ავტორი:

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სააღდგომო პასკა, რომელიც "ხვანჭკარასთან" საუკეთესო წყვილს ქმნის

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სააღდგომო პასკა, რომელიც "ხვანჭკარასთან" საუკეთესო წყვილს ქმნის

მოახლოვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და, როგორც იცით, ეს დღე წარმოუდგენელია სააღდგომო პასკის გარეშე. გთავაზობთ, პასკის გემრიელ და გამოცდილ რეცეპტს. მისი მომზადებისას ქიშმიშთან ერთად გამოიყენება ნებისმიერი ჩირი და ცუკატები. შეგვიძლია ასევე მოვრთოთ სხვადასხვა სახის მინანქრით. სააღდგომო პასკას შესაბამისი ღვინოც შეეხამება.

ინგრედიენტები:

რძე 500 მლ

შაქარი 500 გ

არაჟანი 2 ს.კ

კვერცხი 8

კარაქი 500 გ

ქიშმიში 250 გ

მარილი 1 ჩ.კ

ფქვილი 1,5-2 კგ

მშრალი საფუარი 3 ს.კ

მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1 ს.კ. დაფქული

ილი (კარდამონი) 1 ს.კ. დაფქული

ჯანჯაფილი 1/4 ს.კ. დაფქული

ზეთი 1/2 ჭ

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.

კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები. როცა ცომის ხაში (ე.წ. "აპარა") აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი წაიკითხეთ ვრცლად

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს ფორტუნა მაისში - მომდევნო თვის შემოსავლების ასტროლოგიური პროგნოზი

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ - რაზე მუშაობენ Apple და Google