საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში
"ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში

სი­რი­ა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 74-მდე გა­ი­ზარ­და და მათ­გან 20 ბავ­შვია. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რია" იუ­წყე­ბა... სი­რი­ის პრო­ვინ­ცია იდ­ლიბ­ში, ქა­ლაქ ხენ-შე­ი­ხუნ­ში, 4 აპ­რილს გამ­თე­ნი­ი­სას თავ­დას­ხმა მა­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას ჯერ კი­დევ ეძი­ნა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ ჯა­ზი­რას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 100-საც აღ­წევს, რად­გან არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვია...

სი­რი­ე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ავი­ა­დარ­ტყმე­ბი სი­რი­ულ­მა ან რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თუმ­ცა, "ბი-ბი-სი-ს" ცნო­ბით, რუ­სუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ ამ რა­ი­ონ­ში მათი ავი­ა­ცია არ მოქ­მე­დებ­და.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა, ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სიმპტო­მე­ბი და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ და და­ზა­რა­ლე­ბულ მსხვერ­პლს ჰქონ­და, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბულს ჰგავს: ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წა­ზე ეცე­მოდ­ნენ და იხუ­თე­ბოდ­ნენ, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ღე­ბი­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და პირ­ზე ქაფი ჰქონ­და...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ავი­ა­დარ­ტყმე­ბი იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლობ­დნენ. სა­ა­გენ­ტო "ფრანს-პრე­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი იხ­სე­ნებს, რომ და­ი­ნა­ხა გო­გო­ნა, ქალი და ორი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, მათ პირ­ზე ქაფი ჰქონ­დათ და ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუპ­ნენ...

სი­რი­ე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გაზი, რო­მელ­საც ნერ­ვულ-მა­პა­რა­ლი­ზე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს, რომ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გა­დაც, სიკ­ვდი­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დგე­ბა. ამ ფაქ­ტის გარ­შე­მო უკვე მსჯე­ლობს გა­ე­რო, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­აჩ­ნია ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხან შე­ი­ხუნ­ზე თავ­დას­ხმი­სას.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ვა­რა­უ­დით, სა­უ­ბა­რია, "ზა­რინ­ზე" - უფე­რო, უსუ­ნო აირ­ზე, რო­მე­ლიც ე.წ. არა­სუფ­თა სა­ხი­თაც მო­ი­პო­ვე­ბა. "სუფ­თა სა­ხით" გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი სუფ­რის კოვ­ზის ოდე­ნო­ბის აირს, ჰა­ერ­ში გა­ფან­ტვი­დან 4 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი უბ­ნის სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცია შე­უძ­ლია. ამ დროს ჰა­ე­რის ერთი შე­სუნ­თქვის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ 3-4 წუთი ცო­ცხლობს...

სი­რი­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, ქალქ ჰან-შე­ი­ხუნ­ში სა­ჰა­ე­რო და­ბომბვის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებს სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­დათ. მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბით, ავი­ა­დარ­ტყმე­ბი სი­რი­ულ­მა ან რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, და­ბომბვის შემ­დე­გაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გუ­და...

სი­რი­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, რო­დე­საც თავ­დას­ხმა მოხ­და ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე, ამან მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­აგ­დო, - "იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დათ, და­ბომბვის შემ­დეგ, იმ­პულ­სუ­რად მათ­კენ წას­ვლა გა­და­წყვი­ტეს და "გაქ­რნენ", არა­ვინ იცის, სად არი­ან... სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ი­წამლნენ" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი...

სი­რი­ის ჯარი აცხა­დებს, რომ მათ ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ავი­ა­დარ­ტყმე­ბი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის ია­რა­ღის სა­ცა­ვებ­ზე მოხ­და, სა­დაც ისი­ნი ქი­მი­ურ ია­რაღ­საც ინა­ხავ­დნენ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მი­ყე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, - გა­ე­როს არა­ერთ მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სი­რი­ა­ში 2011 წლის მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ათამ­დე ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. გა­ე­როს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ცნო­ბით, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნერ­ვუ­ლი გა­ზის "ზა­რი­ნის" გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ერ­თხელ მოხ­და.

გა­ე­როს სხვა­დას­ხვა დროს გა­კე­თე­ბულ სხვა­დას­ხვა მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვი­სას, ქი­მი­ურ თავ­დას­ხმას სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი ემსხვერ­პლნენ, რის გა­მოც რთუ­ლი ხდე­ბა იმის დად­გე­ნა, რო­მე­ლი მხრი­დან მოხ­და თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

გა­ე­როს გა­მომ­ძი­ებ­ლის ეიკ სელსტრო­მის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2013 წელს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნეს, - მარ­ტში ხან ალ-ასალ­ში; აპ­რილ­ში - სა­რე­ქებ­ში; აგ­ვის­ტო­ში და­მას­კოს­თან ახ­ლოს - ჯო­ბარ­სა და აშ­რა­ფი­ათ საჰნა­ი­ში.

უფრო ადრე, 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში, და­მას­კოს­თან ახ­ლოს, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას 1 400 ადა­მი­ან­ზე მეტი ემსხვერ­პლა, რა­შიც ოპო­ზი­ცია და მთავ­რო­ბა ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ამის შემ­დეგ, სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ალ-ასა­დი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბას და­თან­ხმდა და სი­რია ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის კონ­ვენ­ცი­ა­საც მი­უ­ერ­თდა. მა­შინ, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ზო­ლუ­ცი­აც მი­ი­ღო, რაც სი­რი­ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის 2014 წლის შუა პე­რი­ო­დი­სათ­ვის მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ამ­კრძა­ლავ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ე­ვა­ლა...

ბოლო შემ­თხვე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბი სი­რი­ის პრე­ზი­დენტს აკის­რე­ბენ. თუმ­ცა, რუ­სე­თი, რო­მელ­საც გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ვე­ტოს უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვის მო­კავ­ში­რეს ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იცავს; - მოს­კოვ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბა­შარ ალ-ასა­დის მხარ­და­სა­ჭე­რად სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა და რუ­სე­თი დიდ სამ­ხედ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას უწევს სი­რი­ის პრე­ზი­დენტს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდ­ლი­ბის გა­რე­უ­ბა­ნი სი­რი­ის არ­მი­ის ავი­ა­ცი­ის მიერ და­ი­ბომ­ბა და მათი სა­მიზ­ნე, ჯჰაბ­რათ ალ ნუს­რას (იგი­ვე ალ ქა­ი­და) რაზ­მე­ბის სამ­ხედ­რო სა­წყო­ბი იყო. მა­თი­ვე თქმით, ყვე­ლა სა­ა­ვი­ა­ციო მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი და სი­რი­უ­ლი ავი­ა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს, კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით ხდე­ბა, რათა სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბი არ მოხ­დეს და მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ე.წ. მე­გობ­რუ­ლი ცე­ცხლი არ გა­უხ­სნან.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ასა­დის რე­ჟი­მის შეც­ვლა მათ­თვის პრი­ო­ტი­ტე­ტი არ არის, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ მას პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და პო­ზი­ცი­ის გა­და­ხედ­ვამ მო­უ­წი­ოს...

სი­რი­უ­ლი მე­დი­ის თქმით, იდ­ლი­ბის გა­რე­უბ­ნი­დან სი­რი­ის არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი საკ­მა­ოდ შო­რის არი­ან და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, მხო­ლოდ სა­ა­ვი­ციო შე­ტე­ვით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სი­რი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თქმით, ასა­დის არ­მი­ამ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლი ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში

"ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ..." - ქიმიური იარაღის გამანადგურებელი კვალი სირიაში

სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა და მათგან 20 ბავშვია. ამის შესახებ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" იუწყება... სირიის პროვინცია იდლიბში, ქალაქ ხენ-შეიხუნში, 4 აპრილს გამთენიისას თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა. ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 100-საც აღწევს, რადგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან და მათი უმრავლესობა ბავშვია...

სირიელი უფლებადამცველების ცნობით, ავიადარტყმები სირიულმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. თუმცა, "ბი-ბი-სი-ს" ცნობით, რუსული მხარე აცხადებს, რომ ამ რაიონში მათი ავიაცია არ მოქმედებდა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სირიელი სამხედროები ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ, თუმცა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, სიმპტომები და გამოხატულება, რომელიც თავდასხმის შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ მსხვერპლს ჰქონდა, ქიმიური იარაღით გამოყენების შემდეგ მიღებულს ჰგავს: ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანები მიწაზე ეცემოდნენ და იხუთებოდნენ, მათ უმრავლესობას ღებინება აღენიშნებოდა და პირზე ქაფი ჰქონდა...

მოგვიანებით, ავიადარტყმები იმ საავადმყოფოებზეც განხორციელდა, სადაც დაზარალებულებს მკურნალობდნენ. სააგენტო "ფრანს-პრესის" ჟურნალისტი იხსენებს, რომ დაინახა გოგონა, ქალი და ორი ასაკოვანი ადამიანი, მათ პირზე ქაფი ჰქონდათ და ისინი საავადმყოფოში დაიღუპნენ...

სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, გამოყენებული იყო გაზი, რომელსაც ნერვულ-მაპარალიზებელი მოქმედება ახასიათებს, რომლის ზემოქმედების შედეგადაც, სიკვდილი რამდენიმე წუთში დგება. ამ ფაქტის გარშემო უკვე მსჯელობს გაერო, თუმცა ორგანიზაციას არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული ხან შეიხუნზე თავდასხმისას.

ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის ვარაუდით, საუბარია, "ზარინზე" - უფერო, უსუნო აირზე, რომელიც ე.წ. არასუფთა სახითაც მოიპოვება. "სუფთა სახით" გამოყენების შემთხვევაში, ერთი სუფრის კოვზის ოდენობის აირს, ჰაერში გაფანტვიდან 4 წუთის განმავლობაში, ერთი მჭიდროდ დასახლებული უბნის სრული ლიკვიდაცია შეუძლია. ამ დროს ჰაერის ერთი შესუნთქვის შემდეგ, ადამიანი მხოლოდ 3-4 წუთი ცოცხლობს...

სირიელი აქტივისტების თქმით, ქალქ ჰან-შეიხუნში საჰაერო დაბომბვის შემდეგ, ადამიანებს სუნთქვა გაუჭირდათ. მათივე მოსაზრებით, ავიადარტყმები სირიულმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. თვითმხილველების თქმით, დაბომბვის შემდეგაც ბევრი ადამიანი გაიგუდა...

სირიელი აქტივისტების თქმით, როდესაც თავდასხმა მოხდა ადგილობრივ საავადმყოფოებზე, ამან მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო, - "იმ ადამიანებმა, ვისაც ოჯახის წევრები საავადმყოფოში ჰყავდათ, დაბომბვის შემდეგ, იმპულსურად მათკენ წასვლა გადაწყვიტეს და "გაქრნენ", არავინ იცის, სად არიან... სავარაუდოდ, მოიწამლნენ" - ამბობენ ისინი...

სირიის ჯარი აცხადებს, რომ მათ ქიმიური თავდასხმა არ განუხორციელებიათ, რუსი სამხედროების ინფორმაციით კი, ავიადარტყმები მეამბოხეების იარაღის საცავებზე მოხდა, სადაც ისინი ქიმიურ იარაღსაც ინახავდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სირიაში ქიმიური იარაღის გამიყენებაზე საუბრობენ, - გაეროს არაერთ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სირიაში 2011 წლის მარტიდან მოყოლებული, ქიმიური იარაღის გამოყენების ათამდე ფაქტი დაფიქსირდა. გაეროს გამომძიებლების ცნობით, მომაკვდინებელი ნერვული გაზის "ზარინის" გამოყენება არაერთხელ მოხდა.

გაეროს სხვადასხვა დროს გაკეთებულ სხვადასხვა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევისას, ქიმიურ თავდასხმას სამოქალაქო პირები და სამხედროები ემსხვერპლნენ, რის გამოც რთული ხდება იმის დადგენა, რომელი მხრიდან მოხდა თავდასხმების განხორციელება.

გაეროს გამომძიებლის ეიკ სელსტრომის გამოძიების თანახმად, 2013 წელს ქიმიური იარაღი რამდენჯერმე გამოიყენეს, - მარტში ხან ალ-ასალში; აპრილში - სარექებში; აგვისტოში დამასკოსთან ახლოს - ჯობარსა და აშრაფიათ საჰნაიში.

უფრო ადრე, 2012 წლის აგვისტოში, დამასკოსთან ახლოს, ქიმიური იარაღის გამოყენებას 1 400 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, რაშიც ოპოზიცია და მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებდა. ამის შემდეგ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქვეყანაში არსებული ქიმიური იარაღის განადგურებას დათანხმდა და სირია ქიმიური იარაღის კონვენციასაც მიუერთდა. მაშინ, გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, რაც სირიის ქიმიური იარაღის 2014 წლის შუა პერიოდისათვის მთლიანად განადგურებას ითვალისწინებდა. მის განადგურებაზე მეთვალყურეობა ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას დაევალა...

ბოლო შემთხვევაზე პასუხისმგებლობას, შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები სირიის პრეზიდენტს აკისრებენ. თუმცა, რუსეთი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, თავის მოკავშირეს ასადის ხელისუფლებას იცავს; - მოსკოვში ამბობენ, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად სირიაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და რუსეთი დიდ სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს სირიის პრეზიდენტს.

რუსული მედიის ინფორმაციით, იდლიბის გარეუბანი სირიის არმიის ავიაციის მიერ დაიბომბა და მათი სამიზნე, ჯჰაბრათ ალ ნუსრას (იგივე ალ ქაიდა) რაზმების სამხედრო საწყობი იყო. მათივე თქმით, ყველა საავიაციო მოქმედება, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, კოალიციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ხდება, რათა საჰაერო სივრცეში ინციდენტები არ მოხდეს და მხარეებმა ერთმანეთს ე.წ. მეგობრული ცეცხლი არ გაუხსნან.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის შეცვლა მათთვის პრიოტიტეტი არ არის, თუმცა, შესაძლოა, ამ ფაქტის შემდეგ მას პრიორიტეტების და პოზიციის გადახედვამ მოუწიოს...

სირიული მედიის თქმით, იდლიბის გარეუბნიდან სირიის არმიის ნაწილები საკმაოდ შორის არიან და ქიმიური იარაღის გამოყენება, მხოლოდ საავიციო შეტევით იყო შესაძლებელი. სირიელი სამხედროების თქმით, ასადის არმიამ ძალიან მცირე რაოდენობით ქიმიური იარაღი გამოიყენა, სხვა შემთხვევაში მსხვერპლი ასობით ადამიანი იქნებოდა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე