საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს 5 ნარკორეალიზატორის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
შსს 5 ნარკორეალიზატორის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ფო­ნი­ჭა­ლა­სა და გურ­ჯა­ან­ში, ხუთი პირი: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სუ­რა­მი მ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე რუს­ლან ი., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არაზ ა., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ელ­მა­დინ მ. და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ნი­ზა­დილ გ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დე­ო­მა­სა­ლა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სუ­რა­მი მ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას - 24 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ჰე­რო­ი­ნი, არაზ ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას - 3,2181 გრ ჰე­რო­ი­ნი, ელ­მა­დინ მ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას - 22 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ჰე­რო­ი­ნი, ნი­ზა­დილ გ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას - 23 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ჰე­რო­ი­ნი, რუს­ლან ი.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კი 3,9872 გრ ჰე­რო­ი­ნი და 1,5 გრ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "პრე­გა­ბა­ლი­ნი" ამო­ი­ღეს.

სულ ამო­ღე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­და. პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე ამო­ი­ღო ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა მიერ მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის მი­ყი­დუ­ლი 0,6069 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბა სუ­რა­მი მ.-ს მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, რუს­ლან ი.-ს მი­მართ 260-ე მუხ­ლის მე-5 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით და 261-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, არაზ ა.-ს მი­მართ 260-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, ნი­ზა­დილ გ.-ს მი­მართ 260-ე მუხ­ლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, ელ­მა­დინ მ.-ს მი­მართ 260-ე მუხ­ლის მე-3 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შს სა­მი­ნის­ტრომ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 2016 წლი­დან დღემ­დე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით 33 პირი და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

შსს 5 ნარკორეალიზატორის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს 5 ნარკორეალიზატორის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ სპეცოპერაციის ვიდეომასალა

სამართალდამცველებმა სურამი მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, არაზ ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 3,2181 გრ ჰეროინი, ელმადინ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 22 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნიზადილ გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 23 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, რუსლან ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 3,9872 გრ ჰეროინი და 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება "პრეგაბალინი" ამოიღეს.

სულ ამოღებულია, დაახლოებით, 13 გრამი ჰეროინი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.

გამოძიება სურამი მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რუსლან ი.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, არაზ ა.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ნიზადილ გ.-ს მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ელმადინ მ.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ