პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები
სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სარ­ფის სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტზე თურ­ქი მე­ბა­ჟე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ორ მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ამ წუ­თებ­ში სარ­ფის სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტთან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პო­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, აქ­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30-მდე პირი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათი მტკი­ცე­ბით, შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და.

ამას­თან, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი თურ­ქე­თის მხა­რეს იმ­ყო­ფე­ბი­ან და არ იცი­ან, ისი­ნი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ.

"რომ გა­და­დი­ო­და სა­ზღვარ­ზე ჩა­ურ­ტყეს "ნიფ­ტა­ლი" (ერ­თდღი­ა­ნი აკ­რძალ­ვა თურ­ქეთ­ში შეს­ვლა­ზე). ამ ბიჭ­მა არ იცო­და თურ­ქუ­ლი და ვერ მიხ­ვდა, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. რო­დე­საც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, მე­ბა­ჟე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ისე ცე­მეს, რომ ორი ადა­მი­ა­ნი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს", - გა­ნა­ცხა­და რეზო ჩან­და­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვი­ნა­ი­დან ინ­ცი­დენ­ტი თურ­ქე­თის მხა­რეს მოხ­და, ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უნდა ჰქონ­დეს. თა­ვის მხრივ, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ მათ­თვის მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრაპ­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს, იქ აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი ჭო­რის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­გან მი­ი­ღეს და ახლა გა­და­მოწ­მე­ბის ეტაპ­ზე არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები

სარფში თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე სცემეს? - რას ყვებიან დაზარალებულების ახლობლები

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აქციას მართავენ.

იხილეთ ვიდეო

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაში დაახლოებით 30-მდე პირი მონაწილეობს. მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ამასთან, როგორც დაზარალებულების ახლობლები აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"რომ გადადიოდა საზღვარზე ჩაურტყეს "ნიფტალი" (ერთდღიანი აკრძალვა თურქეთში შესვლაზე). ამ ბიჭმა არ იცოდა თურქული და ვერ მიხვდა, სად უნდა წასულიყო. როდესაც სხვა მიმართულებით წავიდა, მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე ცემეს, რომ ორი ადამიანი სასწრაფოს მანქანით რეანიმაციაში წაიყვანეს", - განაცხადა რეზო ჩანდარაძემ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ვინაიდან ინციდენტი თურქეთის მხარეს მოხდა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძის უწყებაში განმარტეს, რომ მათთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია ცნობილი არაა.

რაც შეეხება ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს, იქ აცხადებენ, რომ ინფორმაცია ასეთი ჭორის გავრცელების შესახებ საქართველოს საპატრულო პოლიციისგან მიიღეს და ახლა გადამოწმების ეტაპზე არიან.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა