Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სამშვიდობოს ემოციური ისტორია - "ერაყელმა ბიჭმა მითხრა: ყოვლისშემძლეს ევედრებიან, შინ მშვიდობით დაბრუნდეო..."
ქართველი სამშვიდობოს ემოციური ისტორია - "ერაყელმა ბიჭმა მითხრა: ყოვლისშემძლეს ევედრებიან, შინ მშვიდობით დაბრუნდეო..."

ვაგ­რძე­ლებთ ქარ­თვე­ლი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის მიერ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ცხელ წერ­ტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, სა­დაც ისი­ნი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას მომ­ხდარ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს აღ­წე­რენ...

სოსო ომა­ი­ძე, 2005 წელი ივ­ნი­სი, ერა­ყი, მდი­ნა­რე და­ი­ლა. ერაყ­ში "პატ­რუ­ლი­რე­ბის" ერთი დღე.

"სა­გუ­შა­გო­ზე ლურ­ჯი ფე­რის "მარ­შუტ­კა" ნელი სვლით შე­მო­ვი­და და "სდექ" ნი­შან­ზე, თით­ქმის ჩემს ფე­ხებ­თან გა­ჩერ­და... კარი გა­მო­ვა­ღე და შე­ვი­ხე­დე, - სა­ლონ­ში ხუთი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი ის­ხდა. მძღო­ლის გვერ­დით კი, ასე ოცი­ო­დე წლის ბიჭი იჯდა.

არა­ფე­რი მი­კი­თხავს, მაგ­რამ თით­ქოს მე­ლო­დე­ბოდ­ნე­ნო, უცებ ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, ემო­ცი­უ­რად და ხმა­მაღ­ლა. მათი სა­უბ­რი­დან, რა თქმა უნდა, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის სრუ­ლად გა­უ­გე­ბარ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი, ერ­თბა­შად მივ­ხვდი, მიხ­სნიდ­ნენ ვინ იყ­ვნენ და სა­ი­დან მო­დი­ოდ­ნენ. გა­მე­ცი­ნა მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და ავ­ტო­მან­ქა­ნის კარი მივ­ხუ­რე.

ის იყო მოვტრი­ალ­დი წა­სას­ვლე­ლად მო­ვემ­ზა­დე, რომ ძა­ხილ­მა შე­მა­ჩე­რა, - სოლ­ჯერ! (ჯა­რის­კა­ცო) - მოვტრი­ალ­დი... მძღო­ლის გვერ­დით მჯდო­მი ბიჭი მე­ძახ­და - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? - ვკი­თხე. - არ გინ­და ეს იყი­დო? - მკი­თხა და სა­ი­დან­ღაც მზის სათ­ვა­ლე ამო­ი­ღო. მო­მე­წო­ნა, რა ღირს-მეთ­ქი - 15 დო­ლა­რიო... მეძ­ვი­რა და თან მარ­თლა არ მქონ­და იმ­დე­ნი ფული ჯი­ბე­ში... - არ მაქვს, მე­გო­ბა­რო, მაგ­დე­ნი ფული. მად­ლო­ბა-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი და ისევ გა­მოვტრი­ალ­დი.

- ერთი წუ­თით, არ წახ­ვი­დე, - და­მი­ძა­ხა ვი­ღა­ცამ. ეს "სათ­ვა­ლის ბიჭი" არ იყო. უკა­ნა სა­ლო­ნის კარი გა­ი­ღო და ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი გად­მო­ვი­და. ხელი პი­ჯა­კის გუ­ლის ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო და იქი­დან, ერთი დიდი შეკ­ვრა ერა­ყუ­ლი დრა­მე­ბი ამო­ი­ღო, რამ­დე­ნი­მე გა­დათ­ვა­ლა და სათ­ვა­ლის გამ­ყიდ­ველ ბიჭს მი­ა­წო­და. შემ­დეგ, დაბ­ნე­ულ ბიჭს სათ­ვა­ლე თით­ქმის ძა­ლით გა­მო­არ­თვა ხე­ლი­დან და მო­მა­წო­და... მე იმ ბიჭ­ზე მე­ტად დაბ­ნე­უ­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და სათ­ვა­ლე და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­მო­ვარ­თვი... ერა­ყელ­მა სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, - რა­ტომ...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ქარ­თვე­ლი სერ­ჟან­ტი უცებ და­ი­ხა­რა და "ბა­თინ­კებ­ზე" თას­მის გახ­სნას შე­უდ­გა..." - ფეხ­შიშ­ვე­ლი ერა­ყე­ლის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის ამ­ბა­ვი

დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვა­ზე არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ... უცებ თავ­ში ერ­თმა აზ­რმა გა­მი­ელ­ვა, - წყა­ლი! ამათ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი წყა­ლი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. არ წახ­ვი­დე, ვუ­თხა­რი მძღოლს. იქვე, ჩვენს ბუნ­კერ­ში შე­ვე­დი და ორი ყუთი წყა­ლი ამო­ვი­ღე, მგზავ­რებს, სამ-სამი ბოთ­ლი და­ვუ­რი­გე, ერთი ყუთი კი, იმ მო­ხუცს მი­ვე­ცი, ვინც სათ­ვა­ლე მა­ჩუ­ქა...

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ნელა და­იძ­რა, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის შემ­დეგ გა­ჩერ­და, უკუს­ვლით წა­მო­ვი­და და ბუნ­კერ­თან გა­ჩერ­და. - სოლ­ჯერ, სოლ­ჯერ! - ისევ შე­მო­მეს­მა ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან. ახ­ლოს მი­ვე­დი, -რა ხდე­ბა-მეთ­ქი? - მა­პა­ტიე, მი­თხრა ახალ­გაზ­რდამ ჯი­ბი­დან ფული ამო­ი­ღო და მო­ხუცს ჩემს თვალ­წინ და­უბ­რუ­ნა... ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. - რა­ტომ და­უბ­რუ­ნე, რა­შია საქ­მე-მეთ­ქი? ბიჭ­მა ენის ბორ­ძი­კით და დამ­ტვრე­უ­ლი ინ­გლი­სუ­რით და­ი­წყო, - შენ ამე­რი­კე­ლი არ ხარ ხომ?.. - და­ვი­ნა­ხე რო­გორ გა­ექ­ცა, დიდი შავი თვა­ლე­ბი მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ჩემს ფორ­მა­ზე და­კე­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე - რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ხარ? - მკი­თხა.

- არა, ამე­რი­კე­ლი არ ვარ, გურ­ჯის­ტა­ნი იცი? - ღი­მი­ლით ვკი­თხე. კი, კი, გურ­ჯე­ბი ვიცი... წყალს რომ არი­გებ­დი, არ მე­გო­ნა, მეც თუ მომ­ცემ­დი... მე ხომ შენ ფული გა­მო­გარ­თვი სათ­ვა­ლის­თვის... თან ამე­რი­კე­ლე­ბი ასე, ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ არი­გე­ბენ წყალს... - ამოთ­ქვა რო­გორც იქნა. გა­წით­ლდა და ყუ­რე­ბამ­დე გა­მი­ღი­მა. გა­ოფ­ლი­ლი ხე­ლის გული ჯერ შარ­ვალ­ზე შე­იწ­მინ­და და გა­მო­მი­წო­და, - მად­ლო­ბა. მე აბ­რა­ა­მი ვარ! - მი­თხრა. - სოსო, - ვუ­თხა­რი, ხელი მაგ­რად ჩა­მო­ვარ­თვი და თვა­ლი გა­ვუს­წო­რე.

ეს ბა­ზის გა­რეთ ერა­ყელ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო და ვიგ­რძე­ნი, რო­გორ ვღე­ლავ­დი. მე­გო­ნა, მის თვა­ლებ­ში სულ სხვა მზე­რას და­ვი­ნა­ხავ­დი, მტრულს და სას­ტიკს, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რი, ბავ­შვუ­რი და თბი­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ღია კა­რი­დან მისი თა­ნამ­გზავ­რი მო­ხუ­ცე­ბის გა­ღი­მე­ბუ­ლი სახე და­ვი­ნა­ხე... - ახლა ისი­ნი შენ გლო­ცა­ვენ, - მი­თხრა აბ­რა­ამ­მა, - ამ­ბო­ბენ, - სამ­ყა­როს შექ­მნელს შევ­თხოვთ, მშვი­დო­ბით და­აბ­რუ­ნოს თა­ვის ოჯახ­შიო!.. - მი­თხრა. ამ სი­ტყვე­ბის გა­გო­ნე­ბა­ზე ლა­მის შევ­ტორ­ტმან­დი, - აქ, უცხო მი­წა­ზე, სა­დაც ისი­ნი მტრად აღგ­ვიქ­ვამ­დნენ, მცი­რედ­მა ყუ­რა­დღე­ბამ უცებ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნე­ბად გვაქ­ცია... აბ­რა­ამ­მა, თით­ქოს მზეს აა­რი­დაო, თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა და მზე­რა ამა­რი­და. მივ­ხვდი, უც­ნობ­თან ასე­თი გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი ეუ­ხერ­ხუ­ლა... რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი უკუს­ვლით გა­დად­გა და ისე და­მემ­შვი­დო­ბა"...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ქარ­თვე­ლი სერ­ჟან­ტი უცებ და­ი­ხა­რა და "ბა­თინ­კებ­ზე" თას­მის გახ­სნას შე­უდ­გა..." - ფეხ­შიშ­ვე­ლი ერა­ყე­ლის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის ამ­ბა­ვი

ფოტო: photobucket.com

ქართველი სამშვიდობოს ემოციური ისტორია - "ერაყელმა ბიჭმა მითხრა: ყოვლისშემძლეს ევედრებიან, შინ მშვიდობით დაბრუნდეო..."

ქართველი სამშვიდობოს ემოციური ისტორია - "ერაყელმა ბიჭმა მითხრა: ყოვლისშემძლეს ევედრებიან, შინ მშვიდობით დაბრუნდეო..."

ვაგრძელებთ ქართველი სამშვიდობოების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში გაკეთებული ჩანაწერების გამოქვეყნებას, სადაც ისინი მისიის შესრულებისას მომხდარ განსაკუთრებულ შემთხვევებს აღწერენ...

სოსო ომაიძე, 2005 წელი ივნისი, ერაყი, მდინარე დაილა. ერაყში "პატრულირების" ერთი დღე.

"საგუშაგოზე ლურჯი ფერის "მარშუტკა" ნელი სვლით შემოვიდა და "სდექ" ნიშანზე, თითქმის ჩემს ფეხებთან გაჩერდა... კარი გამოვაღე და შევიხედე, - სალონში ხუთი ასაკოვანი მამაკაცი ისხდა. მძღოლის გვერდით კი, ასე ოციოდე წლის ბიჭი იჯდა.

არაფერი მიკითხავს, მაგრამ თითქოს მელოდებოდნენო, უცებ ყველამ ერთნაირად დაიწყო ლაპარაკი, ემოციურად და ხმამაღლა. მათი საუბრიდან, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე, მაგრამ ეს ჩემთვის სრულად გაუგებარ ენაზე მოსაუბრე ადამიანები, ერთბაშად მივხვდი, მიხსნიდნენ ვინ იყვნენ და საიდან მოდიოდნენ. გამეცინა მხრები ავიჩეჩე და ავტომანქანის კარი მივხურე.

ის იყო მოვტრიალდი წასასვლელად მოვემზადე, რომ ძახილმა შემაჩერა, - სოლჯერ! (ჯარისკაცო) - მოვტრიალდი... მძღოლის გვერდით მჯდომი ბიჭი მეძახდა - რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. - არ გინდა ეს იყიდო? - მკითხა და საიდანღაც მზის სათვალე ამოიღო. მომეწონა, რა ღირს-მეთქი - 15 დოლარიო... მეძვირა და თან მართლა არ მქონდა იმდენი ფული ჯიბეში... - არ მაქვს, მეგობარო, მაგდენი ფული. მადლობა-მეთქი, - ვუთხარი და ისევ გამოვტრიალდი.

- ერთი წუთით, არ წახვიდე, - დამიძახა ვიღაცამ. ეს "სათვალის ბიჭი" არ იყო. უკანა სალონის კარი გაიღო და ასაკოვანი მამაკაცი გადმოვიდა. ხელი პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაიყო და იქიდან, ერთი დიდი შეკვრა ერაყული დრამები ამოიღო, რამდენიმე გადათვალა და სათვალის გამყიდველ ბიჭს მიაწოდა. შემდეგ, დაბნეულ ბიჭს სათვალე თითქმის ძალით გამოართვა ხელიდან და მომაწოდა... მე იმ ბიჭზე მეტად დაბნეული და გაოცებული ვიყავი და სათვალე დაუფიქრებლად გამოვართვი... ერაყელმა საჩუქარი გამიკეთა, მაგრამ ვერ მივხვდი, - რატომ...

ასევე წაიკითხეთ: "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი

დეტალებში გარკვევაზე არც დავფიქრებულვარ... უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, - წყალი! ამათთვის ყველაზე კარგი საჩუქარი წყალი იქნება-მეთქი. არ წახვიდე, ვუთხარი მძღოლს. იქვე, ჩვენს ბუნკერში შევედი და ორი ყუთი წყალი ამოვიღე, მგზავრებს, სამ-სამი ბოთლი დავურიგე, ერთი ყუთი კი, იმ მოხუცს მივეცი, ვინც სათვალე მაჩუქა...

მიკროავტობუსი ნელა დაიძრა, გარკვეული მანძილის შემდეგ გაჩერდა, უკუსვლით წამოვიდა და ბუნკერთან გაჩერდა. - სოლჯერ, სოლჯერ! - ისევ შემომესმა ავტომანქანიდან. ახლოს მივედი, -რა ხდება-მეთქი? - მაპატიე, მითხრა ახალგაზრდამ ჯიბიდან ფული ამოიღო და მოხუცს ჩემს თვალწინ დაუბრუნა... ვერაფერი გავიგე. - რატომ დაუბრუნე, რაშია საქმე-მეთქი? ბიჭმა ენის ბორძიკით და დამტვრეული ინგლისურით დაიწყო, - შენ ამერიკელი არ ხარ ხომ?.. - დავინახე როგორ გაექცა, დიდი შავი თვალები მარცხენა მხარეს, ჩემს ფორმაზე დაკერებულ საქართველოს დროშაზე - რომელი ქვეყნიდან ხარ? - მკითხა.

- არა, ამერიკელი არ ვარ, გურჯისტანი იცი? - ღიმილით ვკითხე. კი, კი, გურჯები ვიცი... წყალს რომ არიგებდი, არ მეგონა, მეც თუ მომცემდი... მე ხომ შენ ფული გამოგართვი სათვალისთვის... თან ამერიკელები ასე, ტყუილუბრალოდ არ არიგებენ წყალს... - ამოთქვა როგორც იქნა. გაწითლდა და ყურებამდე გამიღიმა. გაოფლილი ხელის გული ჯერ შარვალზე შეიწმინდა და გამომიწოდა, - მადლობა. მე აბრაამი ვარ! - მითხრა. - სოსო, - ვუთხარი, ხელი მაგრად ჩამოვართვი და თვალი გავუსწორე.

ეს ბაზის გარეთ ერაყელ მოსახლეობასთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო და ვიგრძენი, როგორ ვღელავდი. მეგონა, მის თვალებში სულ სხვა მზერას დავინახავდი, მტრულს და სასტიკს, მაგრამ რაღაცნაირი, ბავშვური და თბილი თვალები ჰქონდა. მიკროავტობუსის ღია კარიდან მისი თანამგზავრი მოხუცების გაღიმებული სახე დავინახე... - ახლა ისინი შენ გლოცავენ, - მითხრა აბრაამმა, - ამბობენ, - სამყაროს შექმნელს შევთხოვთ, მშვიდობით დააბრუნოს თავის ოჯახშიო!.. - მითხრა. ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის შევტორტმანდი, - აქ, უცხო მიწაზე, სადაც ისინი მტრად აღგვიქვამდნენ, მცირედმა ყურადღებამ უცებ ახლობელ ადამიანებად გვაქცია... აბრაამმა, თითქოს მზეს აარიდაო, თვალები მოჭუტა და მზერა ამარიდა. მივხვდი, უცნობთან ასეთი გულახდილი საუბარი ეუხერხულა... რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა და ისე დამემშვიდობა"...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი

ფოტო: photobucket.com

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"