18 აპრილიდან "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიოს ტარიფი 0.5 ლარიდან 1 ლარამდე იზრდება.
თუმცა, "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკით კომუნალური გადახდები უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მათ ავტომატური გადახდების ფუნქციას მიაბამს. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ბანკში განუცხადეს, ავტომატური გადახდების შემთხვევაში მომხმარებელს საკომისიო არ ეკისრება.
"ინტერნეტ და მობაილ ბანკინგში არის ფუნქცია ავტომატური გადახდა, რომელიც მომხმარებელმა უნდა მონიშნოს და მიაბას კომუნალური გადახდები. შედეგად მას ავტომატურად ჩამოეჭრება კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე", - განმარტეს ბანკში განაგრძეთ კითხვა