საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია
პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს, რომ უფა­ლი მას­თან არის, ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვია, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს სი­ო­ნის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. სი­ონ­ში ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საღ­მრთო ლი­ტურ­გია დას­რულ­და.

წირ­ვის შემ­დეგ პატ­რი­არ­ქმა მრევლს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა და მრევლს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქმა ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"რო­დე­საც ჩვენ ვამ­ბობთ "ჩვენ­თან არს ღმერ­თი" ყო­ვე­ლი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი გრძნობს, რომ ჩვენ­თან არს ღმერ­თი. ეს რომ ასე არ იყოს, ადა­მი­ა­ნი ვერ გა­უძ­ლებ­და იმ გან­საც­დელს, იმ ტან­ჯვას, რო­მე­ლიც მო­უვ­ლი­ნა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს, რომ უფა­ლი მას­თან არის, ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვია. დღეს ჩვენ დიდ დღე­სას­წა­ულს ვზე­ი­მობთ, ხა­რე­ბო­ბას. ხა­რე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ეს არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი. რო­გორც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, იმ­დე­ნად დი­დია ეს დღე­სას­წა­უ­ლი, ჩიტი ბუ­დე­საც კი არ იკე­თებს ამ დღეს თა­ვის­თვის. სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი ჩაქ­სო­ვი­ლია ამ დღე­სას­წა­ულ­ში", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა უძ­ვე­ლე­სია. ებ­რა­ე­ლე­ბი რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ, ესალ­მე­ბოდ­ნენ "გი­ხა­რო­დენ" .

"ან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი ამ დღეს გა­მო­ე­ცხა­და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ დე­დას. "გი­ხა­რო­დენ მი­მად­ლე­ბუ­ლო უფა­ლი შენ­თა­ნა". შევ­თხოვთ უფალს წყა­ლო­ბა და სი­ხა­რუ­ლი არ მო­აკ­ლდეს სა­ქარ­თვე­ლოს და მთელს მსოფ­ლი­ოს. წყა­ლო­ბა და სი­ხა­რუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვენ­თვის, რად­გან მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი მო­უვ­ლი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და მთელს მსოფ­ლი­ოს. უნდა ით­ქვას, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო გან­საც­დელ­შია. წყა­ლო­ბა ღვთი­სა და სი­ხა­რუ­ლი არ მო­გაკ­ლოთ მა­მა­ზე­ცი­ერ­მა", - ბრძა­ნა ქა­და­გე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის შემ­დეგ პატ­რი­არ­ქმა დე­კა­ნო­ზი არ­ჩილ ავა­ნაშ­ვი­ლი მიტ­რის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია

პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია

როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. სიონში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ "ჩვენთან არს ღმერთი" ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ ასე არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელს, იმ ტანჯვას, რომელიც მოუვლინა. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია. დღეს ჩვენ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ, ხარებობას. ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს ამ დღეს თავისთვის. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ დღესასწაულში", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, ხარების დღესასწაულის აღნიშვნა უძველესია. ებრაელები როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ "გიხაროდენ" .

"ანგელოზი გაბრიელი ამ დღეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. "გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა". შევთხოვთ უფალს წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია. წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა", - ბრძანა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დეკანოზი არჩილ ავანაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 713 ტესტი და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა - როგორია ეპიდემიის გავრცელება რეგიონების მიხედვით?

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე