მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს
ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

აშშ-ის სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სი­რი­ა­ში შა­ი­რა­თის ავი­ა­ბა­ზის და­ბომბვის შე­სა­ხებ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, რო­მელ­მაც სი­რი­ა­ში სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თა­ვი­ან­თი მთა­ვარ­სარ­და­ლის ბრძა­ნე­ბის სას­ფუძ­ველ­ზე მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი გა­აგ­ზავ­ნეს: აშშ მეტი აღარ დად­გე­ბა გვერ­დზე მა­შინ, რო­დე­საც ასა­დი პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბი­თა და წა­ქე­ზე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო სი­რი­ე­ლებს ხო­ცავს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით", - ნათ­ქვა­მია ჯონ მა­კ­კე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რო­დე­საც სი­რი­ა­ში უაღ­რე­სად კრი­ტი­კულ მო­მენტს და­უ­პი­რის­პირ­და. ამის­თვის ის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს", - აღ­ნიშ­ნა მა­კე­ინ­მა.

"ჩვენ უნდა ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ ის, რომ ტაქ­ტი­კურ­მა წარ­მა­ტე­ბამ სტრა­ტე­გი­უ­ლი პროგ­რე­სი მოგ­ვი­ტა­ნოს. ამ სტრა­ტე­გი­ის პირ­ვე­ლი ზომა ასა­დის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაა. ჩვენ ასე­ვე უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ასა­დის ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნე­ბი შევ­ქმნათ, რათა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი გა­დავ­ჭრათ. ამას­თან ერ­თად ჩვენ უნდა გან­ვაგ­რძოთ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კამ­პა­ნია", - დას­ძი­ნა ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

ჯონ მაკკეინი - დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიაში შაირათის ავიაბაზის დაბომბვის შესახებ გამოეხმაურა.

"მივესალმები აშშ-ის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს, რომელმაც სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავიანთი მთავარსარდალის ბრძანების სასფუძველზე მათ მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნეს: აშშ მეტი აღარ დადგება გვერდზე მაშინ, როდესაც ასადი პუტინის დახმარებითა და წაქეზებით უდანაშაულო სირიელებს ხოცავს ქიმიური იარაღის გამოყენებით", - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

"წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ქმედითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სირიაში უაღრესად კრიტიკულ მომენტს დაუპირისპირდა. ამისთვის ის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას იმსახურებს", - აღნიშნა მაკეინმა.

"ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ის, რომ ტაქტიკურმა წარმატებამ სტრატეგიული პროგრესი მოგვიტანოს. ამ სტრატეგიის პირველი ზომა ასადის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონები შევქმნათ, რათა ჰუმანიტარული კრიზისი გადავჭრათ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა განვაგრძოთ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია", - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"