სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ განაცხადა.
მანამდე ქვეყნის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპლთა რაოდენობა 9 ადამიანს შეადგენდა, დაშავებულთა რაოდენობა კი - 22-ს.
სკვორცოვას განცხადებით, ორი ადამიანი მძიმე ხარისხის დამწვრობითა და ჭურვის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, სანქკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორი მეტროპოლიტენის კამერებმა დააფიქსირა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" წყარომ აცნობა. ზოგიერთი მონაცემით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვებულ პორტფელში იყო მოთავსებული.