საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"
როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"

ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და "სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის" სა­ხე­ლის "სამ­ხრეთ ოსე­თი - სა­ხელ­მწი­ფო ალა­ნი­ად" შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე "რე­ფე­რენ­დუ­მი" ტარ­დე­ბა.

ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სამი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს: "მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი" ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ად­გი­ლობ­რი­ვი "კა-გე-ბე"-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ალან გაგ­ლო­ე­ვი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბად ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ით­ვლე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფე­რენ­დუმს გმობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­რეო უწყე­ბა სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ე­რი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი ან რე­ფე­რენ­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არის უკა­ნო­ნო და რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს არ წარ­მო­შობს.

"რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის ეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა უხე­შად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და წარ­მო­ად­გენს ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის არა­ერ­თი ტალ­ღის შე­დე­გე­ბის, სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მო­რიგ მცდე­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტის მსგავ­სი სა­ხე­ლის - "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა - ალა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო" - დარ­ქმე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს რე­გი­ო­ნის უკა­ნო­ნო ანექ­სი­ი­სათ­ვის სა­ფუძ­ვე­ლის მომ­ზა­დე­ბას. ეს გან­ზრახ­ვა მკა­ფი­ოდ წარ­მო­ჩინ­და ახ­ლა­ხანს ხელ­მო­წე­რი­ლი ე.წ. შე­თან­ხმე­ბი­თაც, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აფერ­ხებს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში და ხელს უშ­ლის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზე­ბით გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნას", - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მი­მარ­თავს, სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცეს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ მიმ­დი­ნა­რე ე.წ. არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფე­რენ­დუმს. უწყე­ბა მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს და გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფე­რენ­დუმს გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი:

"კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი ან რე­ფე­რენ­დუ­მი არის უკა­ნო­ნო და არ წარ­მო­შობს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს. ამას ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი, რო­მელ­საც უპი­რო­ბოდ იცავს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ და ცალ­კე­ულ­მა ქვეყ­ნებ­მა უკვე გა­მოთ­ქვეს მკა­ფიო პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ და კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი არი­ან და ცალ­სა­ხად გმო­ბენ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ მიმ­დი­ნა­რე ე.წ. არ­ჩევ­ნებ­სა და რე­ფე­რენ­დუმს.

სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი რე­გი­ო­ნის­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტის მსგავ­სი სა­ხელ­წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც რე­გი­ო­ნის უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის­თვის სა­ფუძ­ვლის მომ­ზა­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აფერ­ხებს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ ძა­ლის­ხმე­ვას და ხელს უშ­ლის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზე­ბით გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნას.

მე მჯე­რა, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი, გა­მოვ­ნა­ხავთ ერ­თმა­ნე­თის­კენ სა­ვალ გზებს და მო­ვე­რე­ვით ის­ტო­რი­უ­ლად არარ­სე­ბულ გა­უ­ცხო­ე­ბას, ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობ­ლოს, სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფოს - სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ე.წ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმარ­თე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი და ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის სა­ხე­ლის ცვლი­ლე­ბის მო­თხოვ­ნით.

"ეს ქმე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და უხე­შად არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ძი­რე­ულ პრინ­ცი­პებს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის შე­დე­გად გა­მო­დევ­ნილ იქნა მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი და სა­დაც რე­ა­ლურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს უცხო ქვეყ­ნის სა­ო­კუ­პა­ციო ძალა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­სა­უბ­როთ მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის ან ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის რა­ი­მე ფორ­მის შე­სა­ხებ.

ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი სხვა არა­ფე­რია, თუ არა მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის რე­ჟი­მის აშ­კა­რა ანექ­სი­ა­ში გარ­და­სახ­ვა იგი­ვე სცე­ნა­რით, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 2014 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ყი­რიმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს უხეშ ზე­წო­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მიზ­ნად ისა­ხავს ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ ეს­კა­ლა­ცი­ას შავი ზღვი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

მივ­მარ­თავ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მტკი­ცე პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ზღვრე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის მო­რი­გი მცდე­ლო­ბი­სა და რუ­სე­თის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მართ.

"ყი­რი­მის პრე­ცე­დენ­ტის" დამ­კვიდ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში საფრ­თხეს შე­უქ­მნის არამ­ხო­ლოდ საქრთვე­ლოს ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას, არა­მედ იმ უნი­ვერ­სა­ლუ­რი და ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, რა­საც ეფუძ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ამ აქ­ტი­ვო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ხალ­ხის ნე­ბას­თან. "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა - ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი და რე­ფე­რენ­დუ­მი, ვერც პრო­ცე­სი და ვერც შე­დე­გი, ვერ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლი, არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და ცხა­დია, არ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან.

ამავდრო­უ­ლად, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამ აქ­ტი­ვო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ხალ­ხის ნე­ბას­თან და ვერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მად იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მავ­თულხლარ­თე­ბით იზო­ლი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­მო­დევ­ნი­ლი ან გა­დახ­ვე­წი­ლია, ად­გილ­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი კი უხე­შად ირ­ღვე­ვა. ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იყოს მხო­ლოდ, რო­გორც მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­ის თე­მით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან ამ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბა უკვე გა­კეთ­და და დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, კვლა­ვაც გა­კეთ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ფორ­მატ­სა და პლატ­ფორ­მას იყე­ნებს პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის, რათა არ და­ვუშ­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­რი­გი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის თქმით კი, ცი­ნი­კუ­რია, რომ სწო­რედ დღეს, 9 აპ­რილს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმარ­თე­ბა ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი და რე­ფე­რენ­დუ­მი. მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც აღი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მათ შო­რის აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა გა­ი­გოს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­ე­გუ­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას და მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვას.

"ცი­ნი­კუ­რია, რომ დღეს 9 აპ­რილს იმარ­თე­ბა ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი და რე­ფერნ­დუ­მი, რო­მელ­საც ატა­რებს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­დევ­ნი­ლი არი­ან ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი­დან. ეს არის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის დარ­ღვე­ვა. მას არ აღი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა გა­ი­გოს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­ე­გუ­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვას და ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად მი­ვაღ­წევთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ აგოს პა­სუ­ხი იმ დარ­ღვე­ვე­ბი­სა და აგ­რე­სი­ის­თვის, რო­მელ­საც აკე­თებს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"

როგორ აფასებს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რეფერენდუმს"

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის "სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად" შეცვლის თაობაზე "რეფერენდუმი" ტარდება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: "მოქმედი პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი. აღსანიშნავია, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი ითვლებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო" - დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს. უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი:

"კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას. სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს - საქართველოს მშენებლობისთვის", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

განცხადებით გამოეხმაურა ე.წ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისათვის სახელის ცვლილების მოთხოვნით.

"ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ.

"ყირიმის პრეცედენტის" დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან. "საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ცალსახაა - ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი, არის არალეგიტიმური და ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან და ვერ იქნება განხილული რეფერენდუმად იმ ვითარებაში, როდესაც მავთულხლართებით იზოლირებული რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი ან გადახვეწილია, ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები კი უხეშად ირღვევა. ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია და პოლიტიკური მანიპულაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის თემით.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გაკეთდა და დარწმუნებულნი ვართ, კვლავაც გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას იყენებს პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით მორიგი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით კი, ცინიკურია, რომ სწორედ დღეს, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი. მინისტრის შეფასებით, ე.წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის აშშ და ევროკავშირი. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მისი სუვერენიტეტის შელახვას.

"ცინიკურია, რომ დღეს 9 აპრილს იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერნდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც გამოდევნილი არიან ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ აგოს პასუხი იმ დარღვევებისა და აგრესიისთვის, რომელსაც აკეთებს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."