მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან
გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან

შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი იყ­ვნენ და ჩხუ­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას ფლობ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჟურ­ნა­ლის­ტმა და ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარ­მა ელი­სო კი­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გელა ხვე­დე­ლი­ძის­თვის ად­ვი­ლი გა­მო­საც­ნო­ბი იყო, სპორ­ტის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან თავ­დამ­სხმე­ლე­ბი.

"თავ­დამ­სხმე­ლი იყო ორი და მან ეს და­ა­დას­ტუ­რა. რო­დე­საც შე­ი­ძი­ნა სი­გა­რე­ტი და ბრუნ­დე­ბო­და მან­ქა­ნას­თან, ერთ ხელ­ში ეკა­ვა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლი­თაც მე მე­სა­უბ­რე­ბო­და, მე­ო­რე ხე­ლით კი ხსნი­და სი­გა­რეტს. უკა­ნა მხრი­დან მას ერთ-ერ­თმა შე­უ­ბო­ჭა ხე­ლე­ბი, შე­მო­ეხ­ვია ტან­ზე და ეგო­ნა, რომ მისი ნა­თე­სა­ვი ეხუმ­რე­ბო­და. მე­ო­რე თავ­დამ­სხმელ­მა უკა­ნა მხრი­დან და­არ­ტყა წიხ­ლი, რის შე­დე­გა­დაც ჩა­ი­კე­ცა. მან და­ი­წყო თავ­დამ­სხმე­ლის მო­გე­რი­ე­ბა. რო­გორც მი­თხრა, ერთ თავ­დამ­სხმელს ფეხ­ში ხელი წა­ავ­ლო და მე­ო­რე ხე­ლით ცდი­ლობ­და მე­ო­რის მო­გე­რი­ე­ბას. ეს წა­მებ­ში ხდე­ბა, იქამ­დე სა­ნამ მისი მე­უღ­ლე მი­ვი­დო­და და­სახ­მა­რებ­ლად. პა­რა­ლე­ლუ­რად აგი­ნებ­და მათ. სწო­რედ ამ მო­მენ­ტში გა­ი­გო­ნა ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ხმა - ნახე ეს ისევ გვა­გი­ნებ­სო. ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა მისი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც შე­ე­ცა­და ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის­თვის ნი­ღა­ბი ჩა­მო­ეხ­სნა. ისი­ნი გა­იქ­ცნენ ბარ­ნო­ვის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შე­უხ­ვი­ეს გუ­და­უ­რის ქუ­ჩა­ზე. იქაც არის კა­მე­რე­ბი და ვიცი, რომ პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი ამო­ი­ღო. ისი­ნი იყ­ვნენ კარ­გად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩხუ­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა იცოდ­ნენ. გელა ხვე­დე­ლი­ძემ გა­მოთ­ქვა ვერ­სია, რომ ისი­ნი იყ­ვნენ მო­ჭი­და­ვე­ე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ ის უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია და მის­თვის მარ­ტი­ვად გა­მო­საც­ნო­ბი იყო, სპორ­ტის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. თავ­დამ­სხმელს ჰქონ­და "კას­ტე­ტი", რი­თაც და­უ­ზი­ა­ნეს სა­ხის ძვლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა კი­ლა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, გელა ხვე­დე­ლი­ძე პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"გუ­შინ ვე­სა­უბ­რე გელა ხვე­დე­ლი­ძეს. ჩვენ შე­ვა­ჯე­რეთ ვერ­სი­ე­ბი. ის გა­მო­რი­ცხავს პი­რა­დი მტრო­ბის გამო შუ­რის­ძი­ე­ბას, გა­მო­რი­ცხავს გი­ორ­გი ფა­რე­საშ­ვი­ლის მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბას. ერთ-ერთ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლავს გო­გაშ­ვი­ლის (სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბას. მან მი­თხრა, რომ გო­გაშ­ვილ­მა მუდ­მი­ვად იცო­და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი. ძა­ლი­ან ხში­რად მას მის­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცია - გო­გაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და სწო­რედ ამ ად­გილ­ზე, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გელა ხვე­დე­ლი­ძე ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნებს და მარ­თავს იქ რა­ღაც კონ­სულ­ტა­ცი­ებ­სო", - აღ­ნიშ­ნა კი­ლა­ძემ.

3 აპ­რილს, გელა ხვე­დე­ლი­ძეს თავს ნიღ­ბი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ესხნენ. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით 177-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ­ჟა­მად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეც­ნო­ბე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან

გელა ხვედელიძის ვარაუდით, მასზე თავდამსხმელები მოჭიდავეები არიან

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მოჭიდავეები იყვნენ და ჩხუბის ხელოვნებას ფლობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა და ხვედელიძის მეგობარმა ელისო კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გელა ხვედელიძისთვის ადვილი გამოსაცნობი იყო, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლები არიან თავდამსხმელები.

"თავდამსხმელი იყო ორი და მან ეს დაადასტურა. როდესაც შეიძინა სიგარეტი და ბრუნდებოდა მანქანასთან, ერთ ხელში ეკავა მობილური ტელეფონი, რომლითაც მე მესაუბრებოდა, მეორე ხელით კი ხსნიდა სიგარეტს. უკანა მხრიდან მას ერთ-ერთმა შეუბოჭა ხელები, შემოეხვია ტანზე და ეგონა, რომ მისი ნათესავი ეხუმრებოდა. მეორე თავდამსხმელმა უკანა მხრიდან დაარტყა წიხლი, რის შედეგადაც ჩაიკეცა. მან დაიწყო თავდამსხმელის მოგერიება. როგორც მითხრა, ერთ თავდამსხმელს ფეხში ხელი წაავლო და მეორე ხელით ცდილობდა მეორის მოგერიებას. ეს წამებში ხდება, იქამდე სანამ მისი მეუღლე მივიდოდა დასახმარებლად. პარალელურად აგინებდა მათ. სწორედ ამ მომენტში გაიგონა ერთ-ერთი თავდამსხმელის ხმა - ნახე ეს ისევ გვაგინებსო. ამის შემდეგ გამოჩნდა მისი მეუღლე, რომელიც შეეცადა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა. ისინი გაიქცნენ ბარნოვის ქუჩის მიმართულებით და შეუხვიეს გუდაურის ქუჩაზე. იქაც არის კამერები და ვიცი, რომ პოლიციამ ყველა კამერის ჩანაწერი ამოიღო. ისინი იყვნენ კარგად ნავარჯიშები, რომლებმაც ჩხუბის ხელოვნება იცოდნენ. გელა ხვედელიძემ გამოთქვა ვერსია, რომ ისინი იყვნენ მოჭიდავეები. გარდა იმისა, რომ ის უშიშროების ორგანოებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ყოფილი ფეხბურთელია და მისთვის მარტივად გამოსაცნობი იყო, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. თავდამსხმელს ჰქონდა „კასტეტი", რითაც დაუზიანეს სახის ძვლები", - აღნიშნა კილაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გელა ხვედელიძე პირად შურისძიებას გამორიცხავს.

"გუშინ ვესაუბრე გელა ხვედელიძეს. ჩვენ შევაჯერეთ ვერსიები. ის გამორიცხავს პირადი მტრობის გამო შურისძიებას, გამორიცხავს გიორგი ფარესაშვილის მხრიდან შურისძიებას. ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს გოგაშვილის (სუს-ის უფროსის მოადგილე) მხრიდან შურისძიებას. მან მითხრა, რომ გოგაშვილმა მუდმივად იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი. ძალიან ხშირად მას მისდიოდა ინფორმაცია - გოგაშვილი ამბობდა სწორედ ამ ადგილზე, გზაჯვარედინზე გელა ხვედელიძე ხვდება ადამიანებს და მართავს იქ რაღაც კონსულტაციებსო", - აღნიშნა კილაძემ.

3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანები საკუთარ სახლთან დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."