მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი
"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა დას­რულ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, საპ­რე­ზი­დენ­ტო პოსტზე რამ­დე­ნი­მე პრე­ტენ­დენ­ტი იყო: პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი, ექს-პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ კო­კო­ი­თი, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი პარ­ტი­ი­დან "ხალ­ხის ერ­თო­ბა" ალან კო­ზო­ნო­ვი, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი ალან გაგ­ლო­ე­ვი, ლე­ნინ­გო­რის რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ გუ­ლი­ე­ვი, ბიზ­ნეს­მე­ნი ანა­ტო­ლი ჯი­ო­ე­ვი და შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ამი­რან ბა­გა­ე­ვი.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რე­ბი გუ­ლი­ევ­მა და ჯი­ო­ევ­მა მოხ­სნეს. ე.წ. ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­ტეტ­მა, ვლა­დი­მერ სურ­კო­ვის "რე­კო­მენ­და­ცი­ის" შემ­დეგ, უარი უთხრა რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ედუ­არდ კო­კო­ითს, დე­პუ­ტატ ალან კო­ზო­ნოვ­სა და ამი­რან ბა­გა­ევს. ოსურ პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე მხო­ლოდ სამი კან­დი­და­ტი - თი­ბი­ლო­ვი, ბი­ბი­ლო­ვი და გაგ­ლო­ე­ვი დარ­ჩნენ.

ასე რომ, 32 736 ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბის­თვის, ხვალ "პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის" მოქ­მე­დი ლი­დე­რი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, "ნი­ხა­სის" ყო­ფი­ლი "სპი­კე­რი" ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ოსუ­რი КГБ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი ალან გაგ­ლო­ე­ვი იბ­რძო­ლე­ბენ...

რუ­სე­თის ფა­ვო­რი­ტი 65 წლის ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვია, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონს მარ­თავს. მისი წი­ნა­მორ­ბე­დი კო­კო­ი­თი შე­ე­ცა­და, მის­თვის რე­ი­ტინ­გი და­ეგ­დო და მო­სახ­ლე­ო­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნე­წყო, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და, - რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, თი­ბი­ლო­ვის კრემლში სტუმ­რო­ბამ, სა­დაც ვლა­დე­მირ პუ­ტინ­მა მის მი­მართ ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა და "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა, კო­კო­ითს ყვე­ლა გზა მო­უჭ­რა.

თი­ბი­ლო­ვი ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი არ შეხ­ვედ­რია, - მან ხმე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი სწო­რად გათ­ვა­ლა და საქ­მე­ში КГБ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი, ახალ­გაზ­რდა ალან გაგ­ლო­ე­ვი ჩარ­თო, რო­მელ­მაც ასე­ვე საბ­ჭო­თა КГБ-გა­მოვ­ლილ ბი­ბი­ლოვს ხმე­ბი უნდა წა­არ­თვას.

ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა ასე­თია - "სტა­ბი­ლუ­რო­ბი­დან გან­ვი­თა­რე­ბამ­დე". თი­ბი­ლოვს მი­აჩ­ნია, რომ მან "ქვე­ყა­ნა­ში" სტა­ბი­ლუ­რო­ბას მი­აღ­წია და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, ოღონდ რა საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სეთ­თან ერ­თად. საქ­მე ის არის, რომ მას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ახ­სე­ნე­ბენ, რომ ბიზ­ნე­სის, წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ვერ შეძ­ლო.

ცხინ­ვა­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი ღია დე­ბა­ტე­ბის დროს, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვ­მა ყუ­რა­დღე­ბა რუ­სე­თის უზარ­მა­ზარ ღვაწლ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა - "ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა თუ რა დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია რუ­სეთ­მა ოსი ხალ­ხის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ეს იყო 1989, 1992 წლე­ბი და 2008 წლის აგ­ვის­ტო. რაც მთა­ვა­რია, ეს დახ­მა­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ამი­ტომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა პრო­რუ­სუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და თი­ბი­ლოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მისი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ის გა­ნა­ახ­ლებს გუნდს და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას. ასე­ვე, მო­ი­ზი­დავს ახალ­გაზ­რდებს სამ­შობ­ლოს დამ­ცველ­თა და სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ­თა რი­გე­ბი­დან.

იგი­ვე სა­გა­რეო კურსსა და შიდა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის მსგავს გზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ სხვა კან­დი­და­ტე­ბიც. სა­ერ­თო­დაც, მათ პროგ­რა­მებს შო­რის ის გან­სხვა­ვე­ბაა, რომ და­ნარ­ჩე­ნე­ბი თი­ბი­ლოვს შე­უს­რუ­ლე­ბელ ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რა­მებს ახ­სე­ნე­ბენ... თი­ბი­ლოვს მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არც აქვს, რად­გან რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სხვე­ბის­გან სრუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი აქვს. სურ­კო­ვის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბით, მარ­ტის და­სა­წყის­ში, "არ­ჩევ­ნებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს ედუ­არდ კო­კო­ითს, რო­მე­ლიც ანკლავს 2001-2011 წლებ­ში მარ­თავ­და.

მოს­კო­ვი­დან ზე­წო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, ხელ­მო­ცა­რულ­მა კო­კო­ით­მა აქ­ცი­ე­ბი შე­წყვი­ტა და თა­ვის მომ­ხრე­ებს 9 აპ­რილს, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და... რუ­სე­თის მხრი­დან აშ­კა­რა მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ, მო­ტი­ვა­ცია და­კარ­გეს სხვა პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც, არა­და, თი­ბი­ლოვს ია­რა­ღის კო­რუფ­ცი­ა­ში დებ­დნენ ბრალს. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, თი­ბი­ლოვს კი­თხვას უს­ვა­მენ - რა­ტომ ყიდ­და ია­რაღს რუ­სეთ­ში კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ზე... მისი მო­წი­ნაღ­მდე­გე­ე­ბის თქმით, არ­სე­ბობს, სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც თი­ბი­ლო­ვი"სამ­ხრეთ ოსე­თის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის" სა­ხე­ლო­ბი­თი ია­რა­ღით აჯილ­დო­ვებს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს...

ამ ბრალ­დე­ბებ­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­თვის თავი დი­დად არ შე­უ­წუ­ხე­ბია ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს, - მისი თქმით, რო­გორც "პრე­ზი­დენტს", ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბი­თი ია­რა­ღით და­ჯილ­დო­ვე­ბის უფ­ლე­ბა აქვს...

9 აპ­რილს, "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხინ­ვალ­ში "რე­ფე­რენ­დუ­მიც" ტარ­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია "სამ­ხრეთ ოსეთს" და­სა­ხე­ლე­ბა­ში "სა­ხელ­მწი­ფო ალა­ნია" და­ე­მა­ტოს...

ერთ-ერთი კან­დი­და­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის თქმით, მათ ხალ­ხს უნდა ჰკი­თხონ, უნ­დათ თუ არა რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა? - "ეს კი შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ მხო­ლოდ რე­ფე­რენ­დუ­მის გზით. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლე­მი­კას, მიგ­ვი­ღებს რუ­სე­თი თუ არა? ჩვენ ვე­ლო­დე­ბით 1992 წლი­დან და კიდე მო­ვიც­დით, მაგ­რამ მთა­ვა­რია ახლა თა­ვად სა­ბო­ლო­ოდ გა­ვერ­კვეთ, რა გვინ­და", - აცხა­დებს ბი­ბი­ლო­ვი.

"სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის" ალა­ნი­ას დარ­ქმე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ალან გაგ­ლო­ე­ვის პო­ზი­ცი­აც ბი­ბი­ლო­ვის პო­ზი­ცი­ას გავს. გაგ­ლო­ე­ვი ამ­ბობს, რომ ახა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა არ უნდა დარ­ჩეს მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე და მას გარ­კვე­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა უნდა ჰქონ­დეს და ამ სტა­ტუსს ოსუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი

"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დასრულდა. თავდაპირველად, საპრეზიდენტო პოსტზე რამდენიმე პრეტენდენტი იყო: პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან "ხალხის ერთობა" ალან კოზონოვი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი, ლენინგორის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ გულიევი, ბიზნესმენი ანატოლი ჯიოევი და შესყიდვების საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი მოადგილე ამირან ბაგაევი.

მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარი კანდიდატურები გულიევმა და ჯიოევმა მოხსნეს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა, ვლადიმერ სურკოვის "რეკომენდაციის" შემდეგ, უარი უთხრა რეგისტრაციაზე ედუარდ კოკოითს, დეპუტატ ალან კოზონოვსა და ამირან ბაგაევს. ოსურ პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ სამი კანდიდატი - თიბილოვი, ბიბილოვი და გაგლოევი დარჩნენ.

ასე რომ, 32 736 ამომრჩევლის ხმებისთვის, ხვალ "პრეზიდენტობისთვის" მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, "ნიხასის" ყოფილი "სპიკერი" ანატოლი ბიბილოვი და ოსური КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იბრძოლებენ...

რუსეთის ფავორიტი 65 წლის ლეონიდ თიბილოვია, რომელიც 2012 წლიდან სეპარატისტულ რეგიონს მართავს. მისი წინამორბედი კოკოითი შეეცადა, მისთვის რეიტინგი დაეგდო და მოსახლეობა მის წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ არ გამოუვიდა, - რამდენიმე ხნით ადრე, თიბილოვის კრემლში სტუმრობამ, სადაც ვლადემირ პუტინმა მის მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატა და "საპრეზიდენტო არჩევნებში" წარმატება უსურვა, კოკოითს ყველა გზა მოუჭრა.

თიბილოვი ამ პოლიტიკურ პროცესს მოუმზადებელი არ შეხვედრია, - მან ხმების გადანაწილების საკითხი სწორად გათვალა და საქმეში КГБ-ს თანამშრომელი, ახალგაზრდა ალან გაგლოევი ჩართო, რომელმაც ასევე საბჭოთა КГБ-გამოვლილ ბიბილოვს ხმები უნდა წაართვას.

ლეონიდ თიბილოვი წინასაარჩევნო დაპირება ასეთია - "სტაბილურობიდან განვითარებამდე". თიბილოვს მიაჩნია, რომ მან "ქვეყანაში" სტაბილურობას მიაღწია და მის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ოღონდ რა საკვირველია, რუსეთთან ერთად. საქმე ის არის, რომ მას მოწინააღმდეგეები ახსენებენ, რომ ბიზნესის, წარმოების განვითარება და სოციალური პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო.

ცხინვალის ტელევიზიაში გამართული ღია დებატების დროს, ლეონიდ თიბილოვმა ყურადღება რუსეთის უზარმაზარ ღვაწლზე გაამახვილა - "ყოველთვის გვემახსოვრება თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. რაც მთავარია, ეს დახმარება გრძელდება და ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული", - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის განაახლებს გუნდს და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას. ასევე, მოიზიდავს ახალგაზრდებს სამშობლოს დამცველთა და სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში განათლებამიღებულთა რიგებიდან.

იგივე საგარეო კურსსა და შიდა პრობლემების გადაწყვეტის მსგავს გზებზე საუბრობენ სხვა კანდიდატებიც. საერთოდაც, მათ პროგრამებს შორის ის განსხვავებაა, რომ დანარჩენები თიბილოვს შეუსრულებელ ეკონომიკურ პროგრამებს ახსენებენ... თიბილოვს მღელვარების საფუძველი არც აქვს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვის დამსახურებით, სხვებისგან სრულებით განსხვავებული სასტარტო პირობები აქვს. სურკოვის პირდაპირი მითითებით, მარტის დასაწყისში, "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება არ მისცეს ედუარდ კოკოითს, რომელიც ანკლავს 2001-2011 წლებში მართავდა.

მოსკოვიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, ხელმოცარულმა კოკოითმა აქციები შეწყვიტა და თავის მომხრეებს 9 აპრილს, ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა... რუსეთის მხრიდან აშკარა მხარდაჭერის შემდეგ, მოტივაცია დაკარგეს სხვა პოლიტიკოსებმაც, არადა, თიბილოვს იარაღის კორუფციაში დებდნენ ბრალს. უკვე რამდენიმე თვეა, თიბილოვს კითხვას უსვამენ - რატომ ყიდდა იარაღს რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტებზე... მისი მოწინაღმდეგეების თქმით, არსებობს, საიდუმლო დოკუმენტები, სადაც  თიბილოვი"სამხრეთ ოსეთის წინაშე დამსახურებებისთვის" სახელობითი იარაღით აჯილდოვებს კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ბიზნესმენებს...

ამ ბრალდებებზე არგუმენტირებული პასუხისთვის თავი დიდად არ შეუწუხებია ლეონიდ თიბილოვს, - მისი თქმით, როგორც "პრეზიდენტს", ადამიანების სახელობითი იარაღით დაჯილდოვების უფლება აქვს...

9 აპრილს, "საპრეზიდენტო არჩევნების" პარალელურად, ცხინვალში "რეფერენდუმიც" ტარდება, რომლის მიზანია "სამხრეთ ოსეთს" დასახელებაში "სახელმწიფო ალანია" დაემატოს...

ერთ-ერთი კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, მათ ხალხს უნდა ჰკითხონ, უნდათ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა? - "ეს კი შეიძლება გავიგოთ მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ, რა გვინდა", - აცხადებს ბიბილოვი.

"სამხრეთ ოსეთისთვის" ალანიას დარქმევასთან დაკავშირებით, ალან გაგლოევის პოზიციაც ბიბილოვის პოზიციას გავს. გაგლოევი ამბობს, რომ ახალი სახელწოდება არ უნდა დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე და მას გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონდეს და ამ სტატუსს ოსური ენის, კულტურისა და ტრადიციების განვითარება უნდა მოჰყვეს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე