პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მა ჰქო­ნი­ათ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რა­მაც შემ­დგომ მათ ფსი­ქი­კას გარ­კვე­უ­ლი ტრამ­ვა მი­ა­ყე­ნა, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ დეპ­რე­სი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა დეპ­რე­სია მხო­ლოდ ერთი სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით არ აიხ­სნე­ბა, მას აქვს თან­მხლე­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი.

რა არის დეპ­რე­სია? ვის და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ის? რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ამ ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის­გან? - ამ თე­მა­ზე ვრცლად გვე­სა­უბ­რე­ბა ნინო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, შპს "ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

- პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი დეპ­რე­სი­ის ტი­პურ სიმპტო­მებ­ზე მე­ლან­ქო­ლი­ის სა­ხით, აღ­წე­რი­ლია მე­სო­პო­ტა­მურ წყა­რო­ებ­ში, თუმ­ცა ტერ­მი­ნი დეპ­რე­სია ჯერ კი­დევ XIV სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, შემ­დეგ XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და გუ­ლის­ხმობ­და სუ­ლის, სუ­ლი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას...

დეპ­რე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ერთი რო­მე­ლი­მე პრობ­ლე­მით არ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რად­გა­ნაც გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვალ­გვა­რია.

დღეს ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლი, ისე გა­ნი­ხი­ლე­ბა და დეპ­რე­სი­ის მი­ზე­ზე­ბი არის რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ბევრ სე­რი­ო­ზულ ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მას იძ­ლე­ვა და მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დეპ­რე­სი­ას უწო­დე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გარ­და (რო­გო­რი­ცაა სე­რო­ტო­ნი­ნის და სხვა ნე­ი­რო­მე­დი­ა­ტო­რე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი), დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ცდა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, სირ­ცხვი­ლი და და­ბალ იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე ყოფ­ნა. ამა­ვე დროს, სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ჩნდე­ბა "ხა­ფან­გში გაბ­მუ­ლო­ბის" გან­ცდაც.

- რო­გორ ვლინ­დე­ბა ის, ანუ რო­გო­რია მისი კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი?

- დეპ­რე­სია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ემო­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ დეპ­რე­სია აქვს, გუ­ლის­ხმობს დაქ­ვე­ი­თე­ბულ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას. ის ყო­ველ­თვის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბა. მო­წყე­ნი­ლო­ბის, ან ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის დროს აქვს ორი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლუ­სი, რო­მე­ლიც ნორ­მა­ში ჯდე­ბა და ბა­ნა­ლუ­რი მო­წყე­ნი­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ი­გი­ვოთ მე­დი­ცი­ნა­ში და კერ­ძოდ, ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინ დეპ­რე­სი­ას­თან. როცა ფსი­ქი­ატ­რი ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს დეპ­რე­სია აქვს, აქ სიმპტომ­თა გარ­კვე­ულ ჩა­მო­ნათ­ვალს გუ­ლის­ხმობს - ანუ 5 სიმპტო­მი ერ­თდრო­უ­ლად, სულ მცი­რე 2 კვი­რის მან­ძილ­ზე მა­ინც არ­სე­ბობს.

დეპ­რე­სი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი ვა­რი­ა­ბი­ლუ­რია და 4 ჯგუ­ფად იყო­ფა:

  • პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი - ემო­ცი­უ­რი სფე­როს სიმპტო­მე­ბი: მო­წყე­ნი­ლო­ბა, შფოთ­ვა, ბრა­ზი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის მერ­ყე­ო­ბა, სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა, გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლო­ბა.
  • მე­ო­რე ჯგუ­ფი ქცე­ვას ეხე­ბა - ეს შე­იძ­ლე­ბა ტი­რი­ლით, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბით იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, ასე­ვე მცდე­ლო­ბით, რომ თავი აა­რი­დოს მე­გობ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი უარ­ყო­ფაა. ამ ქცე­ვის ჯგუფ­ში ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა (გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლურ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა), უფრო ნელა მოძ­რა­ობს. თუ ამას შფოთ­ვაც ემა­ტე­ბა, შე­იძ­ლე­ბა აჟი­ტი­რე­ბუ­ლიც იყოს, დამ­შვი­დე­ბას ვერ ახერ­ხებ­დეს;
  • მე­სა­მე ჯგუ­ფი ეს მხო­ლოდ კოგ­ნი­ტი­უ­რი სიმპტო­მე­ბია - აზ­რე­ბია, ანუ სა­კუ­თა­რი თა­ვის კრი­ტი­კა, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, რის გა­მოც ხში­რად პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, რომ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა. ეს კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სუ­ი­ციდ­სა და სიკ­ვდილ­ზეც გა­უჩ­ნდეს აზ­რე­ბი.
  • მე­ო­თხე ჯგუფს ახ­ლავს ფი­ზი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი: ენერ­გი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, ზედ­მე­ტი ძი­ლი­ა­ნო­ბა ან უძი­ლო­ბა, წო­ნის მო­მა­ტე­ბა, ან დაკ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, უც­ნა­უ­რი ტკი­ვი­ლე­ბი და მცდე­ლო­ბა, რომ ეს ტკი­ვი­ლე­ბი ჩა­იხ­შოს, ვთქვათ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ან სხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით...
- დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, არის თუ არა სა­ზი­ა­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, თუ ის მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვნებს...

- არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი შკა­ლე­ბი, ასე­თი ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტვირ­თად რამ­დე­ნად აწ­ვე­ბა (არ იგუ­ლის­ხმე­ბა მისი ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა). ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნი რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რობს, გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლოს, მა­გა­ლი­თად, იშ­რო­მოს, აი­ღოს გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ როცა დეპ­რე­სი­ა­შია, ეს ფუნ­ქცი­ე­ბი დარ­ღვე­უ­ლია და ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა უნა­რე­ბის და­კარ­გვას გა­ნიც­დი­დეს. დიახ, უნა­რი შე­ე­ზღუ­დოს, რის გა­მოც სა­ხელ­მწი­ფოს თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გარ­კვე­უ­ლი გა­სა­ცემ­ლე­ბი გა­უჩ­ნდეს, თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით (პენ­სი­ის სა­ხით), რაც ცხა­დია, გარ­კვე­ულ ტვირ­თად აწ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ისე, დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის აგ­რე­სია უმე­ტე­სად მა­ინც თვით­და­ზი­ა­ნე­ბის ტენ­დენ­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს.

- არის თუ არა ნევ­რო­ზი დეპ­რე­სი­ის გან­შტო­ე­ბა?

- დეპ­რე­სია ცალ­კე ფე­ნო­მე­ნად არის გა­მო­ყო­ფი­ლი და ამი­ტომ შექ­ცე­ვა­დი, გან­მე­ო­რე­ბა­დი დეპ­რე­სი­ის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­მა მხო­ლოდ ერთი დეპ­რე­სი­უ­ლი ეპი­ზო­დი გა­და­ი­ტა­ნოს და შე­იძ­ლე­ბა ის იყოს იმ აფექ­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი, რა­საც ადრე მა­ნი­ა­კა­ლურ-დეპ­რე­სი­უ­ლი ფსი­ქო­ზი ერ­ქვა. დღეს მას ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი ანუ ბი­პო­ლა­რუ­ლი აფექ­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქვია. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ნევ­რო­ზუ­ლი რე­გის­ტრის აშ­ლი­ლო­ბებ­ზე, აქ უპი­რა­ტე­სად შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლდეს ან არ ახ­ლდეს დეპ­რე­სი­უ­ლი სიმპტო­მა­ტი­კა.

- რა რე­კო­მენ­და­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს, რო­გორ აი­რი­დოს დეპ­რე­სია ადა­მი­ან­მა?

- ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცია ბავ­შვო­ბი­დან უნდა იწყე­ბო­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც უკვე მო­ზარ­დზეა სა­უ­ბა­რი, რომ დეპ­რე­სია აღე­ნიშ­ნე­ბა, ეს მჭიდ­როდ კავ­შირ­შია ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მი­ღე­ბულ ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. ბავ­შვო­ბა­ში ტრავ­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფაა, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი ინ­გრე­ვა. ამი­ტომ, პა­ტა­რებ­თან ფრთხი­ლი მო­პყრო­ბაა სა­ჭი­რო. რო­გორც ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რი იტყო­და, "ყვე­ლა­ნი ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ" და ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დის ფსი­ქო-ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას დეპ­რე­სი­ის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხებ­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი როლი ენი­ჭე­ბა.

არა­ჰარ­მო­ნი­ულ ოჯა­ხებ­თან "ბრძო­ლის" კამ­პა­ნია ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რაა, რად­გა­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი შე­და­რე­ბით სრულ­ფა­სო­ვან გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ. ეს ცხოვ­რე­ბის ჯან­მრთე­ლი წე­სის პრე­ვენ­ცი­აა, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის და იმის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რომ ნა­ად­რე­ვად არ მოხ­დეს შე­ხე­ბა ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, ალ­კოჰოლ­თან და მთელ რიგ ისეთ მავ­ნე­ო­ბებ­თან, რა­მაც შემ­დგომ შე­საძ­ლოა ასახ­ვა პო­ვოს დეპ­რე­სი­უ­ლი სიმპტო­მა­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რა­დი დეპ­რე­სი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­ვი­თარ­დეს ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის შე­დე­გად და თუ ეს ხში­რად გან­მე­ორ­დე­ბა, რე­ა­გი­რე­ბის პი­როვ­ნუ­ლი მო­დე­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აღ­ქმის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აქვთ და ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­დე­ბითს პო­უ­ლო­ბენ. ისი­ნი ნაკ­ლე­ბად არი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბი დეპ­რე­სი­ის მი­მართ.

- არ­სე­ბობს თუ არა გარ­კვე­უ­ლი სტა­ტის­ტი­კა, დეპ­რე­სია ქა­ლებს მე­ტად ეძა­ლე­ბათ, თუ მა­მა­კა­ცებს?

- დიახ, ქა­ლე­ბი უფრო მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან დეპ­რე­სი­ის მი­მართ. ქა­ლებ­ში დეპ­რე­სია 2-ჯერ უფრო ხში­რია და მეტი ქრო­ნი­კუ­ლო­ბით თუ შექ­ცე­ვა­დო­ბით, გან­მე­ო­რე­ბი­თო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამა­ვე დროს, ქა­ლებ­ში შე­საძ­ლოა წი­ნას­წარ გან­ჭვრი­ტო მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის პე­რი­ო­დე­ბი და მი­მარ­თო პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სტრა­ტე­გი­ებს, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნო და­ა­ვა­დე­ბის შექ­ცე­ვა­დო­ბა და სიმწვა­ვე.

სა­ერ­თოდ, დეპ­რე­სია ქა­ლებ­ში ცალ­კე თე­მაა, იმი­ტომ, რომ ხში­რად ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დებ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ორ­სუ­ლო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია ან მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი სევ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი სუ­ლაც არ ჰგავს კლა­სი­კურ დეპ­რე­სი­ას, მაგ­რამ მისი გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი არ­სე­ბობს. დეპ­რე­სია ქა­ლებ­ში, გარ­კვე­ულ­წლად, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ო­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ძვრე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამა­ვე დროს, თა­ვად ორ­სუ­ლო­ბა არ ზრდის ფსი­ქი­კუ­რი დე­კომ­პენ­სა­ცი­ის რისკს. დეპ­რე­სი­ი­სად­მი ქალ­თა მო­წყვლა­დო­ბის მი­ზე­ზი ასე­ვეა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, მათ შო­რის - ადა­მი­ა­ნუ­რი თუ სხვა სა­ხის და­ნა­კარ­გე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბა­თა ახა­ლი კლა­სი­ფი­კა­ტო­რი დეპ­რე­სი­ე­ბის ჯგუფ­ში გა­ნი­ხი­ლავს პრე­მენსტრუ­ა­ლურ დის­ფო­რი­ულ აშ­ლი­ლო­ბას, ყო­ვე­ლი ციკ­ლის წინა პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც მერ­ყე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ზოგ ქალს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის ყო­ველ­დღი­ურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ამ ფე­ნო­მენს ყუ­რა­დღე­ბა თვით ჰი­პოკ­რა­ტე­მაც მი­აქ­ცია. ასე რომ, დეპ­რე­სი­ას უფრო ქა­ლის პრო­ფი­ლი აქვს.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერც ახ­დენს ამ სიმპტო­მა­ტი­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რად­გან დეპ­რე­სი­ის სიმპტო­მე­ბი უხ­ში­რე­სად გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა სა­ხის ტკი­ვი­ლით, ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბით, აპა­თი­ით, აგ­რე­სი­ით, მა­დის ცვლი­ლე­ბე­ბით უფრო მე­ტად, ვიდ­რე ემო­ცი­უ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბით...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

კახა
0

ძალიან კარგი თუ ვერაფერი გაიგეთ, არც არის საჭირო.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და დავძლიოთ ის - საჭირო რეკომენდაციები სპეციალისტისგან

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი ისეთი პრობლემა ჰქონიათ ცხოვრების მანძილზე, რამაც შემდგომ მათ ფსიქიკას გარკვეული ტრამვა მიაყენა, ყველაფერი საბოლოოდ დეპრესიად ჩამოყალიბდა, თუმცა დეპრესია მხოლოდ ერთი სტრესული სიტუაციით არ აიხსნება, მას აქვს თანმხლები ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები.

რა არის დეპრესია? ვის და რატომ შეიძლება დაემართოს ის? როგორ დავიცვათ თავი ამ ფსიქოემოციური აშლილობისგან? - ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრება ნინო ოკრიბელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე:

- პირველი ცნობები დეპრესიის ტიპურ სიმპტომებზე მელანქოლიის სახით, აღწერილია მესოპოტამურ წყაროებში, თუმცა ტერმინი დეპრესია ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გამოიყენეს, შემდეგ XVII-XVIII საუკუნეებში და გულისხმობდა სულის, სულიერების დაქვეითებას...

დეპრესია თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზები ერთი რომელიმე პრობლემით არ შეიძლება აიხსნას, რადგანაც გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია.

დღეს ნებისმიერი დაავადება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი, ისე განიხილება და დეპრესიის მიზეზები არის როგორც ბიოლოგიური ცვლილებები, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური, რომელიც ერთობლიობაში ბევრ სერიოზულ ემოციურ პრობლემას იძლევა და მას საზოგადოებაში დეპრესიას უწოდებენ. მაგალითად, ბიოლოგიური ფაქტორების გარდა (როგორიცაა სეროტონინის და სხვა ნეირომედიატორების ცვლილებები), დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვნების განცდა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილი და დაბალ იერარქიულ საფეხურზე ყოფნა. ამავე დროს, სოციალური თეორიის თანახმად, ჩნდება "ხაფანგში გაბმულობის" განცდაც.

- როგორ ვლინდება ის, ანუ როგორია მისი კლასიკური სიმპტომები?

- დეპრესია შესაძლებლობების, ემოციის დაქვეითებას გულისხმობს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ დეპრესია აქვს, გულისხმობს დაქვეითებულ გუნება-განწყობას. ის ყოველთვის გაწონასწორებული, ემოციის გარეშე ვერ იქნება. მოწყენილობის, ან ბედნიერების განცდის დროს აქვს ორი, რადიკალურად განსხვავებული პოლუსი, რომელიც ნორმაში ჯდება და ბანალური მოწყენილობა არ შეიძლება გავაიგივოთ მედიცინაში და კერძოდ, ფსიქიატრიაში გამოყენებულ ტერმინ დეპრესიასთან. როცა ფსიქიატრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანს დეპრესია აქვს, აქ სიმპტომთა გარკვეულ ჩამონათვალს გულისხმობს - ანუ 5 სიმპტომი ერთდროულად, სულ მცირე 2 კვირის მანძილზე მაინც არსებობს.

დეპრესიული სიმპტომები ვარიაბილურია და 4 ჯგუფად იყოფა:

  • პირველი ჯგუფი - ემოციური სფეროს სიმპტომები: მოწყენილობა, შფოთვა, ბრაზი, გუნება-განწყობის მერყეობა, საკუთარი უსუსურობის განცდა, გამღიზიანებლობა.
  • მეორე ჯგუფი ქცევას ეხება - ეს შეიძლება ტირილით, სხვებთან ურთიერთობის დამუხრუჭებით იყოს გამოხატული, ასევე მცდელობით, რომ თავი აარიდოს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, რაც საკუთარი პასუხისმგებლობების გარკვეული უარყოფაა. ამ ქცევის ჯგუფში ასევე შეიძლება განვიხილოთ გარეგნობის ცვლილება (გუნება-განწყობა ადამიანის რეალურ გამომეტყველებაზე აისახება), უფრო ნელა მოძრაობს. თუ ამას შფოთვაც ემატება, შეიძლება აჟიტირებულიც იყოს, დამშვიდებას ვერ ახერხებდეს;
  • მესამე ჯგუფი ეს მხოლოდ კოგნიტიური სიმპტომებია - აზრებია, ანუ საკუთარი თავის კრიტიკა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რის გამოც ხშირად პაციენტი ამბობს, რომ მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა. ეს კი გადაწყვეტილების მიღების პრობლემას უკავშირდება და შეიძლება სუიციდსა და სიკვდილზეც გაუჩნდეს აზრები.
  • მეოთხე ჯგუფს ახლავს ფიზიკური სიმპტომები: ენერგიის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, ზედმეტი ძილიანობა ან უძილობა, წონის მომატება, ან დაკლება, მოტივაციის დაქვეითება, უცნაური ტკივილები და მცდელობა, რომ ეს ტკივილები ჩაიხშოს, ვთქვათ, ნარკოტიკული, ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით...
- დეპრესიაში მყოფი ადამიანი, არის თუ არა საზიანო საზოგადოებისთვის, თუ ის მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს...

- არსებობს გარკვეული შკალები, ასეთი ადამიანი საზოგადოებას ტვირთად რამდენად აწვება (არ იგულისხმება მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა). ზოგადად ადამიანი რადგანაც საზოგადოებაში ცხოვრობს, გარკვეული ფუნქციები უნდა შეასრულოს, მაგალითად, იშრომოს, აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები, მაგრამ როცა დეპრესიაშია, ეს ფუნქციები დარღვეულია და ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, დეპრესიაში მყოფი ადამიანი შეიძლება უნარების დაკარგვას განიცდიდეს. დიახ, უნარი შეეზღუდოს, რის გამოც სახელმწიფოს თუ საზოგადოებას გარკვეული გასაცემლები გაუჩნდეს, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით (პენსიის სახით), რაც ცხადია, გარკვეულ ტვირთად აწვება საზოგადოებას. ისე, დეპრესიაში მყოფი ადამიანების აგრესია უმეტესად მაინც თვითდაზიანების ტენდენციით შეიძლება გამოიხატოს.

- არის თუ არა ნევროზი დეპრესიის განშტოება?

- დეპრესია ცალკე ფენომენად არის გამოყოფილი და ამიტომ შექცევადი, განმეორებადი დეპრესიის სახით შეიძლება არსებობდეს. შეიძლება ცხოვრების მანძილზე ადამიანმა მხოლოდ ერთი დეპრესიული ეპიზოდი გადაიტანოს და შეიძლება ის იყოს იმ აფექტური აშლილობის შემადგენელი, რასაც ადრე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ერქვა. დღეს მას ორპოლუსიანი ანუ ბიპოლარული აფექტური აშლილობა ჰქვია. როდესაც ვსაუბრობთ ნევროზული რეგისტრის აშლილობებზე, აქ უპირატესად შფოთვითი აშლილობები იგულისხმება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ან არ ახლდეს დეპრესიული სიმპტომატიკა.

- რა რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს, როგორ აირიდოს დეპრესია ადამიანმა?

- ზოგადად, ნებისმიერი პრობლემის პრევენცია ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს, მაგრამ როდესაც უკვე მოზარდზეა საუბარი, რომ დეპრესია აღენიშნება, ეს მჭიდროდ კავშირშია ბავშვობის ასაკში მიღებულ ტრავმულ გამოცდილებასთან. ბავშვობაში ტრავმული გამოცდილება კატასტროფაა, რადგანაც იმ პერიოდში ფსიქიკური ლანდშაფტი ინგრევა. ამიტომ, პატარებთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. როგორც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იტყოდა, "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ" და ბავშვობის პერიოდის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას დეპრესიის პრევენციის საკითხებში კარდინალური როლი ენიჭება.

არაჰარმონიულ ოჯახებთან "ბრძოლის" კამპანია ფსიქო-სოციალური ოჯახებისთვის გარკვეული მხარდაჭერაა, რადგანაც აუცილებელია ბავშვები შედარებით სრულფასოვან გარემოში იზრდებოდნენ. ეს ცხოვრების ჯანმრთელი წესის პრევენციაა, ასევე განათლების მიწოდების და იმის პროფილაქტიკა, რომ ნაადრევად არ მოხდეს შეხება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან, ალკოჰოლთან და მთელ რიგ ისეთ მავნეობებთან, რამაც შემდგომ შესაძლოა ასახვა პოვოს დეპრესიული სიმპტომატიკის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, მეორადი დეპრესიული ეპიზოდები მოსალოდნელია განვითარდეს ალკოჰოლური თრობის შედეგად და თუ ეს ხშირად განმეორდება, რეაგირების პიროვნული მოდელი შეიძლება შეიცვალოს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც აღქმის განსხვავებული სტილი აქვთ და ცუდ სიტუაციაში დადებითს პოულობენ. ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები დეპრესიის მიმართ.

- არსებობს თუ არა გარკვეული სტატისტიკა, დეპრესია ქალებს მეტად ეძალებათ, თუ მამაკაცებს?

- დიახ, ქალები უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის მიმართ. ქალებში დეპრესია 2-ჯერ უფრო ხშირია და მეტი ქრონიკულობით თუ შექცევადობით, განმეორებითობით ხასიათდება. ამავე დროს, ქალებში შესაძლოა წინასწარ განჭვრიტო მომატებული რისკის პერიოდები და მიმართო პროფილაქტიკურ სტრატეგიებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანო დაავადების შექცევადობა და სიმწვავე.

საერთოდ, დეპრესია ქალებში ცალკე თემაა, იმიტომ, რომ ხშირად ბიოლოგიური აქტიურობის პერიოდებთან არის ასოცირებული. მაგალითად, ორსულობის შემდგომი დეპრესია ან მშობიარობის შემდგომი სევდა. ეს უკანასკნელი სულაც არ ჰგავს კლასიკურ დეპრესიას, მაგრამ მისი გარკვეული სიმპტომები არსებობს. დეპრესია ქალებში, გარკვეულწლად, რეპროდუქციული აქტივობის პერიოდებში არსებული ჰორმონალური ძვრებით არის გამოწვეული. ამავე დროს, თავად ორსულობა არ ზრდის ფსიქიკური დეკომპენსაციის რისკს. დეპრესიისადმი ქალთა მოწყვლადობის მიზეზი ასევეა სერიოზული ტრავმული მოვლენები, მათ შორის - ადამიანური თუ სხვა სახის დანაკარგები.

საინტერესოა, რომ ფსიქიკურ აშლილობათა ახალი კლასიფიკატორი დეპრესიების ჯგუფში განიხილავს პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას, ყოველი ციკლის წინა პერიოდს, რომელიც მერყეობით გამოირჩევა და ზოგ ქალს სერიოზულ პრობლემას უქმნის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. სხვათა შორის, ამ ფენომენს ყურადღება თვით ჰიპოკრატემაც მიაქცია. ასე რომ, დეპრესიას უფრო ქალის პროფილი აქვს.

სამწუხაროდ, მამაკაცების დიდი ნაწილი ვერც ახდენს ამ სიმპტომატიკის იდენტიფიცირებას, რადგან დეპრესიის სიმპტომები უხშირესად გამოხატული აქვთ სხვადასხვა სახის ტკივილით, ძილის დარღვევებით, აპათიით, აგრესიით, მადის ცვლილებებით უფრო მეტად, ვიდრე ემოციური დაქვეითებით...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 707-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე