საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ გაიღიმა" - გიორგი კალანდიას ემოციური პოსტი საფრანგეთიდან
 "როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ გაიღიმა" - გიორგი კალანდიას ემოციური პოსტი საფრანგეთიდან

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კა­ლან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"პა­რი­ზი, შარლ დე გო­ლის აე­რო­პორ­ტი, თვითმფრი­ნა­ვი­დან გად­მო­სუ­ლი იმ რიგ­ში ჩავ­დე­ქი, რო­მელ­საც "All passport" აწე­რია, რიგ­ში სხვა­დას­ხვა მოდ­გმი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის ხალ­ხი ვართ. აქ არი­ან დიდი და უზარ­მა­ზა­რი ერის შვი­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ატო­მურ ბობ­საც ფლობს, ზო­გის ქვე­ყა­ნა კი თით­ქმის მთელ კონ­ტი­ნენტზე გა­და­ჭი­მუ­ლა. ზოლს თვა­ლი მო­ვავ­ლე და მივ­ხვდი რომ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს მე წარ­მო­ვად­გენ, მსგავ­სი წი­ნა­თაც მიგ­ვრძნია და რა­ღაც­ნა­ი­რად გული მტკე­ნია. დღეს ასე არ არის, ეხლა პას­პორ­ტი რო­მე­ლიც ხელ­ში მი­ჭი­რავს თით­ქოს სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, დღეს ხა­რე­ბაა და ჩემი ქვეყ­ნის შინ­დის­ფერ წიგ­ნაკ­ზე და­ხა­ტუ­ლი წმინ­და გი­ორ­გი უფრო ძლე­ვა­მო­სი­ლი მეჩ­ვე­ნე­ბა! ჩემს წინ ჩი­ნე­ლია, უკან რუსი, როცა წინ მდგო­მი ფრანგ მე­სა­ზღვრეს­თან მი­ვი­და, მისი პას­პორ­ტი დიდ­ხანს ფურ­ცლეს, მერე რა­ღაც დო­კუ­მენ­ტი მოს­თხო­ვეს, ჩან­თი­დან კი­დევ და­მა­ტე­ბით ქა­ღალ­დე­ბის წარ­მოდ­გე­ნა­მაც მო­უ­წია. რიგი აშ­რი­ალ­და, დიდი და ძლე­ვა­მო­სი­ლი ერის შვი­ლებ­მა ფაცი ფუცი და­ი­წყეს, მათ საფ­რან­გეთ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა მე­სა­ზღვრის წი­ნა­შე უნდა მო­ი­პო­ვონ... მე კი რიგ­ში ჩემს წმინ­და გი­ორ­გის­თან ერ­თად დღეს ყვე­ლა­ზე არ­ხე­ი­ნად და ამა­ყად ვდგე­ვარ! როცა ფრანგ ოფი­ცერს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი მი­ვა­წო­დე, მო­მეჩ­ვე­ნა რომ ოდ­ნავ გა­ი­ღი­მა, თით­ქოს ჩემი წმინ­და გი­ორ­გი იცნო და ამი­ტო­მაც ვიზა აღარ უძებ­ნია, მხო­ლოდ უკა­ნა სამ­გზავ­რო ბი­ლეთს და­ხე­და, თავი თა­ვა­ზი­ა­ნად და­მიკ­რა და ევ­რო­პის "კა­რე­ბი გა­მი­ღო".... ჩემს უკან რიგ­ში დარ­ჩა რუსი, არა­ბი, თურ­ქი, ვინ იცის კი­დევ რამ­დე­ნი დიდი და ძლე­ვა­მო­სი­ლი ერის შვი­ლი! მე კი მოვ­დი­ო­დი და ვფიქ­რობ­დი ჩემს ნა­ტანჯ ხალ­ხზე, ჩემს პა­წა­წი­ნა და ნაგ­ვემ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გან­საც­დე­ლი­სა, სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და თავ­და­დე­ბით მო­ი­პო­ვა უფ­ლე­ბა იყოს ევ­რო­პის ნა­წი­ლი, ამა­ყად იდ­გეს ამ სამ­ყა­როს თა­ვი­სუ­ფალ და ძლე­ვა­მო­სილ ხალ­ხთა შო­რის! ჰო დღეს ვერ­სალ­ში მივ­დი­ვარ, სწო­რედ იქ სა­დაც მეფე მზეს ჩვე­ნი სულ­ხან საბა ეს­ტუმ­რა, დღეს მე ვერ­სალ­ში სულ სხვა გან­წყო­ბით შე­ვალ, რად­გან ჩემ­თან ხომ ის წმინ­და გი­ორ­გი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც 800 წლის წინ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან და 200 ფრან­გთან ერ­თად დიდ­გო­რის ველ­ზე, სის­ხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის იბ­რძო­და! ხა­რე­ბას გი­ლო­ცავთ ქარ­თვე­ლე­ბო!" - წერს კა­ლან­დია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

ცრემლი მომგვარა ამ წერილმა. 

"როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ გაიღიმა" - გიორგი კალანდიას ემოციური პოსტი საფრანგეთიდან

 "როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ გაიღიმა" - გიორგი კალანდიას ემოციური პოსტი საფრანგეთიდან

ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"პარიზი, შარლ დე გოლის აეროპორტი, თვითმფრინავიდან გადმოსული იმ რიგში ჩავდექი, რომელსაც "All passport" აწერია, რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხი ვართ. აქ არიან დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბობსაც ფლობს, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმულა. ზოლს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენ, მსგავსი წინათაც მიგვრძნია და რაღაცნაირად გული მტკენია. დღეს ასე არ არის, ეხლა პასპორტი რომელიც ხელში მიჭირავს თითქოს სხვანაირად გამოიყურება, დღეს ხარებაა და ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი უფრო ძლევამოსილი მეჩვენება! ჩემს წინ ჩინელია, უკან რუსი, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი ფუცი დაიწყეს, მათ საფრანგეთში შესვლის უფლება მესაზღვრის წინაშე უნდა მოიპოვონ... მე კი რიგში ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად დღეს ყველაზე არხეინად და ამაყად ვდგევარ! როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, მხოლოდ უკანა სამგზავრო ბილეთს დახედა, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის "კარები გამიღო".... ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი, ვინ იცის კიდევ რამდენი დიდი და ძლევამოსილი ერის შვილი! მე კი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს ნატანჯ ხალხზე, ჩემს პაწაწინა და ნაგვემ სახელმწიფოზე, რომელმაც მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, საკუთარი შრომითა და თავდადებით მოიპოვა უფლება იყოს ევროპის ნაწილი, ამაყად იდგეს ამ სამყაროს თავისუფალ და ძლევამოსილ ხალხთა შორის! ჰო დღეს ვერსალში მივდივარ, სწორედ იქ სადაც მეფე მზეს ჩვენი სულხან საბა ესტუმრა, დღეს მე ვერსალში სულ სხვა განწყობით შევალ, რადგან ჩემთან ხომ ის წმინდა გიორგი იქნება, რომელიც 800 წლის წინ დავით აღმაშენებელთან და 200 ფრანგთან ერთად დიდგორის ველზე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე თავისუფალი სამყაროსათვის იბრძოდა! ხარებას გილოცავთ ქართველებო!" - წერს კალანდია.