მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი ევროპელის" განცდები, ანუ როგორ ვიმოგზაურე ევროპაში საბჭოელ მშობლებთან ერთად
"პირველი ევროპელის" განცდები, ანუ როგორ ვიმოგზაურე ევროპაში საბჭოელ მშობლებთან ერთად

1987 წლის 2 აპ­რილს საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე. რე­ჟი­მის გა­დამ­კი­დე, მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის თა­ო­ბას ევ­რო­პა­ზე "ფიქ­რიც" აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და და ალ­ბათ არც უოც­ნე­ბი­ათ, რომ ოდეს­მე, ევ­რო­პა­ში წა­ვი­დოდ­ნენ, თა­ნაც უვი­ზოდ.

სა­ერ­თოდ, ადრე ევ­რო­პუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შოვ­ნაც რთუ­ლი იყო, მით უმე­ტეს, მა­ღალმთი­ან აჭა­რამ­დე არა­ფე­რი აღ­წევ­და. დე­და­ჩემს "გა­უ­მარ­თლა" - ნა­თე­სავ­მა მე­ზღვა­ურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის, რის ვაი-ვაგ­ლა­ხით, ევ­რო­პი­დან გა­მო­ი­ყო­ლა სა­პა­ტარ­ძლო კაბა... საბ­ჭო­თა ხალ­ხის­თვის დე­ფი­ცი­ტუ­რი და "იმ­პორ­ტულ სა­ქო­ნე­ლად" წო­დე­ბუ­ლი ტან­საც­მლის უზარ­მა­ზა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი დე­და­ჩემ­მა პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 60 წლის ასაკ­ში, ბუ­და­პეშ­ტში ნახა და ყვე­ლა­ზე მე­ტად H&M მო­ე­წო­ნა.

ვი­საც ევ­რო­პა­ში ერთხელ მა­ინც უმოგ­ზა­უ­რია, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უკეთ იცის, რა დის­კომ­ფორ­ტს უკავ­შირ­დე­ბო­და ვი­ზის­თვის სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, სა­კონ­სუ­ლოს­თან რიგ­ში დგო­მა (თით­ქმის მთელ დღეს რომ გარ­თმევ­და), ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ბა­რე­ბა და შემ­დეგ "გა­ნა­ჩე­ნის" მო­ლო­დი­ნი - გაძ­ლევ­დნენ თუ არა ვი­ზას. ამას ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ არ ღირ­და გა­რის­კვა და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა, რის გა­მოც ხან­და­ხან, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ჯავ­შნა იყო სა­ჭი­რო, ვიდ­რე "სა­კონ­სუ­ლო­დან თეთ­რი კვამ­ლი არ ამო­ვი­დო­და". გარ­და ამი­სა, ვი­ზის ასა­ღე­ბად ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში მი­მოს­ვლა ცალ­კე დის­კომ­ფო­რი იყო. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის გამო, დე­და­ჩემს არას­დროს უმოგ­ზა­უ­რია, მა­მა­ჩე­მი კი თა­ვის დრო­ზე, მხო­ლოდ სსრკ-ს სა­ზღვრებ­ში და­დი­ო­და.

2017 წლის იან­ვარ­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ მკი­თხა, სად და რო­გორ ვი­სურ­ვებ­დი 30-ე და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია - მოგ­ზა­უ­რო­ბა მინ­დო­და. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა უკვე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ მარ­ტის ბო­ლო­დან უვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­დე­ბა, ამი­ტო­მაც, შევ­თა­ვა­ზეთ მშობ­ლებს, ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით "ევ­რო­პებ­ში უვი­ზოდ". იან­ვარ­ში­ვე ვი­ყი­დეთ პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის ქუ­თა­ი­სი-ბუ­და­პეშ­ტის ბი­ლე­თე­ბი, ძა­ლი­ან ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად - ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ორი­ვე გზა 150 ლა­რად (იმა­ზე ია­ფია, ვიდ­რე ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სი).

28 მარ­ტი­დან უვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და. მის ამოქ­მე­დე­ბამ­დეც და შემ­დეგ დღე­ებ­შიც, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კამ­პა­ნია - რა სა­ბუ­თე­ბი იყო სა­ჭი­რო უვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და რა შე­იძ­ლე­ბო­და ეკი­თხა მე­ბა­ჟეს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას. უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს სა­ჭი­როა - ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი; სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა იმ­დე­ნი დღის, რამ­დე­ნი­თაც მი­დი­ხართ; დღი­უ­რი თან­ხა - ნაღ­დი ფული მი­ნი­მუმ 50 ევრო ან სა­ბან­კო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი და სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი. და­მა­ტე­ბით ავი­ღე ცნო­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის.

მო­ვი­და 1-ელი აპ­რი­ლიც. ქუ­თა­ი­სის კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას ქარ­თველ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა პას­პორ­ტე­ბი შე­ა­მო­წეს და გვკი­თხეს, ვი­ცო­დით თუ არა რა სა­ბუ­თე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და მო­ე­თხო­ვათ უნ­გრეთ­ში შეს­ვლი­სას. ჩას­ხდო­მამ­დე დრო მქონ­და და მგზავ­რე­ბი გა­მოვ­კი­თხე, უვი­ზოდ მი­დი­ოდ­ნენ თუ ვი­ზით. ზუსტ სტა­ტის­ტი­კას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 80%-ს ჰქონ­და ვიზა, და­ნარ­ჩე­ნი 20% კი პირ­ვე­ლად მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით უვი­ზოდ.

დე­და­ჩემს აფ­რე­ნა და დაშ­ვე­ბა არ მო­ე­წო­ნა, ცო­ტა­თი შე­ე­შინ­და და ყუ­რე­ბიც და­უ­გუბ­და. 178 ადა­მი­ა­ნი ჩავფრინ­დით ბუ­და­პეშ­ტში, უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი. თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლებს ავ­ტო­ბუ­სი დაგ­ვხვდა "გე­ი­თამ­დე" რომ მი­ვეყ­ვა­ნეთ. 50 წლამ­დე ქალ­მა, რო­მე­ლიც მარ­ტო იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლად მგზავ­რობ­და, შეც­ბუ­ნე­ბულ­მა მკი­თხა, ავ­ტო­ბუ­სით რა­ტომ მივ­ყა­ვართ, უკან ხომ არ გვაბ­რუ­ნე­ბე­ნო. ავუხ­სე­ნი, რომ ეს ავ­ტო­ბუ­სი მიგ­ვიყ­ვან­და აე­რო­პორ­ტში და შემ­დეგ გა­ვივ­ლი­დით სა­სა­ზღვრო კონ­ტროლს.

მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ი­წევ­და წინ, ჩქა­რობ­დნენ, ყვე­ლას პირ­ველს უნ­დო­და გამ­შვებ პუნ­ქტამ­დე მის­ვლა. ამ სიჩ­ქა­რე­ში არც ერთი "სულსწრა­ფი მგზავ­რი" არ და­აკ­ვირ­და წი­თელ ხაზს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მას შემ­დეგ უნდა გა­დაკ­ვე­თო, როცა შენი სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის რიგი მოვა. უცებ მე­გო­ნა, რომ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე ვი­ყა­ვით, სა­დაც მე­სა­ზღვრეს გარ­შე­მო ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ხუ­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­მა­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობს და­ას­წროს გვერ­დით მდგომს და მე­ბა­ჟეს ჩას­ჩა­როს პას­პორ­ტი ხელ­ში.

უნ­გრელ­მა მე­სა­ზღვრემ ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად, ხე­ლით ანიშ­ნა "სულსწრაფ მგზავ­რებს" რომ წი­თე­ლი ხა­ზის უკან და­ე­კა­ვე­ბი­ნათ რიგი. და­ი­წყო სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლიც. სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი მო­ქა­ლა­ქის­თვის, უვი­ზოდ მგავ­რობ­და თუ ვი­ზით, მე­სა­ზღვრე­ებს არ და­უს­ვამთ არ­ცერ­თი კი­თხვა და არ მო­უ­თხო­ვი­ათ არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი, პას­პორ­ტის გარ­და.

სას­ტუმ­რო­ში 2 სა­ა­თის მერე მი­ვე­დით, მიმ­ღებ­ში გვკი­თხეს, დღეს ბევ­რი ქარ­თვე­ლი და­ვა­ბი­ნა­ვეთ და რა ხდე­ბა, რა­ტომ ჩა­მოხ­ვე­დი­თო. მეც ავუხ­სე­ნი, უვი­ზოდ მი­მოს­ვლა შე­ვი­და ძა­ლა­ში და სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­მო­ვი­და ხალ­ხი-მეთ­ქი. სა­სი­ა­მოვ­ნოა, ხში­რად ია­რე­თო.

2017 წლის 2 აპ­რი­ლი. ჩემი და­ბა­დე­ბის დღე მდი­ნა­რე დუ­ნა­ი­ზე, კრუ­იზ­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა და გემ­რი­ე­ლი ვახ­შა­მი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

3 დღის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რე­გის­ტრა­ცი­ი­სას და შემ­დეგ თვითმფრი­ნავ­ში ვნა­ხე მგზავ­რე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვიფ­რი­ნეთ ბუ­და­პეშ­ტამ­დე. გა­მი­ხარ­და რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. არ მა­ვი­წყდე­ბა ის 50 წლის ქალი, რო­მელ­საც ჩაფ­რე­ნი­სას ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლა არ უნ­დო­და. მინ­და, ისიც დაბ­რუნ­დეს და არ და­არ­ღვი­ოს უვი­ზო რე­ჟი­მის წე­სე­ბი.

#უვი­ზოდ­კა­ია #ევ­რო­პა­კა­ია #ნუ­და­ვარ­ღვევ­თუ­ვი­ზოს­წე­სებს #წა­ვი­დეთ­და­ი­სევ­ჩა­მო­ვი­დეთ #ბევ­რი­ვი­მოგ­ზა­უ­როთ

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"პირველი ევროპელის" განცდები, ანუ როგორ ვიმოგზაურე ევროპაში საბჭოელ მშობლებთან ერთად

"პირველი ევროპელის" განცდები, ანუ როგორ ვიმოგზაურე ევროპაში საბჭოელ მშობლებთან ერთად

1987 წლის 2 აპრილს საბჭოთა საქართველოში დავიბადე. რეჟიმის გადამკიდე, მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობას ევროპაზე "ფიქრიც" აკრძალული ჰქონდა და ალბათ არც უოცნებიათ, რომ ოდესმე, ევროპაში წავიდოდნენ, თანაც უვიზოდ.

საერთოდ, ადრე ევროპული პროდუქციის შოვნაც რთული იყო, მით უმეტეს, მაღალმთიან აჭარამდე არაფერი აღწევდა. დედაჩემს "გაუმართლა" - ნათესავმა მეზღვაურმა სპეციალურად მისთვის, რის ვაი-ვაგლახით, ევროპიდან გამოიყოლა საპატარძლო კაბა... საბჭოთა ხალხისთვის დეფიციტური და "იმპორტულ საქონელად" წოდებული ტანსაცმლის უზარმაზარი კოლექციები დედაჩემმა პირველად რამდენიმე დღის წინ, 60 წლის ასაკში, ბუდაპეშტში ნახა და ყველაზე მეტად H&M მოეწონა.

ვისაც ევროპაში ერთხელ მაინც უმოგზაურია, ალბათ ყველაზე უკეთ იცის, რა დისკომფორტს უკავშირდებოდა ვიზისთვის საბუთების შეგროვება, საკონსულოსთან რიგში დგომა (თითქმის მთელ დღეს რომ გართმევდა), ხშირ შემთხვევაში გასაუბრებაზე დაბარება და შემდეგ "განაჩენის" მოლოდინი - გაძლევდნენ თუ არა ვიზას. ამას ისიც ემატებოდა, რომ არ ღირდა გარისკვა და თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა, რის გამოც ხანდახან, რამდენჯერმე გადაჯავშნა იყო საჭირო, ვიდრე "საკონსულოდან თეთრი კვამლი არ ამოვიდოდა". გარდა ამისა, ვიზის ასაღებად ბათუმიდან თბილისში მიმოსვლა ცალკე დისკომფორი იყო. მოკლედ, ამ ყველაფრის გამო, დედაჩემს არასდროს უმოგზაურია, მამაჩემი კი თავის დროზე, მხოლოდ სსრკ-ს საზღვრებში დადიოდა.

2017 წლის იანვარში ჩემმა მეუღლემ მკითხა, სად და როგორ ვისურვებდი 30-ე დაბადების დღის აღნიშვნას. ბევრი არც მიფიქრია - მოგზაურობა მინდოდა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მარტის ბოლოდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ამიტომაც, შევთავაზეთ მშობლებს, ერთად წავსულიყავით "ევროპებში უვიზოდ". იანვარშივე ვიყიდეთ პირველი აპრილის ქუთაისი-ბუდაპეშტის ბილეთები, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად - ერთი ადამიანისთვის ორივე გზა 150 ლარად (იმაზე იაფია, ვიდრე ბათუმი-თბილისის ავიარეისი).

28 მარტიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. მის ამოქმედებამდეც და შემდეგ დღეებშიც, აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია - რა საბუთები იყო საჭირო უვიზო რეჟიმის პირობებში მოგზაურობისთვის და რა შეიძლებოდა ეკითხა მებაჟეს საზღვრის გადაკვეთისას. უვიზოდ მოგზაურობის დროს საჭიროა - ბიომეტრიული პასპორტი; სამოგზაურო დაზღვევა იმდენი დღის, რამდენითაც მიდიხართ; დღიური თანხა - ნაღდი ფული მინიმუმ 50 ევრო ან საბანკო უზრუნველყოფა; უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. დამატებით ავიღე ცნობა სამსახურიდან, რაც სავალდებულო არ არის.

მოვიდა 1-ელი აპრილიც. ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში რეგისტრაციისას ქართველმა მესაზღვრეებმა პასპორტები შეამოწეს და გვკითხეს, ვიცოდით თუ არა რა საბუთები შეიძლებოდა მოეთხოვათ უნგრეთში შესვლისას. ჩასხდომამდე დრო მქონდა და მგზავრები გამოვკითხე, უვიზოდ მიდიოდნენ თუ ვიზით. ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების 80%-ს ჰქონდა ვიზა, დანარჩენი 20% კი პირველად მივემგზავრებოდით უვიზოდ.

დედაჩემს აფრენა და დაშვება არ მოეწონა, ცოტათი შეეშინდა და ყურებიც დაუგუბდა. 178 ადამიანი ჩავფრინდით ბუდაპეშტში, უმრავლესობა ქართველები. თვითმფრინავიდან ჩამოსულებს ავტობუსი დაგვხვდა "გეითამდე" რომ მივეყვანეთ. 50 წლამდე ქალმა, რომელიც მარტო იყო და სავარაუდოდ, პირველად მგზავრობდა, შეცბუნებულმა მკითხა, ავტობუსით რატომ მივყავართ, უკან ხომ არ გვაბრუნებენო. ავუხსენი, რომ ეს ავტობუსი მიგვიყვანდა აეროპორტში და შემდეგ გავივლიდით სასაზღვრო კონტროლს.

მგზავრების უმეტესობა, რატომღაც, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ჩქარობდნენ, ყველას პირველს უნდოდა გამშვებ პუნქტამდე მისვლა. ამ სიჩქარეში არც ერთი "სულსწრაფი მგზავრი" არ დააკვირდა წითელ ხაზს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაკვეთო, როცა შენი საპასპორტო კონტროლის რიგი მოვა. უცებ მეგონა, რომ სარფის საბაჟოზე ვიყავით, სადაც მესაზღვრეს გარშემო ერთმანეთზე მიხუტებული ხალხი გამალებული ცდილობს დაასწროს გვერდით მდგომს და მებაჟეს ჩასჩაროს პასპორტი ხელში.

უნგრელმა მესაზღვრემ ძალიან თავაზიანად, ხელით ანიშნა "სულსწრაფ მგზავრებს" რომ წითელი ხაზის უკან დაეკავებინათ რიგი. დაიწყო საპასპორტო კონტროლიც. საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის, უვიზოდ მგავრობდა თუ ვიზით, მესაზღვრეებს არ დაუსვამთ არცერთი კითხვა და არ მოუთხოვიათ არანაირი საბუთი, პასპორტის გარდა.

სასტუმროში 2 საათის მერე მივედით, მიმღებში გვკითხეს, დღეს ბევრი ქართველი დავაბინავეთ და რა ხდება, რატომ ჩამოხვედითო. მეც ავუხსენი, უვიზოდ მიმოსვლა შევიდა ძალაში და სამოგზაუროდ ჩამოვიდა ხალხი-მეთქი. სასიამოვნოა, ხშირად იარეთო.

2017 წლის 2 აპრილი. ჩემი დაბადების დღე მდინარე დუნაიზე, კრუიზში აღვნიშნეთ. ცოცხალი მუსიკა და გემრიელი ვახშამი საყვარელ ადამიანებთან ძალიან სასიამოვნო იყო.

3 დღის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში, რეგისტრაციისას და შემდეგ თვითმფრინავში ვნახე მგზავრები, რომლებთან ერთადაც ვიფრინეთ ბუდაპეშტამდე. გამიხარდა რომ ბრუნდებოდნენ. არ მავიწყდება ის 50 წლის ქალი, რომელსაც ჩაფრენისას ავტობუსში ასვლა არ უნდოდა. მინდა, ისიც დაბრუნდეს და არ დაარღვიოს უვიზო რეჟიმის წესები.

#უვიზოდკაია #ევროპაკაია #ნუდავარღვევთუვიზოსწესებს #წავიდეთდაისევჩამოვიდეთ #ბევრივიმოგზაუროთ

ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE-სთვის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი