ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. ასეთი შედეგები გამოაქვეყნა IRI-მ 2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 19% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს.
მეორე ადგილს ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის, ქართველი გამოკითხული რესპონდენტებისთვის "ფეისბუქი" იკავებს.
შეგახსენებთ, IRI -ის 2016 წლის კვლევის შედეგებით, AMBEBI.GE გასულ წელსაც ლიდერობდა.
IRI -ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა.