პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ კახიძე - კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ
ოთარ კახიძე - კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, ოთარ კა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­ე­რი­დან კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ებს პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი სხდო­მე­ბი­დან მხო­ლოდ იმ სხდო­მის "ლაივ-სტრი­მი" მი­ე­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მე­ო­რე არ­ხის ეთერ­ში გავა.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა კა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა და რო­გორც გან­მარ­ტა, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მი­ი­ღო.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ყვე­ლა სხვა კერ­ძო ტე­ლე­ვი­ა­ზი­ას სხვა­დას­ხვა კო­მი­ტე­ტი­დან, სე­სი­ი­დან, ბი­უ­როს სხდო­მი­დან ერ­თი­ან "ლაივ-სტრიმს" გა­დას­ცემს. ეს არის ე.წ. შავი "ლაივ-სტრი­მი", რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ერ­თო რე­სურ­სე­ბით შე­იქ­მნა. შემ­დგომ თა­ვად ტე­ლე­ვი­ზია ირ­ჩევს, რო­მე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა აი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა ერ­თსა და იმა­ვე დროს მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ჯან­დაც­ვი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" "ლაივ-სტრიმს" ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­დას­ცემ­და და თა­ვად ტე­ლე­ვი­ზია ირ­ჩევ­და, რა გა­ე­შუ­ქე­ბი­ნა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ამი­ე­რი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მე­უ­წყებ­ლის" მე­ო­რე არ­ხის ეთერ­ში რაც გავა, კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მხო­ლოდ იმით იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან. ეს იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და გა­შუ­ქე­ბის კუ­თხით უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი - ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გა­ა­შუ­ქონ ის, რა­საც თა­ვად ჩათ­ვლი­ან სა­ჭი­როდ და არა ის, რა­საც სა­ჭი­როდ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ჩათ­ვლის. ისე­თაც არის კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, თუ რა­ტომ ხდე­ბა GDS-ის გუნ­დის "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" გა­დას­ვლა, სა­უ­ბა­რია გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა­ზე. ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა არ უნდა და­ვუშ­ვათ უკან გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი", - გა­ნა­ცხა­და ოთარ კა­ხი­ძემ.

აღ­ნიშ­ნულს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, რომ­ლის თქმით, მას ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­მარ­თეს. მდი­ნა­რა­ძემ მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კი­თხში დე­ტა­ლუ­რად გა­ერ­კვე­ვა.

აქამ­დე რაც გა­და­ი­ცე­მო­და, ისევ გა­და­ი­ცე­მა, მაგ­რამ მა­სა­ლას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს ჩვე­ნი სა­მარ­კო ნიშ­ნის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ებს პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი სხდო­მე­ბის გა­შუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეზღუ­დე­ბათ და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ მი­ი­ღო.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მა­სა­ლა ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უფა­სო.

"აქამ­დე არ­სე­ბობ­და პრაქ­ტი­კა, როცა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" გა­დას­ცემ­და მა­სა­ლას, იხარ­ჯე­ბო­და ადა­მი­ა­ნუ­რი, ფი­ნან­სუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი, მაგ­რამ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ჩვე­ნი სა­მარ­კო ნიშ­ნის გა­რე­შე, რო­გორც სა­კუ­თარ ნაშ­რომს. ასე აღარ მოხ­დე­ბა. ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა ღია და უფა­სო, მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ნი­შა­ნი. ეს ჯდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ში. სხვი­სი ნაშ­რო­მის მით­ვი­სე­ბა და გა­სა­ღე­ბა სა­კუ­თარ ნაშ­რო­მად არ არის სწო­რი. გარ­და ამი­სა, ჯდე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­შიც", - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­კი­თხით "მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას" ახ­დე­ნენ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ლო­გოს გა­რე­შე მიჰ­ქონ­დათ მა­სა­ლა.

ოთარ კახიძე - კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

ოთარ კახიძე - კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის "ლაივ-სტრიმი" მიეწოდება, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხის ეთერში გავა.

ამის შესახებ განცხადება კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

"როგორც მოგეხსენებათ, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან "ლაივ-სტრიმს" გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი "ლაივ-სტრიმი", რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" "ლაივ-სტრიმს" ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან "საზოგადოებრივი მეუწყებლის" მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი - ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის თქმით, მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა მიმართეს. მდინარაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკითხში დეტალურად გაერკვევა.

აქამდე რაც გადაიცემოდა, ისევ გადაიცემა, მაგრამ მასალას ვერავინ გამოიყენებს ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ და ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მაღლაფერიძემ მიიღო.

მისივე განცხადებით, მასალა ყველა მედიასაშულებისთვის იქნება უფასო.

"აქამდე არსებობდა პრაქტიკა, როცა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემდა მასალას, იხარჯებოდა ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური რესურსი, მაგრამ სხვა მედიასაშუალებები გამოიყენებდნენ ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე, როგორც საკუთარ ნაშრომს. ასე აღარ მოხდება. ყველასთვის იქნება ღია და უფასო, მაგრამ რასაკვირველია, იქნება მითითებული ჩვენი ნიშანი. ეს ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. სხვისი ნაშრომის მითვისება და გასაღება საკუთარ ნაშრომად არ არის სწორი. გარდა ამისა, ჯდება ბიზნესისა და კონკურენციის კანონის ფარგლებშიც", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საკითხით "მანიპულაციას" ახდენენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომლებსაც ლოგოს გარეშე მიჰქონდათ მასალა.

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

"ედუარდის კლასში ბევრი "ოცნების" ლიდერის შვილი იყო... ჩემს შვილს ხმა არასოდეს აუმაღლებია" - მიხეილ სააკაშვილი

"მოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, მლიქვნელური... ერთ-ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა..." - რას იხსენებს სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილთან დედამისის შეხვედრაზე