" პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, რო­მელ­შიც ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი (მისი შვი­ლი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 1-ელში "იბე­რი­ა­ში" ჩემ­ზე მომ­ზა­დე­ბულ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და (სამ­წუ­ხა­როდ, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბოლო გა­და­ცე­მა აღ­მოჩ­ნდა)... 5 აპ­რილს სი­ცხე მის­ცა, რო­გორც ჩანს, გა­ცივ­და, თუმ­ცა გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი ემ­ჩნე­ო­და და ყუ­რა­დღე­ბა დი­დად არ მი­უქ­ცე­ვია, თან, ალ­ბათ არც უნ­დო­და, სი­ტუ­ა­ცია ზედ­მე­ტად გა­ემ­წვა­ვე­ბი­ნა. მაგ­რამ ეტყო­ბა, შიგ­ნით პრო­ცე­სი მი­დი­ო­და და 6-ში უკვე ტემ­პე­რა­ტუ­რამ მო­ი­მა­ტა, სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­ირ­კვა, რომ კლი­ნი­კა­ში იყო გა­და­საყ­ვა­ნი, მაგ­რამ უთხრა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებრვი პი­რა­დი ექი­მი ჰყავ­და, რო­მელ­საც მე­ო­რე დი­ლით მი­ა­კი­თხავ­და და სას­წრა­ფოს ხელ­წე­რი­ლი და­უ­დო, რომ არ მიჰ­ყვე­ბო­და. მე­ო­რე დღეს მარ­თლაც მი­ვი­და ექიმ­თან, არ და­უგ­ვი­ა­ნია, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. სი­ტუ­ა­ცია სა­ა­თე­ბით, თან­და­თან დამ­ძიმ­და. რო­გორც ჩანს, რა­ღაც ტი­პის ვირუ­სი იყო... ხომ ვამ­ბობ, საკ­მა­ოდ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ... პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვი­სი ფე­ხით მი­სუ­ლი დღეს იქი­დან სახ­ლში მი­ას­ვე­ნეს... ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი...

- რო­გორც ვიცი, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­ზე და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე წიგ­ნი გაქვთ და­წე­რი­ლი...

- პრაქ­ტი­კუ­ლად, მის ხელ­ში ვარ გაზ­რდი­ლი, ერთ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დით, პა­ტა­რა გიო ბე­რი­კაშ­ვი­ლის ნათ­ლია ვარ, წვერ­ში (აგა­რაკ­ზე) გვერ­დი-გვერდ მე­ზობ­ლე­ბი გახ­ლდით, ზუ­რი­კო (ვაჟი) ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ბა­ტო­ნი გივი, როცა ვარ­ტის­ტობ­დი, ჩემი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი იყო სცე­ნა­ზე, შემ­დეგ კი უკვე ჩემს 2 სპექ­ტაკლშიც ითა­მა­შა. მას­ზე წიგ­ნიც დავ­წე­რე... რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო, არც ვიცი...

ის იყო ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი! ხალ­ხის სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 65 წლის რომ გახ­და, მას­თან ერ­თად, 20 წლის წინ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­მო­ვი­ა­რე, რე­გი­ო­ნებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და. 50-მდე შეხ­ვედ­რა ჩა­ვა­ტა­რეთ, არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია არც ერთი რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი, რომ არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ ეპყრო­ბო­და ხალ­ხი, ეს ისე­თი სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო, რომ ვერც გად­მოგ­ცემთ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­ნი­ა­ნია, ოჯა­ხის წევ­რი­ვით გყავს, ხე­დავ, რომ შენ არ გე­კუთ­ვნის და ყვე­ლა­სია, - ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და შეგ­რძნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

ხში­რად უთ­ქვამთ კი­დეც, ყო­ფი­ლან გა­ცი­ლე­ბით დიდი არ­ტის­ტე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რომ ხალ­ხის ამ ტი­პის სიყ­ვა­რუ­ლი ჰქო­ნო­და ვინ­მეს. ამას მე ჩე­მე­ბუ­რად ვხსნი­დი - ბა­ტო­ნი გივი არა­სო­დეს კეკ­ლუ­ცობ­და, ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და თავ­მდა­ბა­ლი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი, მის რო­ლებ­ში სა­კუ­თარ თავს ხე­დავ­დნენ. იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მის შექ­მნილ სა­ხე­ებ­ში არ იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, ჩი­ნოს­ნე­ბი... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბობ­დნენ და პრო­ტო­ტი­პე­ბად ხალ­ხის მა­სა­ში იყ­ვნენ, რო­მელ­შიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა...

და­უ­ვი­წყა­რია მისი მი­ტუა "ექვს ში­ნა­ბე­რა­სა და ერთ მა­მა­კაც­ში", - ბა­ტონ თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად, ამ სპექ­ტაკ­ლის აღ­დგე­ნა­ზეც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ, რად­გა­ნაც მისი რე­ჟი­სო­რი ბა­ტო­ნი იურა კა­კუ­ლია უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. იგი­ვე ით­ქმის ალექ­სან­დრე ჩინ­ჩა­ხელ­ზე, სპექ­ტაკ­ლი­დან "ეზო­ში ავი ძაღ­ლია", ასე­ვე ტიგ­რან გუ­ლო­ი­ან­ზე "საბ­რალ­დე­ბო დას­კვნი­დან", რე­ცი­დი­ვისტს, მკვლელს, ბა­ტონ­მა გი­ვიმ სხვა ხიბ­ლი შეს­ძი­ნა; იმ ქურ­დსაც კი აყ­ვა­რებ­და მა­ყუ­რე­ბელს, მის და­დე­ბით მხა­რეს უჩ­ვე­ნებ­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი იყო "შთა­მო­მავ­ლო­ბა", სა­დაც ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას, ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, პრე­მი­ე­რა­ზე მო­უ­წია შე­ვარ­დნამ, რად­გა­ნაც ბონ­დო ლან­ჩა­ვას როლს ვინც თა­მა­შობ­და, მსა­ხი­ო­ბი შოთა გა­ბე­ლა­ია სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა...

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ორ სპექ­ტაკლს, რო­მელ­ზეც ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, ლე­ვან წუ­ლა­ძე­სან ერ­თად, იყო "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი", ბა­ტო­ნი გივი ლელთ ღუ­ნია გახ­ლდათ (თე­მურ ჩხე­ი­ძის წინა სპექ­ტაკლშიც ეს როლი ჰქონ­და, ჩვენ ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სია გა­ვა­კე­თეთ) და ბოლო როლი იყო სე­ნი­ორ ბალ­ბოა, კა­სო­ნას "ეუ­ხე­ნა ბალ­ბო­ა­ში", სა­დაც თა­მარ სხირტლა­ძე და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პარტნი­ო­რო­ბას უწევ­დნენ.

თუმ­ცა, ერთი რა­მეც არის, რაც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ვი­ნიშ­ნე, სულ რა­ღაც აქ­ტი­ვო­ბე­ბი მინ­დო­და და სა­ა­ხალ­წლო წარ­მოდ­გე­ნა­ში, შარ­შან, ბა­ტო­ნი გივი მო­ვიწ­ვიე. თე­ატ­რა­ლურ სცე­ნა­ზე ის ჩვე­ნი თოვ­ლის პაპა იყო, ჩვე­ნი მეკვლე და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში 50 სა­ა­ხალ­წლო წარ­მოდ­გე­ნა ითა­მა­შა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ პა­ტა­რებ­თან და­ას­რუ­ლა თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა (ბავ­შვე­ბი) აღ­მოჩ­ნდა მისი ბოლო მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვინც ის სცე­ნა­ზე იხი­ლა...

ეს დღე­ე­ბი კი­დევ მე­ტად გა­მო­ა­ჩენს, თუ რო­გორ უყ­ვარ­და ის ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს. სხვა­თა შო­რის, ის არის ერ­თა­დერ­თი მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა არის მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ კო­ლაგ­ში. მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე, ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალს, კა­ხეთ­ში მისი სა­ხე­ლი ეწო­და...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ჩემი ვარ­სკვლა­ვი ცა­შიც არის და დე­და­მი­წა­ზეც..." - გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი მა­მა­ზე, ბავ­შვო­ბა­ზე, თე­ატრზე და ლე­გენ­დად ქცე­ულ მსა­ხი­ო­ბებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათია, ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონოდა ვინმეს..."

"ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათია, ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონოდა ვინმეს..."

"ძალიან მძიმეა იმ ადამიანთან განშორება, მთელი ცხოვრებით რომ ვალში ხარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ჩემო ძია გივი. ძია პაპა... გივი ბერიკაშვილი შეუერთდა ზეციურ ქართულ თეატრს. ვნების კვირაში გარდაცვლილები სამოთხეში ხვდებიანო... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ძვირფასო ადამიანო" - ასე ემშვიდობება უფროს მეგობარს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მართალია, ისინი სისხლის ნათესავები არ ყოფილან, თუმცა ცხოვრებამ ერთმანეთს ისე დააკავშირა, რომ მათი ურთიერთობა ლამის ოჯახის წევრისას ჰგავდა, ამიტომ, მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს დიდ მსახიობზე საუბარი, აწ უკვე წარსულში ძალიან უჭირს და არც კი იცის, საიდან დაიწყოს, რადგანაც ბევრი გადაკვეთის წერტილი ჰქონდათ...

- ბატონო დიმა, ნუთუ ისეთი მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა?

- ეჭვი მაქვს, რომ მანამდე ფეხზე გადაიტანა ფილტვების ანთება... საოცრად ენერგიული ადამიანი იყო, - 3 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, ლევან წულაძის "ბაკულას ღორების" პრემიერას დაესწრო, რომელშიც ზურა ბერიკაშვილი (მისი შვილი) მონაწილეობდა, 1-ელში "იბერიაში" ჩემზე მომზადებულ გადაცემაში მონაწილეობდა (სამწუხაროდ, მისი მონაწილეობით ბოლო გადაცემა აღმოჩნდა)... 5 აპრილს სიცხე მისცა, როგორც ჩანს, გაცივდა, თუმცა გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა და ყურადღება დიდად არ მიუქცევია, თან, ალბათ არც უნდოდა, სიტუაცია ზედმეტად გაემწვავებინა. მაგრამ ეტყობა, შიგნით პროცესი მიდიოდა და 6-ში უკვე ტემპერატურამ მოიმატა, სასწრაფოც გამოიძახეს, გაირკვა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი, მაგრამ უთხრა, რომ არაჩვეულებრვი პირადი ექიმი ჰყავდა, რომელსაც მეორე დილით მიაკითხავდა და სასწრაფოს ხელწერილი დაუდო, რომ არ მიჰყვებოდა. მეორე დღეს მართლაც მივიდა ექიმთან, არ დაუგვიანია, ორმხრივი პნევმონია და ჟანგბადის უკმარისობა აღმოაჩნდა. სიტუაცია საათებით, თანდათან დამძიმდა. როგორც ჩანს, რაღაც ტიპის ვირუსი იყო... ხომ ვამბობ, საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ... პრაქტიკულად, საავადმყოფოში თავისი ფეხით მისული დღეს იქიდან სახლში მიასვენეს... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი...

- როგორც ვიცი, გივი ბერიკაშვილზე და მის შემოქმედებაზე წიგნი გაქვთ დაწერილი...

- პრაქტიკულად, მის ხელში ვარ გაზრდილი, ერთ ეზოში ვცხოვრობდით, პატარა გიო ბერიკაშვილის ნათლია ვარ, წვერში (აგარაკზე) გვერდი-გვერდ მეზობლები გახლდით, ზურიკო (ვაჟი) ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბატონი გივი, როცა ვარტისტობდი, ჩემი პირველი პარტნიორი იყო სცენაზე, შემდეგ კი უკვე ჩემს 2 სპექტაკლშიც ითამაშა. მასზე წიგნიც დავწერე... რომელი ერთი გავიხსენო, არც ვიცი...

ის იყო ნამდვილი ვარსკვლავი! ხალხის საოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა. 65 წლის რომ გახდა, მასთან ერთად, 20 წლის წინ, მთელი საქართველო შემოვიარე, რეგიონებში შემოქმედებითი შეხვედრები გვქონდა. 50-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, არ დაგვიტოვებია არც ერთი რაიონული ცენტრი, რომ არ ჩავსულიყავით. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეპყრობოდა ხალხი, ეს ისეთი საოცარი შეგრძნება იყო, რომ ვერც გადმოგცემთ. ადამიანი, რომელიც შენიანია, ოჯახის წევრივით გყავს, ხედავ, რომ შენ არ გეკუთვნის და ყველასია, - ამის გაცნობიერება და შეგრძნება მნიშვნელოვანი იყო.

ხშირად უთქვამთ კიდეც, ყოფილან გაცილებით დიდი არტისტები, მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ხალხის ამ ტიპის სიყვარული ჰქონოდა ვინმეს. ამას მე ჩემებურად ვხსნიდი - ბატონი გივი არასოდეს კეკლუცობდა, ძალიან უბრალო და თავმდაბალი იყო. ადამიანები, მის როლებში საკუთარ თავს ხედავდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მის შექმნილ სახეებში არ იყვნენ მეფეები, ჩინოსნები... ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ჭარბობდნენ და პროტოტიპებად ხალხის მასაში იყვნენ, რომელშიც დიდი სიყვარული დაიმსახურა...

დაუვიწყარია მისი მიტუა "ექვს შინაბერასა და ერთ მამაკაცში", - ბატონ თემურ ჩხეიძესთან ერთად, ამ სპექტაკლის აღდგენაზეც მომიწია მუშაობამ, რადგანაც მისი რეჟისორი ბატონი იურა კაკულია უკვე გარდაცვლილი იყო. იგივე ითქმის ალექსანდრე ჩინჩახელზე, სპექტაკლიდან "ეზოში ავი ძაღლია", ასევე ტიგრან გულოიანზე "საბრალდებო დასკვნიდან", რეციდივისტს, მკვლელს, ბატონმა გივიმ სხვა ხიბლი შესძინა; იმ ქურდსაც კი აყვარებდა მაყურებელს, მის დადებით მხარეს უჩვენებდა. შესანიშნავი სპექტაკლი იყო "შთამომავლობა", სადაც ვერიკო ანჯაფარიძეს უწევდა პარტნიორობას, ამ წარმოდგენაში პრაქტიკულად, პრემიერაზე მოუწია შევარდნამ, რადგანაც ბონდო ლანჩავას როლს ვინც თამაშობდა, მსახიობი შოთა გაბელაია სრულიად მოულოდნელად, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...

რაც შეეხება იმ ორ სპექტაკლს, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ, ლევან წულაძესან ერთად, იყო "მგზავრის წერილები", ბატონი გივი ლელთ ღუნია გახლდათ (თემურ ჩხეიძის წინა სპექტაკლშიც ეს როლი ჰქონდა, ჩვენ ახლებური ვერსია გავაკეთეთ) და ბოლო როლი იყო სენიორ ბალბოა, კასონას "ეუხენა ბალბოაში", სადაც თამარ სხირტლაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ, ერთმანეთს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევდნენ.

თუმცა, ერთი რამეც არის, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე, სულ რაღაც აქტივობები მინდოდა და საახალწლო წარმოდგენაში, შარშან, ბატონი გივი მოვიწვიე. თეატრალურ სცენაზე ის ჩვენი თოვლის პაპა იყო, ჩვენი მეკვლე და მოზარდ მაყურებელთა თეატრში 50 საახალწლო წარმოდგენა ითამაშა. პრაქტიკულად, ამ პატარებთან დაასრულა თავის შემოქმედებითი ცხოვრება. მომავალი თაობა (ბავშვები) აღმოჩნდა მისი ბოლო მაყურებელი, ვინც ის სცენაზე იხილა...

ეს დღეები კიდევ მეტად გამოაჩენს, თუ როგორ უყვარდა ის ქართველ მაყურებელს. სხვათა შორის, ის არის ერთადერთი მსახიობი, რომლის სახელობის ქუჩა არის მის მშობლიურ სოფელ კოლაგში. მის სიცოცხლეშივე, ცენტრალურ მაგისტრალს, კახეთში მისი სახელი ეწოდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ჩემი ვარსკვლავი ცაშიც არის და დედამიწაზეც..." - გივი ბერიკაშვილის მოგონებები მამაზე, ბავშვობაზე, თეატრზე და ლეგენდად ქცეულ მსახიობებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი