სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრნენ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში წაბრძანდა, სადაც წირვას აღავლენს.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ მოქალაქეები, 9 აპრილის მონაწილეები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და რიგი პოლიტიკური პარტიის წევრები.