თბილისში კიდურების დაგრძელების ოპერაციების ჩატარება დაიწყო. პროცედურის ჩატარება როგორც კომეტიკური მიზნით, ისე შეძენილი და თანდაყოლილი პათოლოგიების შემთხვევაში შეიძლება. ოპერაციებს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ზურაბ ორაგველიძე ხელმძღვანელობს.
"ამის გაკეთება ელიზაროვის აპარატის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც დიდი ხანია არსებობს, ეს საკითხი ჩვენ ახლა წამოვწიეთ. ძვალზე სპეციალური რგოლები მაგრდება, რომელიც პაციენტმა ჭანჭიკის მეშვეობით თავად უნდა მართოს. ეს არის უსისხლო ოპერაცია და აპარატის გამოღების პროცედურაც უმტკივნეულოა. პროცედურის დროს, თვენახევარში ძვლის დაახლოებით, ერთი სანტიმეტრით ზრდა ხდება. მისაღები 4-5 სმ-ით გაწელვაა.
ძვალთან ერთად, სისხლძარღვები და ნერვებიც იჭიმება,"-განმარტავს ის. ზურაბ ორაგველიძის თქმით, შესაძლებელია, როგორც ფეხების, ისე მხრისა და ზედა კიდურის დაგრძელებაც. წაიკითხეთ გაგრძელება