პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ
"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გლ­და­ნის მე-8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 6 აპ­რილს და­ტო­ვა. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის კი­დევ ორი წევ­რი სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბა - "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ბიზ­ნეს­მენ დებს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სა­მარ­თლომ 4-4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი, მის ოჯახ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე, დე­დი­სა და დე­ი­დის პა­ტიმ­რო­ბა­ზე, შვი­ლებ­ზე, ბი­ძის - ვახ­ტან რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ავად­მყო­ფო­ბა­ზე და "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს AMBEBI.GE-სთან და PALITRAVIDEO.GE-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში:

იხი­ლეთ ნინო და­რა­სე­ლის ინ­ტერ­ვი­უს ვი­დე­ო­ვერ­სია

"ცოტა ხნის წინ ჩემს უმ­ცროს შვილს, მა­რი­ტას კი­თხეს, რა უნ­დო­და გა­მო­სუ­ლი­ყო და მან უპა­სუ­ხა: გა­ლაქ­ტი­კო­სი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­დეს: მომ­ღე­რა­ლი, ბა­ლე­რი­ნა, ას­ტრო­ლო­გი და უცებ ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, იმი­ტომ რომ მივ­ხვდი, მე ვარ გა­ლაქ­ტი­კო­სი. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს მთა­ვა­ზო­ბენ, თით­ქმის არა­ფერ­ზე არ ვამ­ბობ უარს. 23 წლის ვი­ყა­ვი, ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ლონ­დონ­ში ცხოვ­რე­ბის დროს, როცა არ მყოფ­ნი­და ის ფული, რა­საც თბი­ლი­სი­დან მიგ­ზავ­ნიდ­ნენ და ამის გამო ირა­ნულ ბარ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. არც ერთი დღე შე­მი­წყვე­ტია მუ­შა­ო­ბა ახ­ლაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ თვე ჩვე­ნი ოჯა­ხის ახალ წევ­რს იჭე­რენ, არ შე­იძ­ლე­ბა გა­ჩე­რე­ბა და არც იმის ფუ­ფუ­ნე­ბა მაქვს, არ ვი­მუ­შაო.

- რო­გორ აი­სა­ხა თქვენ­ზე და თქვენს შვი­ლებ­ზე რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა?

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია მქონ­და, კალ­ცის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო კბი­ლე­ბიც კი დამ­ცვივ­და, შემ­დეგ ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც ვი­ა­რე, გა­ვი­აზ­რე, რომ ჩემი ასე ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და, გა­მაძ­ლი­ე­რა დე­და­ჩე­მის სიძ­ლი­ე­რემ. ვხე­დავ­დი, რა მაგ­რად იდგა, მივ­ხვდი, რომ არ მქონ­და მოშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. მა­რი­ტა ძა­ლი­ან ძნე­ლად ეგუ­ე­ბა ბე­ბი­ის გა­რე­შე ყოფ­ნას, ის რუ­სოს გაზ­რდი­ლია, ისე­ვე რო­გორც ზა­ზუ­კა 23 წლის წინ. ყო­ველ­დღე კი­თხუ­ლობს მა­რი­ტა ბე­ბი­ას და ტი­რის, ვა­ტყუ­ებთ რომ გერ­მა­ნი­ა­შია. რუ­სოს გა­რე­შე არა­მარ­ტო მათ, მთელ ახ­ლობ­ლებს უჭირთ, ის ჩვე­ნი ყვე­ლას დე­დაა, ყვე­ლა­ფერ­ზე მას ვუ­რე­კავ­დით. მთე­ლი ოჯა­ხი თავ­ზე ჩა­მოგ­ვექ­ცა, მგო­ნია რომ შავ სიზ­მარ­ში ვარ და გა­მეღ­ვი­ძე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. რუსო მაგ­რად დგას, სა­ნამ გა­და­იყ­ვან­დნენ, სა­კოც­ნე­ლად მინ­დო­და გავ­წე­უ­ლი­ყა­ვი და ბად­რაგ­მა გამ­წია და ცოტა უხე­შად მო­მი­ვი­და თქმა, რუ­სომ ეს რომ და­ი­ნა­ხა, შე­ნიშ­ვნა მომ­ცა, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბიო. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რია, შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნით და­მი­რე­კა "ნინო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ყა­ვარ სრუ­ლი­ად სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიო", მე ვტი­რო­დი, ის კი­დევ მა­ინც იმა­ზე ფიქ­რობ­და, რომ ლა­მა­ზად ესა­უბ­რა. წარ­მო­უდ­გენ­ლად მაკ­ლია რუსო.

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- დე­და­ჩემ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე ბოლო სი­ტყვა ის თქვა, რომ ბო­დიშს უხ­დი­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ბე­დით მო­ებ­ნენ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" პრობ­ლე­მას. მეც სწო­რედ ამის თქმა მინ­და, ბო­დი­შის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, მი­უ­ხე­და­ვად მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ. მე მეს­მის მათი, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი­სა ხვდე­ბა, რომ როცა ჩვე­ნი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა, მოგ­ვარ­დე­ბა მათი პრობ­ლე­მაც და რომ ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი რუსო და მაია იქი­დან ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან, მათ პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ. ჩვენ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ. მე მეს­მის იმ ტა­ში­საც, დე­და­ჩე­მის და­ჭე­რას რომ მოყ­ვა. მეს­მის, გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ ფულს აგ­რო­ვებ იმის­თვის, რომ ბინა შე­ი­ძი­ნო და უცებ გე­კარ­გე­ბა, სა­ში­ნე­ლე­ბაა და მეს­მის მათი... არ არის სწო­რი, რომ ამ­ბო­ბენ 6200 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, 4000 ადა­მი­ა­ნამ­დეა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და არა­ვის უნდა მათი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ისე, რო­გორც ჩვენს ოჯახს. ჩვე­ნი ოჯა­ხის კარ­გი ეტა­პი მხო­ლოდ მა­შინ და­ი­წყე­ბა, როცა ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც კი არ იქ­ნე­ბა.

- გუ­კა­სა და მა­ი­ა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

- მაია ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ცო­დე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აშე­ნებ­და. 1 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი აა­შე­ნა, 18 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა და ახლა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე ახ­სოვთ ადა­მი­ა­ნებს მის­გან და რუ­სოს­გან, თუმ­ცა ახლა მხო­ლოდ ცუდს იხ­სე­ნე­ბენ. ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს, ყვე­ლა­ფერს ყა­და­ღა ადევს, ეს სახ­ლი ბა­ბუ­ის­გან დამ­რჩა და რე­მონ­ტსაც კი არ ვა­კე­თებ, ისე მე­ში­ნია ცვლი­ლე­ბე­ბის. ამას ჩემი ოჯა­ხის­თვის ცუ­დის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია. თვი­თონ მე "ცენ­ტრ პო­ინ­ტში" 1 კვად­რა­ტიც კი არ მაქვს, არ­ცერთ შე­ნო­ბა­ში.

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია მაია, უძ­ლი­ე­რე­სი ქა­ლია, არას­დროს გაქ­ცე­ვია პრობ­ლე­მას, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და მათ მოგ­ვა­რე­ბას და ზუს­ტად ვიცი, ის ყო­ველ­თვის გა­აგ­რძე­ლებს შე­ნე­ბას, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს შე­ნო­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ კარ­გი საქ­მე­ე­ბის შე­ნე­ბას გა­ნაგ­რძობს. გუკა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა მშვი­დი არაა, მე პი­რი­ქით, სულ სიმ­შვი­დეს ვე­ძებ და ამის გამო სულ ვკა­მა­თობ­დით. ვა­ხოს ამ­ბა­ვი მის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია. მამა მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

- რო­გო­რია ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა

- ვა­ხოს მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, მისი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექი­მებ­მა გვი­თხრეს რომ ძა­ლი­ან გვი­ა­ნაა, მე­ტას­ტა­ზე­ბი მთელს სხე­ულ­შია წა­სუ­ლი, ვახო ვე­ღა­რას­დროს იქ­ნე­ბა კარ­გად. მე­კი­თხე­ბი­ან, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე რო­გორ მი­ვი­და, რა­ტომ არ მი­ხე­და თავ­სო. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის აღარ ეცა­ლა, ამ ამ­ბებს გა­დაყ­ვა მაია და გუკა რაც და­ი­ჭი­რეს, ხან ერ­თთან იყო, ხან მე­ო­რეს­თან და წა­იქ­ცა ბო­ლოს, ვე­ღარ გა­უძ­ლო...

გული მტკი­ვა, ხან არის გონ­ზე, ხან არა, მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მის გვერ­დით არ არი­ან. სა­ავდმყო­ფო­ში მას, გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი­სა, თავ­ზე გუ­კას კლა­სე­ლი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი, ჯაბა ად­გას, რო­მე­ლიც უვ­ლის ასეთ მძი­მე ავად­მყოფს. ეს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ მა­ტა­ნი­ნე­ბენ ყვე­ლა­ფერს და თავს მარ­ტო არ ვგრძნობთ, თურ­მე რამ­დე­ნი და-ძმა მყო­ლია.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ

"მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა..." - ნინო დარასელის პირველი გულახდილი ინტერვიუ

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 აპრილს დატოვა. რჩეულიშვილების ცნობილი ოჯახის კიდევ ორი წევრი საპატიმროში რჩება - "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ ბიზნესმენ დებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი, მის ოჯახში განვითარებულ პროცესებზე, დედისა და დეიდის პატიმრობაზე, შვილებზე, ბიძის - ვახტან რჩეულიშვილის ავადმყოფობაზე და "ცენტრ-პოინტის" საქმისადმი მის დამოკიდებულებაზე პირველად საუბრობს AMBEBI.GE-სთან და PALITRAVIDEO.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში:

იხილეთ ნინო დარასელის ინტერვიუს ვიდეოვერსია

"ცოტა ხნის წინ ჩემს უმცროს შვილს, მარიტას კითხეს, რა უნდოდა გამოსულიყო და მან უპასუხა: გალაქტიკოსი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ყველაფერი გამოვიდეს: მომღერალი, ბალერინა, ასტროლოგი და უცებ ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მივხვდი, მე ვარ გალაქტიკოსი. ყველაფერი მაინტერესებს, თუ რაიმე საინტერესოს მთავაზობენ, თითქმის არაფერზე არ ვამბობ უარს. 23 წლის ვიყავი, ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი, ლონდონში ცხოვრების დროს, როცა არ მყოფნიდა ის ფული, რასაც თბილისიდან მიგზავნიდნენ და ამის გამო ირანულ ბარში დავიწყე მუშაობა. არც ერთი დღე შემიწყვეტია მუშაობა ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ თვე ჩვენი ოჯახის ახალ წევრს იჭერენ, არ შეიძლება გაჩერება და არც იმის ფუფუნება მაქვს, არ ვიმუშაო.

- როგორ აისახა თქვენზე და თქვენს შვილებზე რუსუდან კერვალიშვილის დაკავება?

- ძალიან ცუდად ვიყავი, საშინელი დეპრესია მქონდა, კალცის ნაკლებობის გამო კბილებიც კი დამცვივდა, შემდეგ ფსიქოლოგთანაც ვიარე, გავიაზრე, რომ ჩემი ასე ყოფნა არ შეიძლებოდა, გამაძლიერა დედაჩემის სიძლიერემ. ვხედავდი, რა მაგრად იდგა, მივხვდი, რომ არ მქონდა მოშვების უფლება. მარიტა ძალიან ძნელად ეგუება ბებიის გარეშე ყოფნას, ის რუსოს გაზრდილია, ისევე როგორც ზაზუკა 23 წლის წინ. ყოველდღე კითხულობს მარიტა ბებიას და ტირის, ვატყუებთ რომ გერმანიაშია. რუსოს გარეშე არამარტო მათ, მთელ ახლობლებს უჭირთ, ის ჩვენი ყველას დედაა, ყველაფერზე მას ვურეკავდით. მთელი ოჯახი თავზე ჩამოგვექცა, მგონია რომ შავ სიზმარში ვარ და გამეღვიძება და ყველაფერი დასრულდება. რუსო მაგრად დგას, სანამ გადაიყვანდნენ, საკოცნელად მინდოდა გავწეულიყავი და ბადრაგმა გამწია და ცოტა უხეშად მომივიდა თქმა, რუსომ ეს რომ დაინახა, შენიშვნა მომცა, როგორ ელაპარაკებიო. ძალიან სხვანაირია, შემდეგ ტელეფონით დამირეკა "ნინო, არაჩვეულებრივ ადამიანებს გადავყავარ სრულიად სხვა დაწესებულებაშიო", მე ვტიროდი, ის კიდევ მაინც იმაზე ფიქრობდა, რომ ლამაზად ესაუბრა. წარმოუდგენლად მაკლია რუსო.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ დაზარალებულებთან დაკავშირებით?

- დედაჩემმა სასამართლოზე ბოლო სიტყვა ის თქვა, რომ ბოდიშს უხდიდა დაზარალებულებს, რომლებიც ბედით მოებნენ "ცენტრ პოინტის" პრობლემას. მეც სწორედ ამის თქმა მინდა, ბოდიშის მეტი არაფერი მეთქმის, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ჩვენი ოჯახის მიმართ. მე მესმის მათი, თუმცა უმეტესობა დაზარალებულებისა ხვდება, რომ როცა ჩვენი პრობლემა მოგვარდება, მოგვარდება მათი პრობლემაც და რომ ციხეში გამოკეტილი რუსო და მაია იქიდან ვერაფერს გახდებიან, მათ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ჩვენ ყველა დაზარალებულები ვართ. მე მესმის იმ ტაშისაც, დედაჩემის დაჭერას რომ მოყვა. მესმის, გამწარებულები არიან, მთელი ცხოვრება რომ ფულს აგროვებ იმისთვის, რომ ბინა შეიძინო და უცებ გეკარგება, საშინელებაა და მესმის მათი... არ არის სწორი, რომ ამბობენ 6200 დაზარალებული, 4000 ადამიანამდეა დაზარალებული და არავის უნდა მათი პრობლემების მოგვარება ისე, როგორც ჩვენს ოჯახს. ჩვენი ოჯახის კარგი ეტაპი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა ერთი დაზარალებულიც კი არ იქნება.

- გუკასა და მაიაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- მაია ყველაზე მეტად მეცოდება, მთელი ცხოვრება აშენებდა. 1 მილიონი კვადრატული მეტრი ააშენა, 18 ათასი ადამიანი დაასაქმა და ახლა ამ მდგომარეობაშია. ძალიან ბევრი სიკეთე ახსოვთ ადამიანებს მისგან და რუსოსგან, თუმცა ახლა მხოლოდ ცუდს იხსენებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს, ყველაფერს ყადაღა ადევს, ეს სახლი ბაბუისგან დამრჩა და რემონტსაც კი არ ვაკეთებ, ისე მეშინია ცვლილებების. ამას ჩემი ოჯახისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია. თვითონ მე "ცენტრ პოინტში" 1 კვადრატიც კი არ მაქვს, არცერთ შენობაში.

საოცარი ადამიანია მაია, უძლიერესი ქალია, არასდროს გაქცევია პრობლემას, ყოველთვის ცდილობდა მათ მოგვარებას და ზუსტად ვიცი, ის ყოველთვის გააგრძელებს შენებას, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შენობები არ იქნება, უბრალოდ კარგი საქმეების შენებას განაგრძობს. გუკა ძალიან საინტერესო და მაგარი ადამიანია, თუმცა მშვიდი არაა, მე პირიქით, სულ სიმშვიდეს ვეძებ და ამის გამო სულ ვკამათობდით. ვახოს ამბავი მისთვის ყველაზე მტკივნეულია. მამა მისი საუკეთესო მეგობარია.

- როგორია ვახტანგ რჩეულიშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა

- ვახოს მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მისი განკურნება შეუძლებელია, ექიმებმა გვითხრეს რომ ძალიან გვიანაა, მეტასტაზები მთელს სხეულშია წასული, ვახო ვეღარასდროს იქნება კარგად. მეკითხებიან, ამ მდგომარეობამდე როგორ მივიდა, რატომ არ მიხედა თავსო. საკუთარი თავისთვის აღარ ეცალა, ამ ამბებს გადაყვა მაია და გუკა რაც დაიჭირეს, ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან და წაიქცა ბოლოს, ვეღარ გაუძლო...

გული მტკივა, ხან არის გონზე, ხან არა, მისი საყვარელი ადამიანები კი მის გვერდით არ არიან. საავდმყოფოში მას, გარდა პროფესიონალი ექიმებისა, თავზე გუკას კლასელი, ძალიან მაგარი ადამიანი, ჯაბა ადგას, რომელიც უვლის ასეთ მძიმე ავადმყოფს. ეს კეთილი ადამიანები არიან, რომ მატანინებენ ყველაფერს და თავს მარტო არ ვგრძნობთ, თურმე რამდენი და-ძმა მყოლია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"