არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ონში "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი დააკავა.
არაოფიციალური ცნობით, მელაშვილის აყვანა რამდენიმე დღის წინ, გამგეობის შენობაში განხორციელდა. სავარაუდოდ, მისი დაკავება ქრთამის აღების ბრალდებას უკავშირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ არც "ქართულ ოცნებაში".