პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
"საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა" და სა­რაგ­ბო კლუბ "ლო­კო­მო­ტივს" შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კომ­პა­ნია სა­რაგ­ბო გუნ­დის სპონ­სო­რი გახ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­დან" აც­ნო­ბეს, მე­მო­რან­დუმს რაგ­ბის კლუბ "ლო­კო­მო­ტი­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თე­მურ ბენ­დი­ა­ნიშ­ვილ­მა და "სა­ქარ­თვე­ლოს რკნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მო­ა­წე­რეს ხელი. მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბას სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი და რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი გოჩა სვა­ნი­ძე და­ეს­წრნენ.

"რაგ­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას რაგ­ბის და ზო­გა­დად სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს. ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ნამ­დვი­ლად სა­მა­გა­ლი­თოა და მი­სა­ბა­ძია ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, საკ­ლუ­ბო რაგ­ბის ხელ­შე­წყო­ბა და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტმე­ნე­ბი­სათ­ვის. რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ვე­სალ­მე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და იმ ფაქტს, რომ კომ­პა­ნი­ამ ქარ­თულ სპორ­ტში 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - გა­ნა­ცხა­და მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მას.

"ჩვენ მიმ­დი­ნა­რე წელ­საც გა­ვა­ფორ­მეთ სას­პონ­სო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­რაგ­ბო გუნდ "ლო­კო­მო­ტივ­თან". "ლო­კო­მო­ტი­ვი" სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის წი­აღ­ში წარ­მო­იშ­ვა და ყვე­ლა რკი­ნიგ­ზელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და სით­ბო აკავ­ში­რებს ამ კლუბ­თან. ჩვე­ნი მიდ­გო­მაა, თუ გვსურს რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი იყოს ძლი­ე­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბი უნდა იყ­ვნენ ძლი­ე­რე­ბი. ამი­ტომ ჩვენ და­ვი­წყეთ ქარ­თულ სპორ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა კლუ­ბე­ბის დო­ნე­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა უკვე წლე­ბია აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს საკ­ლუ­ბო გუნ­დე­ბის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­თა შო­რი­საა რაგ­ბის კლუ­ბი "ლო­კო­მო­ტი­ვი-2008", კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია, სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი "სო­ხუ­მი" და ასე­ვე წყალ­ბურ­თელ­თა გუნ­დი "ლო­კო­მო­ტი­ვი". ჯამ­ში, 2013-2017 წლებ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ" სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან 4 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, მემორანდუმს რაგბის კლუბ "ლოკომოტივის" დამფუძნებელმა თემურ ბენდიანიშვილმა და "საქართველოს რკნიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დაესწრნენ.

"რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები "საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა", - განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, "საქართველოს რკინიგზა" აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას.

"ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ სასპონსორო ხელშეკრულება სარაგბო გუნდ "ლოკომოტივთან". "ლოკომოტივი" საქართველოს რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდა იყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ქართულ სპორტის დაფინანსება კლუბების დონეზე", - განაცხადა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი "ლოკომოტივი-2008", კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი "სოხუმი" და ასევე წყალბურთელთა გუნდი "ლოკომოტივი". ჯამში, 2013-2017 წლებში "საქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი