Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაზარეს შაბათი" და "ბზობა" - რა ვიცით დიდმარხვის უდიდეს დღესასწაულებზე
"ლაზარეს შაბათი" და "ბზობა" - რა ვიცით დიდმარხვის უდიდეს დღესასწაულებზე

მარ­ხვის შუა პე­რი­ოდს აგ­ვირ­გვი­ნებს ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი "ბზო­ბა" - იესო ქრის­ტეს დი­დე­ბით შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმ­ში (მათე 21. 1-11), რო­მე­ლიც დიდ­მარ­ხვის მე-6 კვი­რი­ა­კეს იდღე­სას­წა­უ­ლე­ბა. ამ დღე­სას­წა­ულს წინ უძღვის ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი "ლა­ზა­რეს შა­ბა­თი", რო­დე­საც ეკ­ლე­სია დღე­სას­წა­უ­ლობს იესო ქრის­ტეს მიერ თა­ვის მე­გობ­რის, ოთხი დღის მკვდა­რი ლა­ზა­რეს აღ­დგი­ნე­ბას (იო­ა­ნე 11. 1-45). ეს არის აგ­რეთ­ვე დღე­სას­წა­უ­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა, რა­მე­თუ "სა­ხა­რე­ბა­სა შინა ამას ენა­სა ლა­ზა­რე ჰქვი­ან" ("ქება და დი­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა").

ქარ­თველ ხალ­ხს ლა­ზა­რეს მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბა ძველ­თა­გან­ვე ქარ­თუ­ლი ენი­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს აღ­დგი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­აჩ­ნია.

"ლა­ზა­რე" ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლია და ქარ­თუ­ლად "ღვთის წყა­ლო­ბას" ნიშ­ნავს. ლა­ზა­რე ბე­თა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, იე­რუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად. იგი მარ­თა­სა და მა­რი­ა­მის ძმა იყო. უფალ იესო ქრის­ტეს ძლი­ერ უყ­ვარ­და მარ­თა­ლი ლა­ზა­რე და მას თა­ვის მე­გო­ბარს უწო­დებ­და.

ლა­ზა­რეს აღ­დგი­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­თხრო­ბი­ლია იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის მე-12 თავ­ში. სა­დაც უფალ­მა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ის არის ჭეშ­მა­რი­ტად სიკ­ვდი­ლის მძლე­ვე­ლი, აღ­თქმუ­ლი მე­სია ის­რა­ე­ლი­სა.

უფალს მარ­თა­ლი ლა­ზა­რეს აღ­დგი­ნე­ბით სურ­და, მკვდრე­თით აღ­დგო­მის სას­წა­უ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თა­ვი­სი მკვდრე­თით აღ­დგო­მის­თვის შე­ემ­ზა­დე­ბი­ნა მო­ცი­ქუ­ლე­ბი.

რო­დე­საც ლა­ზა­რე ავად გახ­და, მა­რი­ამ­სა და მარ­თას მა­ცხოვ­რის სას­წა­ულთმოქ­მე­დე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ, ამი­ტომ პა­ტი­ვის­ცე­მით გა­უგ­ზავ­ნეს კაცი ქრის­ტეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს: უფა­ლო, შენ ვინც გიყ­ვარს, ავა­დაა. მათ იცოდ­ნენ, რომ მა­ცხო­ვა­რი ინე­ბებ­და ლა­ზა­რეს გან­კურ­ნე­ბას.

ცნო­ბი­ლია, რომ ლა­ზა­რე გარ­და­იც­ვა­ლა. უფალ­მა ეს იცო­და. იესო სიკ­ვდილს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს არა იმი­ტომ, რომ მას ძი­ნავს, არა­მედ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მის­თვის მი­ძი­ნე­ბაა, მის წი­ნა­შე ყვე­ლა ცო­ცხა­ლია. ჩვენ­თვის მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნის გაღ­ვი­ძე­ბა იო­ლია, უფ­ლის­თვის კი არა­ნა­ირ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს გარ­დაც­ვლი­ლის აღ­დგი­ნე­ბა.

რო­დე­საც იესო ბე­თა­ნი­ა­ში მი­ვი­და, ლა­ზა­რე 4 დღის და­მარ­ხუ­ლი გახ­ლდათ. მარ­თა­ლი ლა­ზა­რე კლდე­ში ეს­ვე­ნა, სა­დაც გა­მოქ­ვა­ბუ­ლი იყო და ლოდი ჰქონ­და მი­ფა­რე­ბუ­ლი.

მა­რი­ამ­მა შე­ი­ტყო რა უფ­ლის მოს­ვლა, უმალ გა­ე­მართ მის­კენ, იე­სოც მას ელო­და, რათა სა­საფ­ლა­ოს­კენ წა­სუ­ლიყ­ვნენ. იუ­დე­ვე­ლე­ბი მა­რი­ამს გაჰ­ყვნენ, რად­გან ეგო­ნათ, რომ იგი საფ­ლავ­ზე მი­დი­ო­და. მა­რი­ა­მი კი მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მა­ცხო­ვა­რი ელო­და. იე­სომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ ტი­რო­და იგი და მას­თან ერ­თად მი­სუ­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბი. უფა­ლიც აც­რემ­ლდა. მი­ვი­და 4 დღის დაფ­ლულ ლა­ზა­რეს საფ­ლავ­თან, რო­მელ­საც ლოდი ჰქონ­და მი­ფა­რე­ბუ­ლი, მსა­ხუ­რებს გა­და­ა­გო­რე­ბი­ნა და მი­მარ­თა გარ­დაც­ვლილს: ლა­ზა­რე, გა­მო­დი!

მარ­თა­ლი ლა­ზა­რე გა­მო­ვი­და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­და­რა­ში შეხ­ვე­უ­ლი – ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი. აღეს­რუ­ლა ორი სას­წა­უ­ლი: მკვდრის აღ­დგო­მა და ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლის უფ­ლის სი­ტყვი­სა­მებრ საფ­ლა­ვი­დან გა­მოს­ვლა. მა­შინ

მა­ცხო­ვარ­მა უბ­რძა­ნა მსა­ხუ­რებს, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სუ­და­რი­სა­გან ლა­ზა­რე. აღ­სდგა ლა­ზა­რე ისე­თი­ვე სხე­უ­ლით, რო­გო­რიც ჰქონ­და. ლა­ზა­რეს მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბის სას­წა­ულ­მა მრა­ვა­ლი იუ­დე­ვე­ლი მო­აქ­ცია ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე.

მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ლა­ზა­რემ კი­დევ 30 წელი იცხოვ­რა. უფ­ლის ნე­ბით იგი კვიპ­რო­სის ეპის­კო­პო­სი გახ­და და იქვე მშვი­დო­ბით მი­იც­ვა­ლა.

სა­ეკ­ლე­სიო წე­სით, ლა­ზა­რეს შა­ბა­თი ხსნი­ლია თევ­ზით, ხოლო ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ვიხ­მევთ თევზსაც. ამ დღეს მორ­წმუ­ნე­ებს ურიგ­დე­ბათ ნა­კურ­თხი ბზის ტო­ტე­ბი გა­სახ­სე­ნებ­ლად იმი­სა, თუ რო­გორ უფენ­დნენ ოდეს­ღაც იესო ქრის­ტეს მწვა­ნე რტო­ებს ებ­რა­ე­ლე­ბი მისი იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლი­სას, პა­ს­ე­ქის უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულ­ზე.

წინა წლის ბზის ნა­კურ­თხი ტო­ტე­ბი შეგ­ვიძ­ლია ან ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­ტა­ნოთ, სა­დაც მათ შე­საგ­რო­ვებ­ლად ად­გი­ლია ხოლ­მე გა­მო­ყო­ფი­ლი, ან ჩვენ­ვე დავ­წვათ სუფ­თა ად­გი­ლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ლაზარეს შაბათი" და "ბზობა" - რა ვიცით დიდმარხვის უდიდეს დღესასწაულებზე

"ლაზარეს შაბათი" და "ბზობა" - რა ვიცით დიდმარხვის უდიდეს დღესასწაულებზე

მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული "ბზობა" - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (მათე 21. 1-11), რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ "სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან" ("ქება და დიდება ქართული ენისა").

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

"ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.

უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს მიძინებას უწოდებს არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.

როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა. იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა. მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!

მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ

მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე. აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.

"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია