პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს
"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გელა ხვე­დე­ლი­ძის ოჯა­ხი შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით თავ­დას­ხმის მო­ტივს გა­მო­რი­ცხავს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გელა ხვე­დე­ლი­ძის მე­უღ­ლემ, მა­რეხ ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდარ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოჯახს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ­სი­ე­ბი არ აქვს, თუმ­ცა შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ. მი­სი­ვე თქმით, თავ­დამ­სხმელ­თა ვი­ნა­ო­ბა მათ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მომ­ხდარს ფე­რა­ძე დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს.

ხვე­დე­ლი­ძის მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლი­დან გა­მო­დი­ოდ­ნენ და მათ ორი ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა. მა­რეხ ფე­რა­ძის თქმით, მან სცა­და ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის­თვის ნი­ღა­ბი ჩა­მო­ეხ­სნა, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 25-30 წლის ასა­კის პი­რე­ბი იყ­ვნენ.

"ჩა­მოვ­დი­ო­დით სახ­ლი­დან და უცებ ორი პირი დაგ­ვეს­ხა თავს. არ ვიცი ვინ არი­ან. შუ­რის­ძი­ე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ვცდი­ლობ­დი ერთ-ერთი მათ­გა­ნის­თვის ნი­ღა­ბი ჩა­მო­მეხ­სნა, მაგ­რამ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 წლის პი­რე­ბი იყ­ვნენ. შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. ვერ­სი­ე­ბი არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და მა­რეხ ფე­რა­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა ხვე­დე­ლი­ძეს დღეს გა­უ­კეთ­დე­ბა ორი ოპე­რა­ცია - ყბა-სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბა­სა და თვალ­ზე.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით 177-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ­ჟა­მად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეც­ნო­ბე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს

"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს..." - გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის მომენტს იხსენებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ოჯახი შურისძიების მიზნით თავდასხმის მოტივს გამორიცხავს.

როგორც ჟურნალისტებს გელა ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განუცხადა, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ოჯახს ჯერჯერობით ვერსიები არ აქვს, თუმცა შურისძიებას გამორიცხავენ. მისივე თქმით, თავდამსხმელთა ვინაობა მათთვის უცნობია, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარს ფერაძე დეტალურად იხსენებს.

ხვედელიძის მეუღლის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლიდან გამოდიოდნენ და მათ ორი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. მარეხ ფერაძის თქმით, მან სცადა ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა, თუმცა ვერ მოახერხა. დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 25-30 წლის ასაკის პირები იყვნენ.

"ჩამოვდიოდით სახლიდან და უცებ ორი პირი დაგვესხა თავს. არ ვიცი ვინ არიან. შურისძიება გამორიცხულია. ვცდილობდი ერთ-ერთი მათგანისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. დაახლოებით 25-30 წლის პირები იყვნენ. შურისძიებას გამოვრიცხავ. ვერსიები არ გვაქვს", - განაცხადა მარეხ ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს დღეს გაუკეთდება ორი ოპერაცია - ყბა-სახის მოტეხილობასა და თვალზე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ