მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს

ვფიქ­რობ, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შიმ­ში­ლო­ბის ფაქ­ტი ად­ვო­კა­ტე­ბის­გან გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

დე­კა­ნოზ­მა ეჭვი გა­მოთ­ქვა ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის მიერ სა­პა­ტიმ­რო­ში შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად მას ეს ფაქ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­უ­მოწ­მე­ბია.

"მიჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ იქ­ნებ არც შიმ­ში­ლობს, რად­გან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ შიმ­ში­ლო­ბენ. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ამ ფაქტს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­და­ვა­მოწ­მებ", - აღ­ნიშ­ნა მამა გი­ორ­გიმ.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის მო­ნა­ხუ­ლე­ბა აღ­დგო­მამ­დე შეძ­ლოს.

"მამა გი­ორ­გის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე სა­პატ­რი­არ­ქო­ში არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი. აღ­დგო­მამ­დე შე­საძ­ლოა მო­ვი­ნა­ხუ­ლო ან მე ან სხვამ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ალ­ბათ გა­კეთ­დე­ბა. მამა გი­ორ­გი ხომ ჩვე­ნი ტკი­ვი­ლია. ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია და ეკ­ლე­სი­ის წევ­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც გვა­წუ­ხებს მისი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, ად­ვო­კა­ტე­ბის­გან ეს ფაქ­ტი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა.

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნაა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს­თან და სი­ნო­დის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა. და­კა­ვე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას ორი დღის წინ მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს

ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

დეკანოზმა ეჭვი გამოთქვა ბრალდებული დეკანოზის მიერ საპატიმროში შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ თავად მას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ გადაუმოწმებია.

„მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს, რადგან სასულიერო პირები არ შიმშილობენ. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ფაქტს უახლოეს პერიოდში გადავამოწმებ“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.

მისივე თქმით, შესაძლოა დაკავებული დეკანოზის მონახულება აღდგომამდე შეძლოს.

„მამა გიორგის მონახულებაზე საპატრიარქოში არ ყოფილა საუბარი. აღდგომამდე შესაძლოა მოვინახულო ან მე ან სხვამ. შესაბამისი განცხადება ალბათ გაკეთდება. მამა გიორგი ხომ ჩვენი ტკივილია. ჩვენი ახლობელია და ეკლესიის წევრი. ბუნებრივია, ჩვენც გვაწუხებს მისი პრობლემები, თუმცა მე ვფიქრობ, ადვოკატებისგან ეს ფაქტი გაზვიადებულია“, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობას განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. დაკავებულმა დეკანოზმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ორი დღის წინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი