"ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, "ამ კლინიკის კედლებში დაიბადება საქართველოს მომავალი".
"როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, "ომამდე ტანკისტი ვიყავიო", მეც შემიძლია გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი. ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ვინ იცის, იქნებ, ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მე მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს ამ პროფესიის მიმართ, დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.