პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ სადგურის ტერიტორიის გარემოვაჭრეები პროდუქტებს
გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ სადგურის ტერიტორიის გარემოვაჭრეები პროდუქტებს

გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­ტა­ნი­სას თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დახ­ლე­ბის ქვეშ, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და ვა­და­გა­სუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ხორ­ცზე, ყველ­სა და კვერ­ცხზე, რომ­ლებ­საც მო­ვაჭ­რე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყიდ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­დუქ­ტე­ბი ნორ­მე­ბის ყო­ველ­გვა­რი დარ­ღვე­ვით ინა­ხე­ბო­და.

რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ასე­ვე, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩის ერთი ნა­წი­ლი­დან გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი დღეს გა­ი­ტა­ნეს. ტე­რი­ტო­რია "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" და­ა­სუფ­თა­ვა.

უნე­ბარ­თვო გა­რე­ვაჭ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა 19 მარტს, მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო. ანა­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მე­რია მო­მა­ვალ­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და მო­ვაჭ­რე­ებს უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ე­ცე­მათ.

"დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბი­სა და ბაზ­რო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ბაზ­რო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­ვაჭ­რე­ებს ად­გი­ლებს და­უთ­მობს და პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნის. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­წარ­მე­ე­ბი, პირ­ვე­ლი 6 თვე, სა­ი­ჯა­რო გა­და­სა­ხა­დი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. მათ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია ცენ­ტრა­ლურ სად­გურ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­ნი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რო­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ სადგურის ტერიტორიის გარემოვაჭრეები პროდუქტებს

გაფუჭებული ხორცი, ყველი და კვერცხი - რა პირობებში ინახავდნენ სადგურის ტერიტორიის გარემოვაჭრეები პროდუქტებს

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს, კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

იხილეთ ვიდეო

მათივე ინფორმაციით, პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა.

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

"დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეწარმეები, პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი