პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის
რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის

დიდი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­ებ­ში ზე­თის კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლო, ანუ რო­გორც მას დღეს უწო­დე­ბენ, "შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა" სრულ­დე­ბა.

ეს არის შვი­დი­დან ერთ-ერთი სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­თა­გა­ნი, რომ­ლის დრო­საც, მო­ცი­ქულ­თა სწავ­ლე­ბით, ადა­მი­ან­ზე ზე­თის­ცხე­ბის დროს, უფ­ლის მად­ლი გად­მო­დის და კურ­ნავს ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ერ და ხორ­ცი­ელ უძ­ლუ­რე­ბას. სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამ სა­ი­დუმ­ლოს შვი­დი მღვდელმსა­ხუ­რი აღას­რუ­ლებს.

ზე­თის­კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ თა­ვის ეპის­ტო­ლე­ში, მე­ხუ­თე თავ­ში სა­უბ­რობს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ია­კო­ბი (უფ­ლის ხორ­ცი­ე­ლი ძმა - მარ­თა­ლი იო­სე­ბის ძე).

ია­კობ მო­ცი­ქუ­ლი გვამ­ცნობს, რომ თუკი ვინ­მე ეკ­ლე­სი­ის წევ­რი ავა­დაა, უხ­მოს ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვართ და ილო­ცონ მის­თვის, ზეთი სცხონ უფ­ლის სა­ხე­ლით: "რწმე­ნის ლოც­ვა იხ­სნის ავად­მყოფს, უფა­ლი აღად­გენს მას, და თუ ცოდ­ვა რამ ჩა­უ­დე­ნია, მი­ე­ტე­ვე­ბა"(იაკ.5:15).

თუმ­ცა, მა­ნამ­დე ამ სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ წმინ­და მარ­კოზ მა­ხა­რე­ბე­ლიც გვა­უ­წყებს, რო­დე­საც მა­ცხოვ­რის მიერ სი­ნა­ნუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ სა­ხა­რე­ბა­ში გვე­სა­უბ­რე­ბა: "და წა­ვიდ­ნენ ისი­ნი სი­ნა­ნუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად. აძე­ვებ­დნენ მრა­ვალ ეშ­მაკს, ზეთს სცხებ­დნენ და ჰკურ­ნავ­დნენ უამ­რავ სნე­ულს"(მრკ.6:12-13).

სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბის წესი

ეკ­ლე­სი­ა­ში იკი­თხე­ბა "სა­მო­ცი­ქუ­ლო­დან" და "სა­ხა­რე­ბი­დან" შვიდ-შვი­დი მო­ნაკ­ვე­თი. თი­თო­ე­უ­ლი ტექ­სტის წა­კი­თხის შემ­დეგ, მო­ძღვა­რი ადა­მი­ანს წი­თელ ღვი­ნო­ში არე­ულ ნა­კურთხ ზეთს სცხებს შუბ­ლზე, თვა­ლებ­ზე, ლო­ყებ­ზე, მკერ­დსა და ხე­ლებ­ზე. ბოლო სა­კი­თხა­ვის შემ­დეგ, მო­ძღვა­რი ავად­მყოფს თავ­ზე და­ა­დებს გა­დაშ­ლილ სა­ხა­რე­ბას და კი­თხუ­ლობს ლოც­ვას მის­თვის ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის­თვის.

ცალ­კე­უ­ლი თე­ო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით, იმის გამო, რომ შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა გან­კუთ­ვნი­ლია და აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ავად­მყო­ფე­ბის მად­ლის­მი­ე­რი გან­კურ­ნე­ბის­თვის, ის, ერ­თის მხრივ, ვერ იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი; ასე­ვე ვერ აღეს­რუ­ლე­ბა გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­ზე. თუმ­ცა, ძვე­ლად, რო­დე­საც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, მო­ძღვრებს სთხოვ­დნენ, რომ მათ­თვი­საც ეცხოთ ზეთი უფ­ლის მად­ლის მი­სა­ღე­ბად და სუ­ლი­ე­რი გა­სა­ჭი­რის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. მო­ძღვრე­ბი მათ უარს არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და მა­თაც იმა­ვე ლოც­ვებს უკი­თხავ­დნენ, რაც სნე­უ­ლებს ეკი­თხე­ბო­დათ. ფიქ­რო­ბენ, რომ ამ წესს სა­ფუძ­ვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მე-5-6 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩა­ე­ყა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ზე­თის­ცხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა უგო­ნოდ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბის სა­ფუძ­ვლებ­ში, რა­საც "მცი­რე კა­ტე­ხიზ­მო" ეწო­დე­ბა, ვკი­თხუ­ლობთ, რომ სი­ნა­ნუ­ლის სა­ი­დუმ­ლოს­თან ახ­ლოს დგას "შვიდ­ჯერ ზე­თის­ცხე­ბის" ანუ "ზე­თის­კურ­თხე­ვის" სა­ი­დუმ­ლო. ის სრულ­დე­ბა დიდ­მარ­ხვი­სას და ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად ავად­მყო­ფის­თვის სახ­ლში.

ზე­თის კურ­თხე­ვი­სას ადა­მი­ანს და­ვი­წყე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბიც ეპა­ტი­ე­ბა

ეს სა­ი­დუმ­ლო, ისე­ვე რო­გორც ახა­ლი აღ­თქმის და­ნარ­ჩე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ დაგ­ვი­წე­სა. ზე­თის კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნია ავად­მყო­ფის ხორ­ცი­ე­ლი სნე­უ­ლე­ბი­სა­გან გან­კურ­ნე­ბა და ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა.

თუ ავად­მყოფ­თან სა­ი­დუმ­ლოს ჩა­ტა­რე­ბი­სას ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სნე­უ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვაა, ეკ­ლე­სი­ა­ში მას მორ­წმუ­ნე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის გამო ეს­წრე­ბი­ან; თუმ­ცა, ცხა­დია, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ი­დუმ­ლოს ორი­ვე ზე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლა­შია, რა­მე­თუ სნე­უ­ლე­ბის­გან სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნის სუ­ლის­თვის, შე­იძ­ლე­ბა, დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

სა­სურ­ვე­ლია, რომ მორ­წმუ­ნემ ზე­თის­კურ­თხე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ი­ღოს, რად­გან, თუ აღ­სა­რე­ბი­სას ადა­მი­ანს ის ცოდ­ვე­ბი მი­ე­ტე­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც აღი­ა­რა და მო­ი­ნა­ნია, ზე­თის კურ­თხე­ვი­სას, გად­მო­ცე­მით, და­ვი­წყე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბიც ეპა­ტი­ე­ბა. ამის გამო სა­ი­დუმ­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ მათ, ვი­საც აღ­სა­რე­ბა ერთხელ მა­ინც უთ­ქვამს - აღ­ნიშ­ნუ­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბის სა­ფუძ­ვლებ­ში.

სწო­რედ ამ ბოლო აზ­რთან და­კავ­ში­რე­ბით რუსი ღვთის­მე­ტყვე­ლი, მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რი, ალექ­სეი ოსი­პო­ვი ამ­ბობს, რომ მოხ­და გარ­კვე­უ­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბა ამ სა­ი­დუმ­ლოს გა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ალექ­სეი ოსი­პო­ვი: "სა­ი­დუმ­ლოს ეკ­ლე­სი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მო­ცი­ქულ ია­კო­ბის­გან, რო­მე­ლიც მკა­ფი­ოდ ამ­ბობს "უჭირს რო­მე­ლი­მე თქვენ­განს? ილო­ცოს. ულ­ხინს? ფსალ­მუ­ნი იგა­ლო­ბოს. ავა­დაა ვინ­მე? ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცესთ მო­უხ­მოს, რათა ილო­ცონ მის­თვის და ზეთი სცხონ უფ­ლის სა­ხე­ლით. რწმე­ნის ლოც­ვა იხ­სნის ავად­მყოფს, უფა­ლი აღად­გენს მას, და თუ ცოდ­ვა რამ ჩა­უ­დე­ნია, მი­ე­ტე­ვე­ბა."(იაკ.5:13-15). აქ, პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია: "ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცესთ მო­უხ­მოს" - ანუ ავად­მყოფს უკვე აღარ შე­უძ­ლია თა­ვად სი­ა­რუ­ლი, ანუ აქ სა­უ­ბა­რია მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა­ზე, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­გე­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­მა­რი­სია, თუ ის ეზი­ა­რე­ბა და აღ­სა­რე­ბას აბა­რებს. ზი­ა­რე­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბი­სას, კი ამ ეპის­ტო­ლის თა­ნახ­მად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ლოც­ვა ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის და თა­ნაც, არა ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ლოც­ვა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე­სი ("ხუ­ცესთ მო­უხ­მოს"). თავ­და­პირ­ვე­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში ამის­თვის სა­ჭი­რო იყო შვი­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მსა­ხუ­რე­ბა.

დღე­ვან­დელ დღეს კი პირ­და­პირ ზღაპ­რებს ყვე­ბი­ან: "შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბით და­ვი­წყე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბი მო­გე­ტე­ვე­ბა­თო" - სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს აზრი? თა­ნაც აუ­ა­რე­ბა ადა­მი­ა­ნი მი­დის ამ ზე­თის­ცხე­ბა­ზე. ეს იქცა გარ­კვე­ულ რი­ტუ­ა­ლად. სა­ი­დან მო­ვი­და ეს აზრი, უც­ნო­ბია. მო­ცი­ქუ­ლი ია­კო­ბი ამ­ბობს, რომ "და თუ ცოდ­ვა რამ ჩა­უ­დე­ნია, მი­ე­ტე­ვე­ბა".

რა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი? - იმა­ზე, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რწმე­ნი­თა და სი­ნა­ნუ­ლით ხდე­ბა ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა - აღ­სა­რე­ბა­შიც, ზი­ა­რე­ბა­შიც და ჯვრის­წე­რის, მღვდლო­ბის, მო­ნაზვნო­ბის, ზე­თის­ცხე­ბი­სას.

სამ­წუ­ხა­როდ, არის ასე­თი თქმუ­ლე­ბა და ეს აბ­რკო­ლებს ადა­მი­ა­ნებს. რო­დე­საც მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას­თან გვაქვს საქ­მე, შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა არ არის ცუდი, მაგ­რამ რო­დე­საც ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვე­უ­ლე­ბად იქ­ცე­ვა, ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი. მო­ცი­ქულს ეს არ და­უ­ბა­რე­ბია".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის პატ­რი­არ­ქო­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ "შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბის დროს, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ხდე­ბა ის, რაც სი­ნა­ნუ­ლის სა­ი­დუმ­ლოს დროს - ადა­მი­ანს მი­ე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვე­ბი, მაგ­რამ ივა­რა­უ­დე­ბა, რომ ეს სა­ი­დუმ­ლო შე­საძ­ლოა აღ­სრულ­დეს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად აღარ შე­უძ­ლი­ათ უფ­ლი­სა და ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე სი­ნა­ნუ­ლი. ამი­ტო­მაც, სა­ი­დუმ­ლოს სა­ფუძ­ველ­ში დევს არა დი­ა­ლო­გი მო­ნა­ნულ­სა და მო­ძღვარს შო­რის, არა­მედ ეკ­ლე­სი­ის ლოც­ვა ავად­მყო­ფის­თვის. ეკ­ლე­სია თა­ვი­სი სა­ხე­ლით შე­უნ­დობს ცოდ­ვას მას, ვინც ზეთს იცხებს. ის უფ­ლის წი­ნა­შე მოწ­მონს, რომ არ აქვს ამ ადა­მი­ანს ცოდ­ვა ეკ­ლე­სი­ის­გან უპა­ტი­ე­ბე­ლი და ამ ადა­მი­ა­ნის სულს უფ­ლის ხელთ გა­დას­ცემს და ამ ადა­მი­ა­ნის­თვის უფალს ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბას სთხოვს. თა­ვად ნა­კურ­თხი ზე­თით ცხე­ბა მოწ­მობს, რომ ეკ­ლე­სია, ახორ­ცი­ე­ლებს რა ამ მოქ­მე­დე­ბას, უფალს ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთელ­ბო­ას გა­მოს­თხოვს. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ზე­თის­ცხე­ბის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ, შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას რა­დი­კა­ლუ­რად არ აუ­ა­რე­სებს, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად აძ­ლი­ე­რებს და ეხ­მა­რე­ბა - ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვდეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ეკ­ლე­სიო პრაქ­ტი­კა­ში შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს არას­წორ გა­გე­ბას ვა­წყდე­ბით. თით­ქოს, ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­ი­დუმ­ლოა და მხო­ლოდ მო­მაკ­ვდავ ადა­მი­ან­ზე სრულ­დე­ბა, რაც არას­წო­რია. ამ სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც არ აქვთ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა და ტა­ძარ­შიც კი შე­უძ­ლი­ათ მის­ვლა. თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა­ში არ უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, რად­გან ამ სა­ი­დუმ­ლოს მთე­ლი ღირ­სე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნურ უძ­ლუ­რე­ბა­სა და ავად­მყო­ფო­ბა­ზე და თუკი ადა­მი­ანს მსგავ­სი ავად­მყო­ფო­ბა არ აქვს, ამ სა­ი­დუმ­ლოს აღ­სრუ­ლე­ბა მას­ზე უმარ­თე­ბუ­ლოა. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა მი­ვი­დეს აღ­სა­რე­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც ქრის­ტეს წმინ­და ნა­წი­ლებს ეზი­ა­როს".

შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­სებს ვხვდე­ბით "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის მო­ნას­ტრის ტი­პი­კო­ნის" ცალ­კე­ულ მუხ­ლებ­შიც.

22-ე თავ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: "ავად­მყოფ­თა ზრუნ­ვი­სათ­ვის იღუ­მე­ნი, მღვდელ­მო­ნა­ზონ­ნი და მღვდელ­ნი, რო­გორც კი შე­ი­ტყო­ბენ, რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის: ში­ნა­უ­რი­სა თუ უხ­ცოს, ქა­ლი­სა თუ კა­ცის, ამ, თუ სხვა უბ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლის ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ, ვალ­დე­ბუ­ლებ­ნი იქ­ნე­ბი­ან, რომ მი­ა­კი­თხონ თვი­თონ, ან გა­უგ­ზავ­ნონ ვინ­მე გა­მოც­დი­ლი მღვდე­ლი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ავად­მყოფს ნუ­გე­ში სცეს და და­არ­წმუ­ნოს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­სა­რე­ბის თქმა, შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა, ზი­ა­რე­ბა და ან­დერ­ძის შედ­გე­ნა...".

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ცხა­დია, ადას­ტუ­რე­ბენ, რომ შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა უპი­რა­ტე­სად ავად­მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე აღეს­რუ­ლე­ბა. თუმ­ცა, აქვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვა­ში, ანუ სუ­ლი­ერ სნე­უ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ამ სნე­უ­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბა დიდი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში, რა დრო­საც მორ­წმუ­ნე მრევ­ლი, აღმსა­რე­ბე­ლი და მა­ზი­ა­რე­ბე­ლი შვიდგზის ზეთს იცხებს.

მო­ამ­ზა­და ზუ­რაბ თვა­ურ­მა

რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის

რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ როგორც მას დღეს უწოდებენ, "შვიდგზის ზეთისცხება" სრულდება.

ეს არის შვიდიდან ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც, მოციქულთა სწავლებით, ადამიანზე ზეთისცხების დროს, უფლის მადლი გადმოდის და კურნავს ადამიანთა სულიერ და ხორციელ უძლურებას. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ამ საიდუმლოს შვიდი მღვდელმსახური აღასრულებს.

ზეთისკურთხევის საიდუმლოს შესახებ თავის ეპისტოლეში, მეხუთე თავში საუბრობს წმინდა მოციქული იაკობი (უფლის ხორციელი ძმა - მართალი იოსების ძე).

იაკობ მოციქული გვამცნობს, რომ თუკი ვინმე ეკლესიის წევრი ავადაა, უხმოს ეკლესიის მოძღვართ და ილოცონ მისთვის, ზეთი სცხონ უფლის სახელით: "რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება"(იაკ.5:15).

თუმცა, მანამდე ამ საიდუმლოს შესახებ წმინდა მარკოზ მახარებელიც გვაუწყებს, როდესაც მაცხოვრის მიერ სინანულის საქადაგებლად თორმეტი მოციქულის გაგზავნის შესახებ სახარებაში გვესაუბრება: "და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს"(მრკ.6:12-13).

საიდუმლოს შესრულების წესი

ეკლესიაში იკითხება "სამოციქულოდან" და "სახარებიდან" შვიდ-შვიდი მონაკვეთი. თითოეული ტექსტის წაკითხის შემდეგ, მოძღვარი ადამიანს წითელ ღვინოში არეულ ნაკურთხ ზეთს სცხებს შუბლზე, თვალებზე, ლოყებზე, მკერდსა და ხელებზე. ბოლო საკითხავის შემდეგ, მოძღვარი ავადმყოფს თავზე დაადებს გადაშლილ სახარებას და კითხულობს ლოცვას მისთვის ცოდვათა მიტევებისთვის.

ცალკეული თეოლოგიური ლიტერატურის მიხედვით, იმის გამო, რომ შვიდგზის ზეთისცხება განკუთვნილია და აღესრულება მხოლოდ ავადმყოფების მადლისმიერი განკურნებისთვის, ის, ერთის მხრივ, ვერ იქნება ჯანმრთელი ადამიანისთვის განკუთვნილი; ასევე ვერ აღესრულება გარდაცვლილ ადამიანზე. თუმცა, ძველად, როდესაც ჯანმრთელი ადამიანები ესწრებოდნენ ავადმყოფი ადამიანისთვის განკუთვნილი ზეთისცხების საიდუმლოს, მოძღვრებს სთხოვდნენ, რომ მათთვისაც ეცხოთ ზეთი უფლის მადლის მისაღებად და სულიერი გასაჭირის შესამსუბუქებლად. მოძღვრები მათ უარს არ ეუბნებოდნენ და მათაც იმავე ლოცვებს უკითხავდნენ, რაც სნეულებს ეკითხებოდათ. ფიქრობენ, რომ ამ წესს საფუძველი აღმოსავლეთის ეკლესიაში მე-5-6 საუკუნეებში ჩაეყარა.

აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკით, ზეთისცხება არ შეიძლება უგონოდ მყოფი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის.

ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში, რასაც "მცირე კატეხიზმო" ეწოდება, ვკითხულობთ, რომ სინანულის საიდუმლოსთან ახლოს დგას "შვიდჯერ ზეთისცხების" ანუ "ზეთისკურთხევის" საიდუმლო. ის სრულდება დიდმარხვისას და ასევე სპეციალურად ავადმყოფისთვის სახლში.

ზეთის კურთხევისას ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებები, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა. ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისთვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთისკურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამს - აღნიშნულია ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში.

სწორედ ამ ბოლო აზრთან დაკავშირებით რუსი ღვთისმეტყველი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ალექსეი ოსიპოვი ამბობს, რომ მოხდა გარკვეული დამახინჯება ამ საიდუმლოს გაგებასთან დაკავშირებით.

ალექსეი ოსიპოვი: "საიდუმლოს ეკლესიის მიერ დაფუძნება გამომდინარეობს მოციქულ იაკობისგან, რომელიც მკაფიოდ ამბობს "უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება."(იაკ.5:13-15). აქ, პირველ რიგში, ყურადღებამისაქცევია: "ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს" - ანუ ავადმყოფს უკვე აღარ შეუძლია თავად სიარული, ანუ აქ საუბარია მძიმე ავადმყოფობაზე, რადგან ჩვეულებრივი გაგებით ადამიანისთვის საკმარისია, თუ ის ეზიარება და აღსარებას აბარებს. ზიარებაზე აღმატებული საეკლესიო საიდუმლოება არ არსებობს. შვიდგზის ზეთისცხებისას, კი ამ ეპისტოლის თანახმად, აუცილებელია გაძლიერებული ლოცვა ავადმყოფი ადამიანისთვის და თანაც, არა ერთი სასულიერო პირის ლოცვა, არამედ რამდენიმესი ("ხუცესთ მოუხმოს"). თავდაპირველად ეკლესიაში ამისთვის საჭირო იყო შვიდი სასულიერო პირის მსახურება.

დღევანდელ დღეს კი პირდაპირ ზღაპრებს ყვებიან: "შვიდგზის ზეთისცხებით დავიწყებული ცოდვები მოგეტევებათო" - საიდან მოიტანეს ეს აზრი? თანაც აუარება ადამიანი მიდის ამ ზეთისცხებაზე. ეს იქცა გარკვეულ რიტუალად. საიდან მოვიდა ეს აზრი, უცნობია. მოციქული იაკობი ამბობს, რომ "და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება".

რაზეა აქ საუბარი? - იმაზე, რომ ნებისმიერ საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობა რწმენითა და სინანულით ხდება ცოდვათა მიტევება - აღსარებაშიც, ზიარებაშიც და ჯვრისწერის, მღვდლობის, მონაზვნობის, ზეთისცხებისას.

სამწუხაროდ, არის ასეთი თქმულება და ეს აბრკოლებს ადამიანებს. როდესაც მძიმე ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, შვიდგზის ზეთისცხება არ არის ცუდი, მაგრამ როდესაც ეს გარკვეულწილად, ჩვეულებად იქცევა, ეს არ არის ნორმალური. მოციქულს ეს არ დაუბარებია".

აღსანიშნავია, ამასთან დაკავშირებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პატრიარქობამდე პერიოდში სატელევიზიო ეთერით გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ "შვიდგზის ზეთისცხების დროს, პირველყოვლისა, ხდება ის, რაც სინანულის საიდუმლოს დროს - ადამიანს მიეტევება ცოდვები, მაგრამ ივარაუდება, რომ ეს საიდუმლო შესაძლოა აღსრულდეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაცნობიერებულად აღარ შეუძლიათ უფლისა და ეკლესიის წინაშე სინანული. ამიტომაც, საიდუმლოს საფუძველში დევს არა დიალოგი მონანულსა და მოძღვარს შორის, არამედ ეკლესიის ლოცვა ავადმყოფისთვის. ეკლესია თავისი სახელით შეუნდობს ცოდვას მას, ვინც ზეთს იცხებს. ის უფლის წინაშე მოწმონს, რომ არ აქვს ამ ადამიანს ცოდვა ეკლესიისგან უპატიებელი და ამ ადამიანის სულს უფლის ხელთ გადასცემს და ამ ადამიანისთვის უფალს ცოდვათა მიტევებას სთხოვს. თავად ნაკურთხი ზეთით ცხება მოწმობს, რომ ეკლესია, ახორციელებს რა ამ მოქმედებას, უფალს ამ ადამიანის ჯანმრთელბოას გამოსთხოვს. უამრავი ადამიანი ზეთისცხების შემდეგ გამოჯანმრთელდება, თუმცა, ზოგჯერ, შვიდგზის ზეთისცხება მომაკვდავი ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას რადიკალურად არ აუარესებს, მაგრამ სულიერად აძლიერებს და ეხმარება - ღირსეულად შეხვდეს გარდაცვალებას.

თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს არასწორ გაგებას ვაწყდებით. თითქოს, ის გარდაცვალების წინ აღსასრულებელი საიდუმლოა და მხოლოდ მომაკვდავ ადამიანზე სრულდება, რაც არასწორია. ამ საიდუმლოს შესრულება იმ ადამიანებზეც შეიძლება, რომლებსაც არ აქვთ მძიმე ავადმყოფობა და ტაძარშიც კი შეუძლიათ მისვლა. თუმცა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი შვიდგზის ზეთისცხებაში არ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ამ საიდუმლოს მთელი ღირსება ორიენტირებულია ადამიანურ უძლურებასა და ავადმყოფობაზე და თუკი ადამიანს მსგავსი ავადმყოფობა არ აქვს, ამ საიდუმლოს აღსრულება მასზე უმართებულოა. ჯანმრთელი ადამიანი უნდა მივიდეს აღსარებაზე, რის შემდეგაც ქრისტეს წმინდა ნაწილებს ეზიაროს".

შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოსთან დაკავშირებით წესებს ვხვდებით "ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონის" ცალკეულ მუხლებშიც.

22-ე თავში აღნიშნულია: "ავადმყოფთა ზრუნვისათვის იღუმენი, მღვდელმონაზონნი და მღვდელნი, როგორც კი შეიტყობენ, რომელიმე ადამიანის: შინაურისა თუ უხცოს, ქალისა თუ კაცის, ამ, თუ სხვა უბნის მაცხოვრებლის ავადმყოფობის შესახებ, ვალდებულებნი იქნებიან, რომ მიაკითხონ თვითონ, ან გაუგზავნონ ვინმე გამოცდილი მღვდელი, რომელიც შეძლებს ავადმყოფს ნუგეში სცეს და დაარწმუნოს, რომ აუცილებელია აღსარების თქმა, შვიდგზის ზეთისცხება, ზიარება და ანდერძის შედგენა...".

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სასულიერო პირები ცხადია, ადასტურებენ, რომ შვიდგზის ზეთისცხება უპირატესად ავადმყოფ ადამიანებზე აღესრულება. თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ დღეს ნებისმიერი ადამიანი ცოდვაში, ანუ სულიერ სნეულებაში იმყოფება. შესაბამისად, სწორედ ამ სნეულების განკურნებას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს შესრულება დიდი მარხვის პერიოდში ყველა მოქმედ ტაძარში, რა დროსაც მორწმუნე მრევლი, აღმსარებელი და მაზიარებელი შვიდგზის ზეთს იცხებს.

მოამზადა ზურაბ თვაურმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი