პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს
გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს

ის გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. პრო­ფე­სი­ით ევ­რო­პათმცოდ­ნე, ამ­ბობს, რომ დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, დღე­ი­სათ­ვის ლა­მის 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­თია დო­ლი­ძე რა­საც უნდა აკე­თებ­დეს, სურ­ვი­ლი აქვს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯოს.

1 წლის წინ, როცა თა­თია დო­ლი­ძე სი­ტყვით გა­მო­ვი­და გა­ე­როს 71-ე გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მე­სა­მე კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა, მის შე­სა­ხებ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ე­რო­ში მრა­ვალ­მხრი­ვი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ჰო­ლან­დი­ა­ში, მა­ას­ტრიხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­ჩი­ნე­ბით და­ე­უფ­ლა მა­გის­ტრის ხა­რისხს. ფლობს ინ­გლი­სურ, ფრან­გულ, იტა­ლი­ურ და ეს­პა­ნურ ენებს. არის რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა და კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი.

ცოტა ხნის წინ კი ახა­ლი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა: მე­გა­შო­უ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს და ფიქ­რის შემ­დეგ და­თან­ხმდა. სულ მალე სა­ცეკ­ვაო შოუს მეშ­ვი­დე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა და ამ ლა­მაზ­სა და ჭკვი­ან გო­გო­ნას მა­ყუ­რე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე იხი­ლავს.

- ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, ბევ­რი ვი­ფიქ­რე ამა­ზე. სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა და მისი ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გი მიყ­ვარს, მაგ­რამ ცალ­კე ცეკ­ვა-სიმ­ღე­რას­თან დიდი შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიყ­ვარს და ბავ­შვო­ბა­ში გა­მომ­დი­ო­და კი­დეც ეს ყვე­ლა­ფე­რი... დე­და­ჩემს სამ­ხატ­ვრო სტუ­დია აქვს და ვხა­ტავ. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის დრო არას­დროს მქო­ნია იმის გამო, რომ საკ­მა­ოდ მცი­რე ასა­კი­დან მეტ დროს სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას ვუთ­მობ­დი. გო­ნე­ბას ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ვიდ­რე სხე­ულს... თუმ­ცა ბა­ლე­რი­ნო­ბა ნამ­დვი­ლად მინ­დო­და, მაგ­რამ არც ბა­ლეტ­ზე მივ­ლია. 21 წლის რომ გავ­ხდი, დე­დამ ბა­ლე­რი­ნის ფორ­მა­ში დამ­ხა­ტა... ახლა ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თვით, ვი­ფიქ­რე, ერ­თი­ა­ნად ავი­ნაზ­რა­უ­რებ ჩემი ბავ­შვო­ბის და­ნაკ­ლისს-მეთ­ქი.

- პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე პი­რა­დად და­გი­კავ­შირ­დათ?

- კი და შე­მომ­თა­ვა­ზა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა დროს­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და. სა­ერ­თოდ, უდ­რო­ო­ბას ვუ­ჩი­ვი, ქვეყ­ნი­დან გას­ვლა ხში­რად მი­წევს. ამი­ტომ ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ისე­თი კონ­ტრაქ­ტი შე­ვად­გი­ნეთ, რომლზეც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე წა­მო­ვიდ­ნენ, რაც სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ, რამ­დე­ნად მექ­ნე­ბა სა­ა­მი­სოდ დრო.

რო­დე­საც რა­ღა­ცას ვა­კე­თებ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ვა­პი­რებ გა­მოს­ვლას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მა­ღა­ლი მაქვს და ამ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას გან­ვიც­დი, რამ­დე­ნად მექ­ნე­ბა და მე­ყო­ფა დრო. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვი­ფიქ­რე, რომ ბევ­რი გო­გო­ნას­თვის სტი­მუ­ლის­მომ­ცე­მი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ჩემი პრო­ექ­ტში ჩარ­თვა. მერე სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვის მო­მენ­ტიც იყო, რად­გა­ნაც როცა სტა­ტუ­სი გზღუ­დავს, რა­ღა­ცე­ბის­გან ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი. იმის გამო, რომ ვარ ლექ­ტო­რიც, იმა­ზეც ვი­ფიქ­რე, სტუ­დენ­ტებს რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ ჩემს ამ ნა­ბიჯ­ზე-მეთ­ქი და სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­კვე­ნი, რომ რად­გა­ნაც შენი ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თად ნა­წილ­ში პე­რან­გი და პი­ჯა­კი გაც­ვია, ეს სხვა რა­ღა­ცა­ში არ უნდა გზღუ­დავ­დეს!..

თა­ნაც 25 წლის გო­გო­ნა ვარ და სა­ნამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, ვიშ­რო­მებ, სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებ ამით, ჩემი სხე­უ­ლის­თვი­საც კარ­გია და გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მი­ვი­ღებ. ახალ­გაზ­რდებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­დას ვე­წე­ვი და ესეც ამის­თვის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ჩემი ნა­ბი­ჯის გამო სხვა­დას­ხვა აზრი გაჩ­ნდეს, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მა­ინც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

- გა­ე­რო­ში ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ სა­ქარ­თვე­ლო­დან. თქვენს დღე­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც ვი­სა­უბ­როთ.

- 2 თვე­ში მან­და­ტი მე­წუ­რე­ბა, ჩემს შემ­ცვლელს ავირ­ჩევ და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი კამ­პა­ნი­ით და­ვას­რუ­ლებ... ზო­გა­დად ამ კუ­თხით აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ: ნიუ-იორკში ბოლო გა­მოს­ვლა თე­ბერ­ვალ­ში მქონ­და, სა­ინ­ტე­რე­სოდ და კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ახლა გა­მო­ვა­ცხა­დე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა და გა­ე­რო-ს და­ფი­ნან­სე­ბით ოსებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე გა­ვაგ­ზავ­ნი. შე­მო­რი­გე­ბის პრო­ცე­სებ­ში ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი და ოს და აფხაზ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ცოტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტში მქონ­და გა­მოს­ვლა, სა­დაც კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ხედ­ვე­ბი წარ­ვად­გი­ნე. შე­მომ­თა­ვა­ზეს ერთ-ერთი კვლე­ვა და კონ­სულ­ტან­ტიც ვარ, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აფხა­ზე­თის­თვის.

ასე რომ, ამ კუ­თხით ბევრ აქ­ტი­ვო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. ამას­თან, ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ (ბრი­უ­სელ­ში სამი წელი ვმუ­შა­ობ­დი), ჩე­ხეთ­ში ლექ­ცი­ებს კი ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე ლექ­ტო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ორა­ტო­რულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­ავ­ტო­რო კურსს ვკი­თხუ­ლობ, სა­დაც 14-დან 35 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ვთა­ნამ­შრომ­ლობ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­თან და მათ­თვის კვლე­ვებს ვწერ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი რა გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და ცოტა ხნის წინ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ახა­ლი ნაშ­რო­მი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­მო­დე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც გაქვთ...

- ეს ჰო­ბის სა­ხით იყო ყო­ველ­თვის, იმის გამო, რომ ამის­თვი­საც დრო არ მყოფ­ნი­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 16 წლის მო­ვე­წყვე და მა­შინ­ვე შე­ვე­დი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში", მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე და ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ მი­წევ­და ხოლ­მე ყოფ­ნა, ფე­შენ­ვი­კებს ვერ ვემ­თხვე­ო­დი, თუმ­ცა ამ სფე­რო­ში ყვე­ლას ვიც­ნობ. ვი­ნა­ი­დან მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს ჰო­ლან­დი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­დი­ო­დი, იქაც ჰო­ლან­დი­ურ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ იმ საქ­მი­ა­ნო­ბას ინ­ტენ­სი­ურ სას­წავ­ლო კურსს ვერ შე­ვუ­თავ­სებ­დი და სა­ა­გენ­ტოს გა­მო­ვე­თი­შე. სულ ბო­ლოს რა ჩვე­ნე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს "მერ­სე­დეს ბენ­ცის მო­დის კვი­რე­უ­ლი" იყო, სა­დაც სამ­ჯერ გა­მო­ვე­დი.

სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით არას­დროს შე­მი­ხე­დავს იმი­ტომ, რომ რა­საც ვა­კე­თებ, ბო­ლომ­დე უნდა და­ვი­ხარ­ჯო. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა რომ ამერ­ჩია, მთელ დროს იმას და­ვუთ­მობ­დი და შე­იძ­ლე­ბა იქაც მქო­ნო­და მიღ­წე­ვე­ბი. მარ­თლა დიდ შრო­მას დე­ბენ გო­გო­ე­ბი ამ საქ­მე­ში.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რა შე­დე­გებ­ზე აკე­თებთ ფსონს?

- ჯერ არა­ფე­რი ვიცი, გა­ვი­ცა­ნი მხო­ლოდ მე­წყვი­ლე, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ურ­თი­ერ­თო ადა­მი­ა­ნი, რა­შიც გა­მი­მარ­თლა. მსუ­ბუ­ქად წა­ვი­ვარ­ჯი­შეთ, რი­თაც თვი­თონ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე თქვა, ვნა­ხოთ, რა რო­გორ იქ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მთა­ვა­რი ფოტო: Levan Leko Chkonia

გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს

გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს

ის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია. პროფესიით ევროპათმცოდნე, ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, დღეისათვის ლამის 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს. მიზანმიმართული და საქმეზე ორიენტირებული თათია დოლიძე რასაც უნდა აკეთებდეს, სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

1 წლის წინ, როცა თათია დოლიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე და საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო.

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

ცოტა ხნის წინ კი ახალი, სრულიად განსხვავებული გამოწვევის წინაშე დადგა: მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შესთავაზეს და ფიქრის შემდეგ დათანხმდა. სულ მალე საცეკვაო შოუს მეშვიდე სეზონი დაიწყება და ამ ლამაზსა და ჭკვიან გოგონას მაყურებელი პროფესიონალ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად სცენაზე იხილავს.

- ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ბევრი ვიფიქრე ამაზე. საერთოდ ხელოვნება და მისი ნებისმიერი დარგი მიყვარს, მაგრამ ცალკე ცეკვა-სიმღერასთან დიდი შეხება არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს და ბავშვობაში გამომდიოდა კიდეც ეს ყველაფერი... დედაჩემს სამხატვრო სტუდია აქვს და ვხატავ. მაგრამ ხომ ვამბობ, ხელოვნებისთვის დრო არასდროს მქონია იმის გამო, რომ საკმაოდ მცირე ასაკიდან მეტ დროს სწავლა-განათლებას ვუთმობდი. გონებას ვავარჯიშებდი, ვიდრე სხეულს... თუმცა ბალერინობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ არც ბალეტზე მივლია. 21 წლის რომ გავხდი, დედამ ბალერინის ფორმაში დამხატა... ახლა ამ პროექტში ჩართვით, ვიფიქრე, ერთიანად ავინაზრაურებ ჩემი ბავშვობის დანაკლისს-მეთქი.

- პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე პირადად დაგიკავშირდათ?

- კი და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ძირითადი პრობლემა დროსთან დაკავშირებით მქონდა. საერთოდ, უდროობას ვუჩივი, ქვეყნიდან გასვლა ხშირად მიწევს. ამიტომ ბევრი ვიფიქრე და ისეთი კონტრაქტი შევადგინეთ, რომლზეც პროექტის ორგანიზატორები გარკვეულ დათმობებზე წამოვიდნენ, რაც საბოლოოდ ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მაინც ვნერვიულობ, რამდენად მექნება საამისოდ დრო.

როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საზოგადოების წინაშე ვაპირებ გამოსვლას, პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალი მაქვს და ამ დროს ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რამდენად მექნება და მეყოფა დრო. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვიფიქრე, რომ ბევრი გოგონასთვის სტიმულისმომცემი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი პროექტში ჩართვა. მერე სტერეოტიპების მსხვრევის მომენტიც იყო, რადგანაც როცა სტატუსი გზღუდავს, რაღაცებისგან ვერ თავისუფლდები. იმის გამო, რომ ვარ ლექტორიც, იმაზეც ვიფიქრე, სტუდენტებს რა რეაქცია ექნებათ ჩემს ამ ნაბიჯზე-მეთქი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ რადგანაც შენი ცხოვრების ძირითად ნაწილში პერანგი და პიჯაკი გაცვია, ეს სხვა რაღაცაში არ უნდა გზღუდავდეს!..

თანაც 25 წლის გოგონა ვარ და სანამ ამის შესაძლებლობა მაქვს, ვიშრომებ, სიამოვნებას მივიღებ ამით, ჩემი სხეულისთვისაც კარგია და გამოცდილებასაც მივიღებ. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევი და ესეც ამისთვის ერთ-ერთი მაგალითი იქნება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებაში ამ ჩემი ნაბიჯის გამო სხვადასხვა აზრი გაჩნდეს, თუმცა ვფიქრობ, მაინც მისაღები იქნება.

- გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ხართ საქართველოდან. თქვენს დღევანდელ საქმიანობაზეც ვისაუბროთ.

- 2 თვეში მანდატი მეწურება, ჩემს შემცვლელს ავირჩევ და ამ ყველაფერს დიდი კამპანიით დავასრულებ... ზოგადად ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ: ნიუ-იორკში ბოლო გამოსვლა თებერვალში მქონდა, საინტერესოდ და კარგად ჩაიარა. ახლა გამოვაცხადე გამარჯვებული ახალგაზრდა და გაერო-ს დაფინანსებით ოსებთან მოლაპარაკებაზე გავაგზავნი. შემორიგების პროცესებში ვართ ჩართულები და ოს და აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ პარლამენტში მქონდა გამოსვლა, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩემი ხედვები წარვადგინე. შემომთავაზეს ერთ-ერთი კვლევა და კონსულტანტიც ვარ, შეთავაზებული იქნება განსაკუთრებული სტატუსი აფხაზეთისთვის.

ასე რომ, ამ კუთხით ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული. ამასთან, ევროპული პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ (ბრიუსელში სამი წელი ვმუშაობდი), ჩეხეთში ლექციებს კი ვკითხულობდი, მაგრამ საქართველოში აქამდე ლექტორობის გამოცდილება არ მქონდა, ასევე განათლების ლაბორატორიაში ორატორულ ხელოვნებაში საავტორო კურსს ვკითხულობ, სადაც 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, ვთანამშრომლობ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და მათთვის კვლევებს ვწერ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით ჩემი ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა.

- როგორც ცნობილია, სამოდელო გამოცდილებაც გაქვთ...

- ეს ჰობის სახით იყო ყოველთვის, იმის გამო, რომ ამისთვისაც დრო არ მყოფნიდა. უნივერსიტეტში 16 წლის მოვეწყვე და მაშინვე შევედი სამოდელო სააგენტო "ნატალიში", მოდის კვირეულებზე და ჩვენებებზე გამოვდიოდი, რადგან საზღვარგარეთ მიწევდა ხოლმე ყოფნა, ფეშენვიკებს ვერ ვემთხვეოდი, თუმცა ამ სფეროში ყველას ვიცნობ. ვინაიდან მაგისტრატურის კურსს ჰოლანდიის უნივერსიტეტში გავდიოდი, იქაც ჰოლანდიურ სამოდელო სააგენტოსთან დავიწყე თანამშრომლობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იმ საქმიანობას ინტენსიურ სასწავლო კურსს ვერ შევუთავსებდი და სააგენტოს გამოვეთიშე. სულ ბოლოს რა ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა, ეს "მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" იყო, სადაც სამჯერ გამოვედი.

სამოდელო საქმიანობისთვის პროფესიული თვალსაზრისით არასდროს შემიხედავს იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. სამოდელო კარიერა რომ ამერჩია, მთელ დროს იმას დავუთმობდი და შეიძლება იქაც მქონოდა მიღწევები. მართლა დიდ შრომას დებენ გოგოები ამ საქმეში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რა შედეგებზე აკეთებთ ფსონს?

- ჯერ არაფერი ვიცი, გავიცანი მხოლოდ მეწყვილე, ოთო ფოლადაშვილი, პროფესიონალი მოცეკვავე. არაჩვეულებრივი ბიჭია, სასიამოვნო საურთიერთო ადამიანი, რაშიც გამიმართლა. მსუბუქად წავივარჯიშეთ, რითაც თვითონ კმაყოფილი დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა, ვნახოთ, რა როგორ იქნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: Levan Leko Chkonia

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება