პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას
საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას

გა­სულ კვი­რას აშშ-ის რამ­დე­ნი­მე შტატ­ში ლის­ტე­რი­ო­ზის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე კი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას დღემ­დე გა­დის.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა ნედ­ლი (არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი) რძის­გან, სა­ხელ­წო­დე­ბით Ouleout დამ­ზა­დე­ბულ­მა ყველ­მა გა­მო­იწ­ვია. ბაქ­ტე­რია, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია, ლის­ტე­რი­ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა ნედლ, არა­პას­ტე­რი­ზე­ბულ რძე­ში, ამ რძით დამ­ზა­დე­ბულ რძის პრო­დუქ­ტებ­ში და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცია რძის ხა­რის­ხის კუ­თხით არც სა­ქარ­თვე­ლო­შია.

2015 წლის 1 აგ­ვის­ტო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი ამოქ­მედ­და, რო­მე­ლიც ეტი­კე­ტებ­ზე პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღის, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მი­თი­თე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა რძის პრო­დუქ­ტე­ბის, მათ შო­რის, ყვე­ლის ეტი­კე­ტი­რე­ბა აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში ისევ არ ხდე­ბა. რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო დახლზე წარ­მოდ­გე­ნილ პრო­დუქ­ცი­ას თან უნდა ახ­ლდეს ინ­ფორ­მა­ცია, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მიკ­ვლე­ვა­დო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქუ­ჩა­ში მო­ვაჭ­რე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ ნა­წარმს ეტი­კე­ტი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

ნედ­ლი რძი­სა და ყვე­ლის ხა­რის­ხი კი­დევ ერთხელ გახ­და ფარ­თო დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის მას მერე, რაც "ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე ანა მი­ქა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­და, რომ ბა­ზარ­ში ნა­ყიდ ყველს არ გა­ე­კა­რონ. ანა მი­ქა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თუ­ლი რძე მას­ტი­ტით და ბრუ­ცე­ლო­ზით არის სავ­სე.

"ეს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო პრობ­ლე­მაა. ძრო­ხას, რო­მე­ლიც არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბა, ემარ­თე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. რძის ჩა­ბა­რე­ბი­სას მას­ტი­ტი­სა და ბრუ­ცე­ლი­ო­ზის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვას გა­და­ვა­წყდი, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ით გა­და­ვა­მოწ­მე. მას­ტი­ტი­ა­ნი (და­ა­ვა­დე­ბუ­ლი) რძე პას­ტე­რი­ზე­ბის დროს იჭ­რე­ბა, ვერ უძ­ლებს პას­ტე­რი­ზე­ბას და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა. მის­გან ნორ­მა­ლურ ყველს ვერ და­ამ­ზა­დებთ. ამის გამო თით­ქმის 10 ტონა რძის გა­დას­ხმა მოგ­ვი­წია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ფერ­მე­რი ეშ­მა­კობს და მა­ინც ამ­ზა­დებს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რძით ყველს და ყი­დი­ან", - აცხა­დებს ანა მი­ქა­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რძის პას­ტე­რი­ზე­ბის რე­ჟიმს გვერდს უვ­ლი­ან და ნედ­ლი რძი­დან ამ­ზა­დე­ბენ ყველს, რაც სა­ში­შია. პას­ტე­რი­ზა­ცია ნიშ­ნავს რძის გა­ცხე­ლე­ბას იმ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც ჩვენ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ე.წ. ბი­ო­ლო­გი­უ­რი აგენ­ტე­ბი იღუ­პე­ბი­ან.

ნედ­ლი რძის­გან მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლი დიდ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა იმ და­ა­ვა­დე­ბას შე­ი­ცავს, რაც შე­საძ­ლოა სა­ქო­ნელს ჰქონ­დეს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუ­ცე­ლო­ზია, რო­მე­ლიც ხში­რად იფეთ­ქებს ხოლ­მე ცხო­ვე­ლებ­ში.

ბრუ­ცე­ლო­ზი სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ავ­დე­ბა, რომ­ლი­თაც ძი­რი­თა­დად ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ავად­დე­ბი­ან. ცხო­ვე­ლებ­ში და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ადა­მი­ა­ნე­ბის ბრუ­ცე­ლო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბა ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტი­სას ან მის­გან მი­ღე­ბუ­ლი პო­დუქ­ტის­გან ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მის­გან მი­ღე­ბუ­ლი რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. ბრუ­ცე­ლო­ზის კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, წო­ნის დაკ­ლე­ბა.

გა­სულ წელს სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ბრუ­ცე­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უფა­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს გა­მოკ­ვლე­უ­ლი 65 626 ცხო­ვე­ლი­დან 1 002-ს ბრუ­ცე­ლო­ზი აღ­მო­აჩ­ნდა.

"რო­დე­საც საკ­ვებს ვყი­დუ­ლობთ, ისეთ ად­გი­ლას მა­ინც უნდა ვი­ყი­დოთ, სა­დაც ეს წე­სე­ბი და­ცუ­ლია. თუ შე­ძე­ნილ პრო­დუქტს ვერ ვხარ­შავთ, იმ გამ­ყიდ­ველს უნდა ვენ­დოთ, სა­დაც ის შე­ვი­ძი­ნეთ. თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ სა­ეჭ­ვო ად­გი­ლებ­ში პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის­გან", - აცხა­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

ცნო­ბის­თვის: აშშ-ის 20 შტატ­ში ნედ­ლი რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია, ევ­რო­პა­ში არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტებს და­მა­ტე­ბი­თი ეტი­კე­ტი უნდა ჰქონ­დეს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის შე­ძე­ნა მხო­ლოდ ფერ­მებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ყვე­ლის არ­ჩე­ვი­სას შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ:

  • ყვე­ლი უნდა იყოს პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აა;
  • უნდა იყოს შე­ფუ­თუ­ლი და ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ზუს­ტად იცო­დეს, რა პრო­დუქტს ყი­დუ­ლობს;
  • ყვე­ლის გა­და­ნა­ჭე­რის ოდ­ნავ მოყ­ვი­თა­ლო ფერი მის ცხი­მი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ცხი­მი­ა­ნი ყვე­ლი კი უფრო გემ­რი­ე­ლია. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მომ­ხმა­რებ­ლის მო­სა­ტყუ­ი­ლებ­ლად ყველ­ში ყვი­თელ სა­ღე­ბავს უმა­ტე­ბენ. ასე­თი ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­საც­ნო­ბად და­უკ­ვირ­დით ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას გა­და­ნა­ჭერ­ზე: სა­ღე­ბა­ვით და­მუ­შა­ვე­ბულ ყველს კი­დე­ე­ბი უფრო მუქი აქვს, ვიდ­რე შიდა ნა­წი­ლი ან იგი არა­თა­ნა­ბა­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა. ჩვე­უ­ლებ­რივ ცხი­მი­ან ყველს კი - პი­რი­ქით, მუქი აქვს შიდა ნა­წი­ლი და თა­ნა­ბა­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა
  • კარ­გი ხა­რის­ხის ქარ­ხნულ ყვე­ლი გა­და­ნა­ჭერ­ზე ერ­თგვა­რო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რი­საა, თა­ნა­ბა­რი ნას­ვრე­ტე­ბით. იგი არ უნდა იყოს ფა­შა­რი და ფშვნა­დი. მისი ზე­და­პი­რი უნდა იყოს მა­გა­რი და ერ­თგვა­რო­ვა­ნი, ნა­ხეთ­ქე­ბის ან თეთ­რი ნა­ფიფ­ქის გა­რე­შე. ყვე­ლის ზე­და­პი­რი არ უნდა იყოს ტე­ნი­ა­ნი ან წებ­ვა­დი (სლი­კი­ნა);
  • არ შე­ი­ძი­ნოთ ყვე­ლი, რო­მელ­საც კან­ზე ობი აქვს მო­კი­დე­ბუ­ლი ან კანი ჩა­მოჭ­რი­ლი აქვს.
  • იმე­რუ­ლი ყვე­ლი და სულ­გუ­ნი რბი­ლი, დრე­კა­დი, პლას­ტი­კუ­რი უნდა იყოს. სულ­გუნ­ზე თი­თის მსუ­ბუ­ქი და­ჭე­რი­სას უნდა ჩნდე­ბო­დეს რძის წვე­თე­ბი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას

საკვები, რომელიც კლავს - რა უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივ ბაზარზე ყველის შეძენისას

გასულ კვირას აშშ-ის რამდენიმე შტატში ლისტერიოზის გავრცელების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი კლინიკაში მკურნალობას დღემდე გადის.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაავადება ნედლი (არაპასტერიზებული) რძისგან, სახელწოდებით Ouleout დამზადებულმა ყველმა გამოიწვია. ბაქტერია, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ლისტერიის სახელითაა ცნობილი და ძირითადად გვხვდება ნედლ, არაპასტერიზებულ რძეში, ამ რძით დამზადებულ რძის პროდუქტებში და ხორცპროდუქტებში.

განსაკუთრებულად სახარბიელო სიტუაცია რძის ხარისხის კუთხით არც საქართველოშია.

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ეტიკეტებზე პროდუქციის შემადგენლობის, დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, ასევე მწარმოებლის მითითებას ითვალისწინებს, თუმცა რძის პროდუქტების, მათ შორის, ყველის ეტიკეტირება აგრარულ ბაზრებში ისევ არ ხდება. რეგლამენტის თანახმად, სარეალიზაციო დახლზე წარმოდგენილ პროდუქციას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მიკვლევადობა შესაძლებელი იყოს, თუმცა რეგლამენტის ამოქმედების მიუხედავად, ქუჩაში მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მათ ნაწარმს ეტიკეტირება არ სჭირდება.

ნედლი რძისა და ყველის ხარისხი კიდევ ერთხელ გახდა ფართო დისკუსიის საგანი მომხმარებლებს შორის მას მერე, რაც "ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა მიქაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მომხმარებელს მოუწოდა, რომ ბაზარში ნაყიდ ყველს არ გაეკარონ. ანა მიქაძის განმარტებით, ქართული რძე მასტიტით და ბრუცელოზით არის სავსე.

"ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა. ძროხას, რომელიც არის ბიოლოგიური არსება, ემართება გარკვეული დაავადებები. რძის ჩაბარებისას მასტიტისა და ბრუცელიოზის რამდენიმე შემთხვევას გადავაწყდი, რაც ლაბორატორიით გადავამოწმე. მასტიტიანი (დაავადებული) რძე პასტერიზების დროს იჭრება, ვერ უძლებს პასტერიზებას და გამოუსადეგარი ხდება. მისგან ნორმალურ ყველს ვერ დაამზადებთ. ამის გამო თითქმის 10 ტონა რძის გადასხმა მოგვიწია. თუმცა, ზოგიერთი ფერმერი ეშმაკობს და მაინც ამზადებს დაავადებული რძით ყველს და ყიდიან“, - აცხადებს ანა მიქაძე.

სპეციალისტთა განცხადებით, სახლის პირობებში რძის პასტერიზების რეჟიმს გვერდს უვლიან და ნედლი რძიდან ამზადებენ ყველს, რაც საშიშია. პასტერიზაცია ნიშნავს რძის გაცხელებას იმ ტემპერატურაზე, რა ტემპერატურაზეც ჩვენთვის არასასურველი ე.წ. ბიოლოგიური აგენტები იღუპებიან.

ნედლი რძისგან მიღებული ყველი დიდ რისკთან არის დაკავშირებული. არაპასტერიზებული ყველა იმ დაავადებას შეიცავს, რაც შესაძლოა საქონელს ჰქონდეს. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება საქართველოში ბრუცელოზია, რომელიც ხშირად იფეთქებს ხოლმე ცხოველებში.

ბრუცელოზი საშიში ინფექციური დაავდება, რომლითაც ძირითადად შინაური ცხოველები ავადდებიან. ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანების ბრუცელოზით ინფიცირება ცხოველთან კონტაქტისას ან მისგან მიღებული პოდუქტისგან ხდება, განსაკუთრებით საშიშია მისგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები. ბრუცელოზის კლინიკური სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს გამოკვლეული 65 626 ცხოველიდან 1 002-ს ბრუცელოზი აღმოაჩნდა.

"როდესაც საკვებს ვყიდულობთ, ისეთ ადგილას მაინც უნდა ვიყიდოთ, სადაც ეს წესები დაცულია. თუ შეძენილ პროდუქტს ვერ ვხარშავთ, იმ გამყიდველს უნდა ვენდოთ, სადაც ის შევიძინეთ. თავი უნდა შევიკავოთ საეჭვო ადგილებში პროდუქციის შეძენისგან“, - აცხადებენ სპეციალისტები.

ცნობისთვის: აშშ-ის 20 შტატში ნედლი რძით დამზადებული პროდუქტების გაყიდვა აკრძალულია, ევროპაში არაპასტერიზებული რძის პროდუქტებს დამატებითი ეტიკეტი უნდა ჰქონდეს, დიდ ბრიტანეთში კი არაპასტერიზებული რძის შეძენა მხოლოდ ფერმებშია შესაძლებელი.

ყველის არჩევისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ყველი უნდა იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული, რაც უსაფრთხოების გარანტიაა;
  • უნდა იყოს შეფუთული და ეტიკეტირებული, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა პროდუქტს ყიდულობს;
  • ყველის გადანაჭერის ოდნავ მოყვითალო ფერი მის ცხიმიანობაზე მიუთითებს. ცხიმიანი ყველი კი უფრო გემრიელია. თუმცა სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა მომხმარებლის მოსატყუილებლად ყველში ყვითელ საღებავს უმატებენ. ასეთი ფალსიფიკაციის გამოსაცნობად დაუკვირდით ყვითელი შეფერილობის განაწილებას გადანაჭერზე: საღებავით დამუშავებულ ყველს კიდეები უფრო მუქი აქვს, ვიდრე შიდა ნაწილი ან იგი არათანაბარი შეფერილობისაა. ჩვეულებრივ ცხიმიან ყველს კი - პირიქით, მუქი აქვს შიდა ნაწილი და თანაბარი შეფერილობისაა
  • კარგი ხარისხის ქარხნულ ყველი გადანაჭერზე ერთგვაროვანი სტრუქტურისაა, თანაბარი ნასვრეტებით. იგი არ უნდა იყოს ფაშარი და ფშვნადი. მისი ზედაპირი უნდა იყოს მაგარი და ერთგვაროვანი, ნახეთქების ან თეთრი ნაფიფქის გარეშე. ყველის ზედაპირი არ უნდა იყოს ტენიანი ან წებვადი (სლიკინა);
  • არ შეიძინოთ ყველი, რომელსაც კანზე ობი აქვს მოკიდებული ან კანი ჩამოჭრილი აქვს.
  • იმერული ყველი და სულგუნი რბილი, დრეკადი, პლასტიკური უნდა იყოს. სულგუნზე თითის მსუბუქი დაჭერისას უნდა ჩნდებოდეს რძის წვეთები.

"31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია" - მარინა ეზუგბაია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია

საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს