პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე
როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე

წამი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მთლი­ა­ნი ეპო­ქა და­ი­ტია... გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ იქცა... ფოტო, რო­მე­ლიც არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა... იური მე­ჩი­თო­ვის მიერ გა­და­ღე­ბულ, 1989 წლის 9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­ულ ფო­ტო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით ხელ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ლა­მა­ზი და იდუ­მა­ლი გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბა, წლე­ბია გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ჯგუფ­მა იცო­და.

ბევ­რს ის და­ღუ­პუ­ლი ეგო­ნა. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის გო­გო­ნა ცო­ცხა­ლია და ისე­ვე რო­გორც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უკვე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. 25 წლის შემ­დეგ, მან ჟურ­ნა­ლის­ტთან პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა: - "იტა­ლი­ა­ში კი არ ვცხოვ­რობ, არა­მედ არც კი ვარ­სე­ბობ". მაგ­რამ ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი რეს­პონ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. მან იტა­ლი­ა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა და 4 წლის წინ, ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ოჯა­ხი შექ­მნა. მარი (ნანა) მა­ხა­რა­ძე და მარ­კო სბ­რა­ჯი იტა­ლი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და ულა­მა­ზეს ქა­ლაქ არე­ცო­ში ცხოვ­რო­ბენ...

ვიდ­რე მა­რის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ვკი­თხავ­დი, გა­დავ­წყვი­ტე, "გო­გო­ნა ფო­ტო­დან" თქვენ­თვის უფრო ახ­ლოს გა­მეც­ნო:

- 1970 წლის 1-ლ თე­ბერ­ვალს ჩაქვში და­ვი­ბა­დე და სკო­ლაც იქვე და­ვამ­თავ­რე. დედ-მამა ბი­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ, მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. დედა მარ­ტვი­ლი­და­ნაა, ამი­ტომ ბავ­შვო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სკო­ლა­ში და შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, გა­დავ­წყვი­ტე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მამა სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი გახ­ლდათ. გა­მო­მი­ცხა­და, რომ თე­ატ­რა­ლურ­ზე სწავ­ლა წე­სი­ე­რი ოჯა­ხის გო­გოს საქ­მე არ იყო. 1987 წელს ჩა­ვა­ბა­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოც­ნე­ბა ვერ ავის­რუ­ლე, მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბით მე­ცხოვ­რა. დავ­დი­ო­დი როკ და პან­კჯ­გუ­ფე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე, მეც­ვა ძა­ლი­ან არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად და თით­ქმის არც კი ვგავ­დი იმ "ქარ­თველ გო­გო­ნას", რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი.

- მარი, რო­გორ მოხ­ვდი იური მე­ჩი­თო­ვის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში?

- არას­დროს მქო­ნია გან­ცდა, რომ გო­გო­ნა ფო­ტო­ზე მე ვარ და ის მე მე­კუთ­ვნის. ადა­მი­ა­ნებ­მა მას­ში და­ი­ნა­ხეს ის ტკი­ვი­ლი და გა­მარ­ჯვე­ბის წყურ­ვი­ლი, რი­თაც იმ­ჟა­მად ჰა­ე­რიც სავ­სე იყო... ხალ­ხმა ის აი­ტა­ცა რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო-ხატი. ცოტა უხერ­ხუ­ლა­დაც კი ვგრძნობ­დი თავს, მარ­თა­ლია სა­ხე­ლი და გვა­რი არ იცოდ­ნენ, მაგ­რამ სა­ხე­ზე მცნობ­დნენ. რად­გან ეს ფოტო პლა­კა­ტის სა­ხი­თაც ძა­ლი­ან დიდი ტი­რა­ჟით და­ი­ბეჭ­და, რო­მელ­საც ჰქონ­და წარ­წე­რა - "ორ­თავ თვა­ლის სი­ნათ­ლევ, რა­ზედ მო­გი­წყე­ნია, აწ­მყო თუ არა გვწყა­ლობს, მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია". ქა­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, ტი­როდ­ნენ, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ, უხა­რო­დათ ცო­ცხალს რომ მხე­დავ­დნენ.

იუ­რის­ტე­ბი და სხვე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფოტო იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი და იმ­დენ კონ­კურ­სში იყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, უფ­ლე­ბა მქონ­და, ჰო­ნო­რა­რის სა­ხით თან­ხა მო­მე­თხო­ვა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ემიგ­რან­ტი ვი­ყა­ვი და სახლ-კარი არ მქონ­და. მაგ­რამ ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მაა. ხში­რად უკი­თხავთ, ნუთუ არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია დახ­მა­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა? მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და რომც მომ­ხდა­რი­ყო, ჩავ­თვლი­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და სი­გი­ჟე. რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ვინ­მეს ეს? ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე მე­ტად სა­ჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა. ეს ფოტო ჩემ­თვი­საც ისე­თი­ვე სიმ­ბო­ლუ­რია და სიმ­ბო­ლოა იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი­სათ­ვის.

ფო­ტოს გა­და­ღე­ბის მო­მენ­ტი სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს. რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში იური მე­ჩი­თოვ­მა თქვა, ფოტო 9 აპ­რი­ლის დარ­ბე­ვი­დან მე­ო­რე დღეს, ვა­კე­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. რა­ღაც მო­მენ­ტში და­უ­ნა­ხავს მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა, რომ­ლი­და­ნაც მო­ჩან­და ლა­მა­ზი გო­გო­ნა დრო­შით ხელ­ში, მო­ე­წო­ნა და ფირ­ზე აღ­ბეჭ­და.

სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბი­ძას­თან და ბი­ცო­ლას­თან ვცხოვ­რობ­დი. 9 აპ­რი­ლის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას, ბი­ცო­ლა­ჩე­მის ძმა ისე­თი ნა­ცე­მი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და სახ­ლში, რომ სა­ო­ცა­რი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. ბრა­ზი მახ­რჩობ­და იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თარ მი­წა­ზე კლავ­დნენ. შიში არც გამ­კა­რე­ბია. მე და ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გო­გომ, ნა­უც­ბა­თე­ვად ავა­წყვეთ ის დრო­შა, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე მი­ჭი­რავს და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დით. ბიძა და ბი­ცო­ლა ტი­რი­ლით უკან მოგ­ვდევ­დნენ - ხალ­ხი ჩა­ხო­ცეს და თქვენ სად მი­დი­ხარ­თო. სწო­რედ გზად მი­მა­ვალთ, კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან შეგ­ვხდნენ ის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ფო­ტო­ზე მან­ქა­ნა­ში ჩა­ნან. გვი­თხრეს, რომ უფრო წინ წას­ვლა, მით უმე­ტეს მარ­ტო, ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო და გა­და­წყვი­ტეს ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, დღემ­დე არ ვიცი, ვინ არის ის ორი ბიჭი. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველო
12

და ახლა იტალიაში გადახვეწილი ცხოვრობს გესმით პოლიტიკურო ლიდერებო? რა მაგრად გკიდიათ საქართველო უკვე 30 წელია? 

ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
32

სიმბოლო არა კვახიი! სად გაშპა ეს და ამისთანა "გმირები" და "სიმბოლოები"??? რაზე არ ცხოვრობენ მათ მიერ მოპოვებულ "დამოუკიდებელ" 'სუვერენულ" "გაბრწყინებულ" საქართველოში??? იმ შავმა დღემ დასაბამი დაუდო საქართველოს ნგრევა, გაპარტახებას და ქართველების როგორც ერის, გადაშენებას, რომელიც, ჩვენდა დიდად სამწუხაროდ, უკვე მკაფიოდ მოჩაანს!!! ამათმა კი მოკურცხლეს აქედან!!! იმაში მაინც გაერკვიეთ, თუ ვის მიერ? რა მიზნით?და როგორ შეიქმნა 15-ე რესპუბლიკაში ე.წ. სახალხო ფრონტები!!! ვინ კურატორობდა მათ და საიდან??

ავტორი:

როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე

როგორ ცხოვრობს დღეს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს გმირი - მრავალწლიანი ემიგრაცია და იტალიელი მეუღლე

წამი, რომელმაც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია... გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა... ფოტო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება... იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.

ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. 25 წლის შემდეგ, მან ჟურნალისტთან პირველ ინტერვიუში თქვა: - "იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ". მაგრამ ამ ინტერვიუდან მოყოლებული, ჩემი რესპონდენტის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და 4 წლის წინ, ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ...

ვიდრე მარის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვკითხავდი, გადავწყვიტე, "გოგონა ფოტოდან" თქვენთვის უფრო ახლოს გამეცნო:

- 1970 წლის 1-ლ თებერვალს ჩაქვში დავიბადე და სკოლაც იქვე დავამთავრე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერ-თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ. გამომიცხადა, რომ თეატრალურზე სწავლა წესიერი ოჯახის გოგოს საქმე არ იყო. 1987 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინალურად და თითქმის არც კი ვგავდი იმ "ქართველ გოგონას", რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

- მარი, როგორ მოხვდი იური მეჩითოვის ფოტოობიექტივში?

- არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის. ადამიანებმა მასში დაინახეს ის ტკივილი და გამარჯვების წყურვილი, რითაც იმჟამად ჰაერიც სავსე იყო... ხალხმა ის აიტაცა როგორც თავისუფლების სიმბოლო-ხატი. ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს, მართალია სახელი და გვარი არ იცოდნენ, მაგრამ სახეზე მცნობდნენ. რადგან ეს ფოტო პლაკატის სახითაც ძალიან დიდი ტირაჟით დაიბეჭდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა - "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ქალები მოდიოდნენ, ტიროდნენ, მეფერებოდნენ, უხაროდათ ცოცხალს რომ მხედავდნენ.

იურისტები და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ ფოტო იმდენად პოპულარული და იმდენ კონკურსში იყო გამარჯვებული, უფლება მქონდა, ჰონორარის სახით თანხა მომეთხოვა, თუნდაც იმიტომ, რომ ემიგრანტი ვიყავი და სახლ-კარი არ მქონდა. მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ხშირად უკითხავთ, ნუთუ არავის შემოუთავაზებია დახმარება და დაფინანსება? მსგავსი არაფერი მომხდარა და რომც მომხდარიყო, ჩავთვლიდი, რომ ეს იქნებოდა სიგიჟე. რა დამსახურებისთვის უნდა გაეკეთებინა ვინმეს ეს? ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, რომლებიც ჩემზე მეტად საჭირდებათ დახმარება. ეს ფოტო ჩემთვისაც ისეთივე სიმბოლურია და სიმბოლოა იმ პერიოდის საქართველოსი, როგორც ნებისმიერი თქვენგანისათვის.

ფოტოს გადაღების მომენტი საერთოდ არ მახსოვს. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში იური მეჩითოვმა თქვა, ფოტო 9 აპრილის დარბევიდან მეორე დღეს, ვაკეშია გადაღებული. რაღაც მომენტში დაუნახავს მომავალი მანქანა, რომლიდანაც მოჩანდა ლამაზი გოგონა დროშით ხელში, მოეწონა და ფირზე აღბეჭდა.

სტუდენტობის პერიოდში ბიძასთან და ბიცოლასთან ვცხოვრობდი. 9 აპრილის დარბევის შემდეგ, გამთენიისას, ბიცოლაჩემის ძმა ისეთი ნაცემი და დასისხლიანებული დაბრუნდა სახლში, რომ საოცარი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. ბრაზი მახრჩობდა იმის გამო, რომ ქართველებს საკუთარ მიწაზე კლავდნენ. შიში არც გამკარებია. მე და ჩემმა ბიძაშვილმა გოგომ, ნაუცბათევად ავაწყვეთ ის დროშა, რომელიც ფოტოზე მიჭირავს და ქუჩაში გამოვედით. ბიძა და ბიცოლა ტირილით უკან მოგვდევდნენ - ხალხი ჩახოცეს და თქვენ სად მიდიხართო. სწორედ გზად მიმავალთ, კინოსტუდიასთან შეგვხდნენ ის ბიჭები, რომლებიც ფოტოზე მანქანაში ჩანან. გვითხრეს, რომ უფრო წინ წასვლა, მით უმეტეს მარტო, ძალიან საშიში იყო და გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ, დღემდე არ ვიცი, ვინ არის ის ორი ბიჭი. წაიკითხეთ ვრცლად