საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს
 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს

ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და "სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის" სა­ხე­ლის "სამ­ხრეთ ოსე­თი - სა­ხელ­მწი­ფო ალა­ნი­ად" შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე "რე­ფე­რენ­დუ­მი" და­ი­წყო. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ცეს­კო-ს თავ­მჯო­მა­რის, კრის­ტი­ნა ავ­ლო­ხო­ვას გან­ცხა­დე­ბით, 77 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი 08:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა.

"სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 72-ვე და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ 5 უბა­ნი ზუს­ტად და­ნიშ­ნულ დროს გა­იხ­სნა", - გა­ნა­ცხა­და ავ­ლო­ხო­ვამ.

ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სამი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს: "მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი" ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ად­გი­ლობ­რი­ვი "კა-გე-ბე"-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ალან გაგ­ლო­ე­ვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბად ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი და ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ით­ვლე­ბი­ან.

ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და რე­ფე­რენ­დუმ­ზე ხმის მი­ცე­მა 77 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 72 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­იხ­სნე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ხუთი უბა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ. ერთი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მოს­კოვ­ში "სამ­ხრეთ ოსე­თის" ე.წ. სა­ელ­ჩო­ში გა­იხ­სნე­ბა, კი­დევ ერთი უბა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე "სამ­ხრეთ ოსე­თის" ე.წ. სა­ელ­ჩო­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სამი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი კი ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რო­გორც ე.წ. ცეს­კო­ში აცხა­დე­ბენ, პრო­ცესს 80-მდე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა. მათ შო­რის არი­ან რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტე­ბი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დნესტრის­პი­რე­თის, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კის და ლუ­განსკის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის "სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად" შეცვლის თაობაზე "რეფერენდუმი" დაიწყო. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცესკო-ს თავმჯომარის, კრისტინა ავლოხოვას განცხადებით, 77 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 72-ვე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5 უბანი ზუსტად დანიშნულ დროს გაიხსნა", - განაცხადა ავლოხოვამ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: "მოქმედი პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი ითვლებიან.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე ხმის მიცემა 77 საარჩევნო უბანში იქნება შესაძლებელი. 72 საარჩევნო უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიხსნება, ხოლო დანარჩენი ხუთი უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ. ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საელჩოში გაიხსნება, კიდევ ერთი უბანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საელჩოში, ხოლო დანარჩენი სამი საარჩევნო უბანი კი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

როგორც ე.წ. ცესკოში აცხადებენ, პროცესს 80-მდე დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, ოკუპირებული აფხაზეთის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის წარმომადგენლები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."