პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ
ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სი­რი­ის სა­ჰა­ე­რო ავი­ად­რომ­ზე, რო­მელ­საც ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებს, იე­რი­ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 04:40 სა­ათ­ზე მი­ი­ტა­ნა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტო­მა­ჰავ­კის" ტი­პის 59 რა­კე­ტა ხმე­თა­შუა ზღვა­ში გან­ლა­გე­ბულ­მა ორმა სამ­ხედ­რო ხო­მალდმა ის­რო­ლა, - ამე­რი­კულ­მა ნაღ­მოს­ნებ­მა ხმელ­თა­შუა ზღვი­დან ქა­ლაქ ჰომსთან ახ­ლოს, ალ-შა­ი­რა­თის ავი­ა­ბა­ზა და­ბომ­ბეს. ინ­ტერ­ტეტ­ში უკვე გავ­რცელ­და სა­ა­გენ­ტო EPA-ზე დაყრნ­დო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მი­ე­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი...

პენ­ტა­გო­ნის თქმით, ეს ავი­ა­დარ­ტყმე­ბი ასა­დის რე­ჟი­მის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი პა­სუ­ხია; - ასა­დის რე­ჟი­მი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ასე­ვე ავი­ა­ბა­ზის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კე­ბი და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი ავი­ა­ცია. დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თაც ორი დღის წინ იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ას ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი და­უ­ში­ნეს, სწო­რედ ალ-შა­ი­რა­თის ბა­ზი­დან აფ­რინ­დნენ.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა, თა­ვის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აღ­კვე­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის "სა­სი­ცო­ცხლო ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სია". ამე­რი­კის პირ­ველ­მა პირ­მა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­და, მხა­რი და­უ­ჭი­რონ აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვას, რათა სი­რი­ა­ში "ხოც­ვა-ჟლე­ტა და სის­ხლისღვრა" დას­რულ­დეს.

სი­რი­ის არ­მი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-მა სი­რია ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 3 სა­ათ­სა და 42 წუთ­ზე გა­აფრ­თხი­ლა. სი­რი­ის არ­მი­ამ ამე­რი­კის სა­რა­კე­ტო იე­რი­ში აგ­რე­სი­ად შე­ა­ფა­სა. მა­თი­ვე ინფრო­მა­ცი­ით, ავი­ა­ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­თავ­დას­ხმის შე­დე­გად, და­ღუ­პუ­ლია ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი.

საქ­მე ის არის, რომ აშშ-მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ მთე­ლი რიგი ქვეყ­ნე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, რო­მელ­თა შო­რის რუ­სე­თი არაა. "თა­ი­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე დო­ნალდ ტრამპს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­თვის არ და­უ­რე­კავს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა აშშ-ის სა­რა­კე­ტო იე­რი­ში, რო­მე­ლიც დღეს მან სი­რი­ის ავი­ა­ბა­ზა­ზე მი­ი­ტა­ნა, 2003 წელს ერაყ­ში შეჭ­რას შე­ა­და­რა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი 2003 წელს მომ­ხდარ სი­ტუ­ა­ცი­ას მა­გო­ნებს, რო­დე­საც აშშ და დიდი ბრი­ტა­ნე­თი ზო­გი­ერთ თა­ვის მო­კავ­ში­რეს­თან ერ­თად, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ერაყ­ში შე­იჭრ­ნენ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნი მკვეთ­რად და­არ­ღვი­ეს", - აცხა­დებს ლავ­რო­ვი.

აშშ-ის სა­რა­კე­ტო იე­რიშს სი­რი­ის ავი­ა­ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე თავ­დას­ხმად მი­იჩ­ნევს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც. მისი გან­ცხა­დე­ბით, აშშ ცდი­ლობს მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბა ერაყ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვი­დან სხვა რა­მე­ზე გა­და­ი­ტა­ნოს...

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა პუ­ტი­ნი­სა და აშშ-ის მიერ სი­რი­ის ავი­ა­ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა - "პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი ამე­რი­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დარ­ტყმებს სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე აგ­რე­სი­ად და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნევს", - აცხა­დებს პეს­კო­ვი.

პეს­კოვ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სი­რი­ის არ­მია არ ფლობს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის რე­ზერვს. მისი თქმით, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მთე­ლი რე­ზერ­ვი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი და საფ­რან­გე­თის მი­ნის­ტრი ფრან­სუა ოლან­დი სი­რი­ა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასადს აკის­რე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი ასა­დია დამ­ნა­შა­ვე. გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, "ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი სი­რი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­ცე­მას".

4 აპ­რი­ლის ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ასა­დის რე­ჟიმ­მა "წი­თელ ხაზს" გა­და­ა­ბი­ჯა, რაც "და­უშ­ვე­ბე­ლია". "უნდა გი­თხრათ, რომ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­რი­ი­სა და ასა­დის მი­მართ მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა", - დას­ძი­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა რექს ტი­ლერ­სონ­მა მო­უ­წო­და რუ­სეთს, გა­და­სინ­ჯოს თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ ასად­თან, ქა­ლაქ იდ­ლიბ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი შე­ტე­ვის შემ­დეგ, რა­შიც ვა­შინგტო­ნი სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს. საფ­რან­გე­თი და ბრი­ტა­ნე­თი აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნაგ­რძო­ბენ ზე­წო­ლას რუ­სეთ­ზე, რო­მე­ლიც, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კი­დევ ერთ მუდ­მივ­მოქ­მედ წევრ ჩი­ნეთ­თან ერ­თად, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მსგავ­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბას.

ბოლო დღე­ებ­ში ამე­რი­კუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, და­სავ­ლე­თის სი­რი­ი­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვენ­თვის აშ­კა­რაა, რომ პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ ასა­დის ლი­დე­რო­ბით მოქ­მე­დი სი­რი­ის რე­ჟი­მია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ სა­ში­ნელ თავ­დას­ხმა­ზე. და ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­ა­ლუ­რად დად­გა დრო, როცა რუ­სეთ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იფიქ­როს ასა­დის რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე", - თქვა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა 5 აპ­რილს მექ­სი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ლუის ვი­დე­გე­რის­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პრე­სი­სათ­ვის გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამავდრო­უ­ლად, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ

ამერიკის პასუხი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო - რა ვიცით დაბომბილი ავიაბაზის შესახებ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ავიადრომზე, რომელსაც ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, იერიში ადგილობრივი დროით 04:40 საათზე მიიტანა. BBC-ის ინფორმაციით, "ტომაჰავკის" ტიპის 59 რაკეტა ხმეთაშუა ზღვაში განლაგებულმა ორმა სამხედრო ხომალდმა ისროლა, - ამერიკულმა ნაღმოსნებმა ხმელთაშუა ზღვიდან ქალაქ ჰომსთან ახლოს, ალ-შაირათის ავიაბაზა დაბომბეს. ინტერტეტში უკვე გავრცელდა სააგენტო EPA-ზე დაყრნდობით მოპოვებული ფოტომასალა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერაა გადაღებული...

პენტაგონის თქმით, ეს ავიადარტყმები ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პროპორციული პასუხია; - ასადის რეჟიმი განადგურებულია, ასევე ავიაბაზის ინფრასტრუქტურა, ასაფრენი ბილიკები და იქ განთავსებული ავიაცია. დაზვერვის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები, რომელთაც ორი დღის წინ იდლიბის პროვინციას ქიმიური იარაღი დაუშინეს, სწორედ ალ-შაირათის ბაზიდან აფრინდნენ.

ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა, თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის აღკვეთა შეერთებული შტატების "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია". ამერიკის პირველმა პირმა ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, რათა სირიაში "ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა" დასრულდეს.

სირიის არმიის ინფორმაციით, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-მა სირია ადგილობრივი დროით 3 საათსა და 42 წუთზე გააფრთხილა. სირიის არმიამ ამერიკის სარაკეტო იერიში აგრესიად შეაფასა. მათივე ინფრომაციით, ავიაბაზაზე განხორციელებული ავიათავდასხმის შედეგად, დაღუპულია ექვსი ადამიანი.

საქმე ის არის, რომ აშშ-მა აღნიშნული სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ მთელი რიგი ქვეყნები გააფრთხილა, რომელთა შორის რუსეთი არაა. "თაიმის" ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინისთვის არ დაურეკავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს მან სირიის ავიაბაზაზე მიიტანა, 2003 წელს ერაყში შეჭრას შეადარა.

"ეს ყველაფერი 2003 წელს მომხდარ სიტუაციას მაგონებს, როდესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ თავის მოკავშირესთან ერთად, უსაფრთხოების საბჭოს ნებართვის გარეშე ერაყში შეიჭრნენ და საერთაშორისო კანონი მკვეთრად დაარღვიეს", - აცხადებს ლავროვი.

აშშ-ის სარაკეტო იერიშს სირიის ავიაბაზის მიმართულებით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმად მიიჩნევს ვლადიმერ პუტინიც. მისი განცხადებით, აშშ ცდილობს მსოფლიო ყურადღება ერაყში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვიდან სხვა რამეზე გადაიტანოს...

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ისაუბრა - "პრეზიდენტი პუტინი ამერიკის მიერ განხორციელებულ დარტყმებს სირიის მიმართულებით სუვერენულ სახელმწიფოზე აგრესიად და საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევს", - აცხადებს პესკოვი.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის არმია არ ფლობს ქიმიური იარაღის რეზერვს. მისი თქმით, ქიმიური იარაღის მთელი რეზერვი განადგურებულია.

ერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის მინისტრი ფრანსუა ოლანდი სირიაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ მოვლენების ასე განვითარებაში, მხოლოდ პრეზიდენტი ასადია დამნაშავე. გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, "ერთობლივი ძალებით დავუჭიროთ მხარი სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას".

4 აპრილის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა "წითელ ხაზს" გადააბიჯა, რაც "დაუშვებელია". "უნდა გითხრათ, რომ ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ მკვეთრად შეიცვალა", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. საფრანგეთი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზეწოლას რუსეთზე, რომელიც, უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ მუდმივმოქმედ წევრ ჩინეთთან ერთად, ეწინააღმდეგება მსგავსი რეზოლუციის მიღებას.

ბოლო დღეებში ამერიკული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, დასავლეთის სირიისა და რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდების შესახებ.

"ჩვენთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ლიდერობით მოქმედი სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაზე. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალურად დადგა დრო, როცა რუსეთმა სერიოზულად უნდა იფიქროს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 5 აპრილს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუის ვიდეგერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში.

ამავდროულად, რუსული მედიის ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საპასუხო ქმედებისთვის ემზადება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე