შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამა თბილისში - ყველა საჭირო ინფორმაცია მაგისტრანტებისთვის

შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამა თბილისში - ყველა საჭირო ინფორმაცია მაგისტრანტებისთვის

2017 წლის ოქტომბერში თბილისში შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა იწყება, რომელიც სტუდენტებს მუშაობასა და სწავლასთან ერთად პროგრამის დიპლომის აღების საშუალებას მისცემს.

შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორები ლექციებს თბილისში კვირაში ერთხელ, პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩაატარებენ. საბუთების მიღება 31 მაისამდე წარმოებს.

ცოტა ხნის წინ თბილისს შეფილდის უნივერსიტეტის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნიკოლას დიმიტრიადი ეწვია, რომელმაც AMBEBI.GE-სთან პროგრამის შესახებ ისაუბრა:

- რა უპირატესობა აქვს შეფილდის უნივერსიტეტის MBA პროგრამას?

- პროგრამის კურსდმთავრებულები მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი საუკეთსოს, შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხს იღებენ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა კომპანია და ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევს. გარდა ამისა, პროგრამის დადებითი მხარე ზოგადი განათლების მიღება, რომელიც დიდ პერსპექტივას იძლევა, პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარება და ბიზნესის მიმართულებით შესაძლებლობების შექმნაა, მათი კომბინაცია კი პროგრამის ფარგლებში შეუფასებელ ცოდნას იძლევა.

ასევე, ჩვენს პროგრამას სამი საერთაშორისო აკრედიტაცია პრესტიჟული აპარატების მიერ აქვს მინიჭებული.

- რა განსხვავებაა ბიზნესის ადმინისტრირების თქვენს პროგრამასა და სხვა უნივერსიტეტების პროგრამებს შორის?

- ეს არის სასწავლო გეგმა, რომელშიც შესანიშნავი აკადემიური საგნები შედის, ასევე მოხერხებული გრაფიკი სწავლისა და პარალელურად მუშაობის საშუალებას იძლევა. აკადემიკოსები და ინდუსტრიის ექსპერტები, სასწავლო გეგმაში ცხოვრებისეულ გეგმას იყენებენ, რომელშიც მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები. პროგრამის მაღალი ხარისხიც მისი ერთ-ერთი უპირატესობაა.

- შეფილდის უნივერსიტეტს დიდ ბრიტანეთში ხუთი ფაკულტეტი, ხოლო საბერძნეთში, ტესალონიკში საერთაშორისო ფაკულტეტი - ქალაქის კოლეჯი აქვს. ექნებათ თუ არა მონაწილეებს საშუალება, კურსები აღნიშნულ ქვეყნებშიც გაიარონ?

- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა თბილისში უნივერსიტეტის ქალაქის კოლეჯის სახით იქნება წარმოდგენილი, რომელიც უქმე დღეებში ათ სალექციო კურსსა (პარასკევის ნაშუადღევს, შაბათსა და კვირას) და ორკვირიან სწავლებას მოიცავს, რომელთაგან ორი შეფილდის დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთში არსებულ კამპუსებში ჩატარდება.

- როგორია პროგრამის ღირებულება და შესაძლებელია თუ არა სტიპენდიებისა და დაფინანსების მოპოვება?

- შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლის მსურველ ქართველ სტუდენტებს სპეციალურ სტიპენდიებს ვთავაზობთ. დაინტერესებული პირებს უნივერსიტეტის თბილისის წარმომადგენლობასთან დაკავშირება შეუძლიათ, რათა დეტალების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

- როგორც ცნობილია, თქვენს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაში რამდენიმე ცნობილი ბრენდია ჩართული, რომელთა წარმომადგენლებიც ტრენინგებს ატარებენ. რომელ კომპანიებზეა საუბარი?

- სამხრეთ-აღმოსავლეთის ბევრი კომპანიის მენეჯერები თავიანთ გამოცდილებას ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს უზიარებენ, ეს კომპანიები "კოკა-კოლა", "ნესტლე," "პეპსიკო," "მაიკროსოფტი," "კრაფტ ფუდსი," "ფილიპ მორისი," "სიმენსი," "ორენჯი," "ვი-თი-ბი ბანკი," და სხვები არიან.

- გაქვთ თუ არა პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს დასაქმებაში დაეხმარება?

- პროგრამის მონაწილეების ძირითადი ნაწილი პროფესიონალია და წამყვან პოზიციებზეა დასაქმებული. ასევე, ამ ბიზნეს-პროგრამამ სტუდენტების კარიერაში ფუნდამენტური როლი შეასრულა. "სტუდენტთა საქმეების დეპარტამენტი" მონაწილეებს ეხმარება, პროგრამის ფარგლებში თავიანთი სპეციფიკური უნარები წარმოაჩინონ, კარიერაზე ზრუნვა დაიწყონ და მათთვის საჭირო კონტაქტები დაამყარონ. სტუდენტები პროგრამაში ჩართულობისას თავიანთ კარიერას გეგმავენ, აყალიბებენ სტატეგიებსა და ტექნიკას, რომლებიცმიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ჩვენ კარიერის განვითარების სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლის გავლაც სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების ფარლგებშიც შეუძლიათ.

- ხანდახან ამბობენ, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, რომელიც საქართველოა, ამდენი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსამთავრებული არ ესაჭიროება, რადგან საქართველოს ეკონომიკას მათი სრულად დასაქმება არ შეუძლია. რას ფიქრობთ ამ მიდგომაზე?

- 20 წლის განმავლობაში საქართველოზე მცირე ზომის ქვეყნებიდან 25-ზე მეტი მენეჯერი შევკრიბეთ. არ არსებობს ინდუსტრიული ან მისი მსგავსი კომპანია, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები არ სჭირდება. გარდა ამისა, მათ, ვისაც საკუთარი საქმიანობის წამოწყება სურთ, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ამაში დაეხმარება!

- რა კრიტერიუმებით ხდება აპლიკანტთა შერჩევა?

- პროგრმაზე აპლიკანტთა შერჩევა საკმაოდ რთულად ხდება. ჩვენი აზრით, კანდიდატის შერჩევა მხოლოდ ქულებს არ უნდა ემყარებოდეს. სწორედ ამიტომ ყურადღებას სამ რამეზე ვამახვილებთ: კანდიდატები ინგლისურ ენას კარგად უნდა ფლობდნენ, უნდა ჰქონდეთ პროფესიული გამოცდილება და აკადემიური ფონი. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით დიდ კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალები შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას ირჩევენ.

დეტალების შესახებ დარეკეთ ნომერზე +995 577 221 166

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი