მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი
4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი

წელს პირ­ვე­ლად გვექ­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­გორც ქა­ღალ­დის წიგ­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ანუ იქ­ნე­ბა ქა­ღალ­დის წიგ­ნე­ბიც და ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბიც, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

ჯე­ჯე­ლა­ვამ წიგ­ნე­ბის წო­ნი­სა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის თე­მა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

"ამა­ში ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი იგუ­ლის­ხმე­ბა. ერ­თია, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყოს; მე­ო­რე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­ცირ­დეს; მე­სა­მე არის, რომ სა­დაც დი­დტა­ნი­ა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გავ­ყოთ; მე­ო­თხეა, რომ ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­მო­ვა, უნდა იყოს წო­ნის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ეს სტან­დარ­ტე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად უკვე შე­ვი­მუ­შა­ვეთ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩან­თე­ბი უკვე წელს შემ­სუ­ბუქ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, "ეს პრო­ცე­სი ჯერ და­ბა­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შე­ე­ხე­ბა, ზედა კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩან­თე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა კი შემ­დგო­მი წლე­ბის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა".

"წელს პირ­ვე­ლად გვექ­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ქა­ღალ­დის წიგ­ნე­ბის ანუ იქ­ნე­ბა ქა­ღალ­დის წიგ­ნე­ბიც და ელექტრო­ნუ­ლიც. მა­გა­ლი­თად, სახ­ლში მოს­წავ­ლე ქა­ღალ­დის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი იმუ­შა­ვებს, სკო­ლა­ში ელექტრო­ნულს წა­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი

4 სიახლე, რომელიც წელს სკოლებში დაინერგება - განათლების მინისტრის კომენტარი

წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონული წიგნებიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავამ წიგნების წონისა და გაკვეთილების რაოდენობის შემცირების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

"ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ჯეჯელავას თქმით, "ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება".

"წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი