პარტნიორები:

    უმძიმესი კადრი: სირიელი მამა ქიმიური თავდასხმის დროს დაღუპულ ტყუპ შვილს ეხუტება...

    უმძიმესი კადრი: სირიელი მამა ქიმიური თავდასხმის დროს დაღუპულ ტყუპ შვილს ეხუტება...

    სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. მათგან 20 ბავშვია.

    ადგილობრივ და დასავლურ მედიაში ქიმიური თავდასხმის შემდეგ გადაღებული სულისშემძვრელი კადრები გავრცელდა, თუმცა ერთმა ფოტომ და მისმა ისტორიამ ინტერნეტმომხმარებლები შეაძრწუნა - იდლიბში გადაღებულ ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელსაც ხელში გარდაცვლილი ტყუპი შვილები უჭირავს.

    9 თვის გოგონა და ბიჭი - აია და აჰმედი იდლიბის პროვინციაში, ხენ-შეიხუნზე განხორციელებულ მომაკვდინებელ ქიმიურ თავდასხმას ემსხვერპლნენ. მათი 29 წლის მამა აბდულ ჰამიდ ალიუსუფი ხენ-შეიხუნის მკვიდრია. თავდასხმის დროს, მან ტყუპ შვილებთან ერთად, კიდევ 19 ნათესავი დაკარგა.

    სირიის პროვინცია იდლიბში, ქალაქ ხენ-შეიხუნში, 4 აპრილს გამთენიისას თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა. ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 100-საც აღწევს, რადგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან და მათი უმრავლესობა ბავშვია...

    მომზადებულია huffingtonpost.ca-ს მიხედვით

    წაიკითხეთ: "ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

    "პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"